სულ ჩემთან ხარ... სულ... :) ............................


წაიკითხე...

...
დღეს ქუჩა არ მინახია..
დღეს ფანჯარაშიც არ გამიხედავს...
ხვალეც სულ 20 წუთით ვიქნები გარეთ..
არ მინდა გარეთ..
...
ჩემი სახლი_4 მეტრია.. აქაა წერა.. კითხვა და ფიქრი.. და კიდევ სიჩუმე... და კიდევ.. ღრჩობა........
...
წაიკითხე ის, რაც მოაღწევს..
წაიკითხე იმ სიმშვიდიდან_რომელიც გამჭვირვალე სახურავის ქვემოთაა... _სახურავის, რომელსაც ვეღარასოდეს ავხდი...
წაიკითხე..
შენელებულია გული და გაფანტული.. მოდებული და გაბნეული... გამოდებული და გაქცეული...
წაიკითხე_სანამ ფეთქავს...
....
მალე ვეღარ ვიფიქრებ_რადგან სითეთრე წაშლის ფერებს და სუნთქვას ჩააქრობს...
დედამიწა ჩაიკეცება მთვარესავით და დაიკარგება მიწა_სადაც ბავშვები აცხობდნენ პასკებს.. სადაც ერთმანეთს მალავდნენ სასაფლაოებში...
დახუჭე თვალები და გულით წაიკითხე _ როგორც ბრმამ..

მიგრძენი..
......
......
სანამ დავეხსნები ჰაერს...

მე სიჩუმეში ვბრუნდები................

სიცოცხლე....

... lit.ge...

გვერდი.. რომელზეც ბინდია...
დამძიმებული თანამედროვე სიმძაფრით.. სწორედ რომ თანამედროვე.. უფერო.. შერეული და გადახრილი..
...
მე დავიღალე მასში სიარულით :) ..
რამოდენიმე გამონათებას ვუღიმოდი და.. მაინც...
... დავიღალე.. :) ...
..
უბრალოდ.. ზოგჯერ ალბად.. ადამიანს განვიცდი.. ბოლომდე განვიცდი.. მაგრამ აღარასოდეს დავწერ მისით... აღარ ჩავეძიები იმ უფსკრულს_რაც სულშია (იმაზე მეტად_რასაც ვხედავ...) რადგან ერთი მაინც უნდა ეცადოს გადარჩეს, და მაშინ ორივე გადარჩება ! :) ...
მაპატიეთ :) _ რომ ცხოვრებას არ გავეყარე..!... მაგრამ.. ვინ რა იცის ჩემი სევდის.. სევდა წმინდაა.. აი შავი კი.._ამაოებაა...
სინათლისკენ უნდა ვიაროთ.. მხოლოდ მზისკენ! :) ...
მზის ნაპირას ვარ :) ... უბრალოდ.. ახლა.. ახლა ცოტა მიჭირს...

სიჩუმე და თოვლია სულში... :) ... და ღიმილს ვცდილობ...

სისულელეა ყველაფერი.. სისულელეა_ჩემი გული :) ... ასეა! ...


მე სიჩუმეში ვბრუნდები................




მთავარი სიყვარულია! :) ... _ღმერთმა დაგილოცოთ გული! და სიყვარული! :) ...

ნუ ხმაურობთ.. გზად სიცოცხლეა ...

მე ვისწავლე ხმაური...
რადგან გადავწყვიტე ადამიანთა შეყვარება..
ისე.. ვცადო მაინც..
არა.. შეყვარება კი არა_შენარჩუნება.. რადგან უკვე მიყვარს, მაგრამ... ხან ისე.. მაფრთხობენ..
...
ზამთარმა სევდა დაბნევით ამარიდა.. ტკივილი კი არის.. ოოოო.. ტკივილი ალბად სევდაზე ერთგულია.. :)))) ... ვიცოდი.. ვიცოდი და ღრმად_იგი უფრო მეტად მიყვარდა...
თიხა მიყვარს..
მისგან საკმევლის დასანთებს გავაკეთებ.._განსაკუთრებულს.. და მოვხატავ.. :) ..
სანამ მხატვრის სახლი დაინგრეოდა.._ძერწვაზე უნდა მევლო.. :) ... ახლა კი ცარცია და .. არააა...თიხა უფრო მემორჩილება.. მომყვება...
მერე სულსაც შთავბერავ :) ...
ხო.. სახალისოა :) ...
...
საზღვრებს ვერიდები..
განა რაა მათში ცუდი?..
მხოლოდ არა სულში.. მხოლოდ არა სულში!............
მე არ ვხედავ ადამიანში საზღვარს.. მე ის მაშინებს!...
...
”მომანათე სევდიანი შენი თვალები!” :) ... _ ლამაზია :) .. როგორც საოცარი ..._ გაორება :) ...
...
უცნაურია..
სიყვარულით ჯოჯოხეთშიც შემიძლია ჩაყოლა... მაგრამ.. იქ რომ ერთად აღარ ვიქნებით?..!!!...
არ გამოვცადოთ რა!.. არ გამოვცადოთ! :) ...
ჩვენ მოვდივართ.. :) ... ეს უკვე წასვლაა :) ... _და მაშინ ვიყოთ! :) ... უბრალოდ _ ვიყოთ!!! :) ...
მე მიყვარს მზე_რომელიც დილის ბურუსში იმალება და გზა, რომელიც უსასრულოა თავისუფლებით! :) ...
...
საოცრებაა :) ...
გრძნობაა :) ...
სითბოა.. :) .....
გულია! :) .......
...
”გამოაღეთ ფანჯრები_თორემ სული მარტოა!” ... :) .........
...
და...
ნუ ხმაურობთ! :) ... გზად სიცოცხლეა ...

კეთილი ანგელოზები :) ......

ვფიქრობ..
მანამ დასრულდება დღე_როდესაც არ მყოფნის ძილი.. უხეშად შემოიჭრა ყოფა_და მართმევს თვალის ჩინს.. მე კი ვიწყებ ბრძოლას გაუცხოებულ თვალებთან და აღარ ვმალავ ჭაღარას..
უცნაურია..
ახლა არ ვიცი რა მინდა :)
... როდის ვიცოდი?..
...
28% და დავიძინებ..
...
მანამ ფიქრები დროს მაძალებენ...
ისევ ვიბრძვი..
...
...
...
ამ წამს გრძელი ნაწერი წავშალე.. :) ...............
ალბად არ ღირდა იმის გამოხატვა.. :))) ..
...
გრძნობა კარგია! :)
გრძნობა ყველაზე ძლიერია ადამიანში_რაც უნდა მეტად აღიარებდეს გონს!.. :) ....
უბრალოა და ჭეშმარიტი! :) .....
...
წამებაა :)
ბედნიერებაა! :) ...
...
სიცოცხლე სიყვარულია...
სიკვდილიც სიყვარულია...
სხვა... ყველაფერი სხვა _ კვლავ და კვლავ სიყვარულია!.. :)
...
სიყვარული _ ღმერთია! :) ..
..

ღმერთს ებარებოდეთ!_რათა იხაროთ ორსავე სოფელსა შინა! :) ..........

:) . . .

საკუთარ თავს...

იქნებ უბრალოდ_მხოლოდ უნდა მიხაროდეს?
აქამდე მიხაროდა.. რაღაც პერიოდში.. დაბადებიდან დიდი ხნის მერე...
მერე..ვიპოვე ყველაზე ძვირფასი და ჩავიკარი იესოს კვართივით :) ...
ახლა ბედნიერებაა!_ისეთი-როგორიც არის!_სწორედ ისეთია ჩემი ბედნიერება! :) ...
...
ღმერთს ესმის ჩემი და კიდევ :) ..._ ჩემს სულს!!_რომელიც ვიპოვე :) ...
სიკვდილის უკვე არ მეშინია.. უბრალოდ.. უკვე სიკვდილი მინდა.. :) .....
:) ...
...
ახლა ყველაზე მეტს ვიცინი :)
ახლა ყველაზე ცუდად ვარ! :) .......
...

დავიღალე ...

მე მათ ზევიდან დავინახავ :) ...........




საიდან მოვიდა გაზაფხული_არც კი ვიცი... :) ....
უბრალოდ... ეს ყვავილი ზევიდან უფრო ლამაზია :) ......
...
მომავლის გაელვებაა :) .. ერთი იმ მშვენიერთაგანი_რომელიც უ-საზღვროა :) .......
...
ისინი იყვნენ.. აღარ არიან.. ახლა მათ დაათოვთ ან შესცივდებათ გულში და გაფრენილ ფურცლებზე... :) ..
მაგრამ მოვლენ.. კვლავ მოვლენ.. :) .........
და მე მათ ზევიდან დავინახავ :) ...........
...

U.n.k.l.e. "Rabbit in your Headlights"...

გზა არ მთავრდება..

რამდენჯერ უნდა გამოვიდე სხეულიდან.. მე ხომ ისედაც გვირაბში მივდივარ..

სად ავტვირთო ფიქრი_რომელიც ისვენებს გადამწვარ თავში.....
და მოდის ყოველი გაღიზიანებული კუნთიდან..

რელიგია_რომელშიც არ არის ღმერთი..

სიმშვიდე, რომელიც ფრთებზე მალე დნება ყოველი გაფრენისას...

ძალა.. _გაშვებული გულით და დაშვებული გონით... _ უკუათვლაა...

იმედი მაშინაა .. და საჭიროა.. _ როდესაც არ გჯერა თავის_და ელი შველას!..

როდესაც კარგავ ყველა იმედს _ იძენ თავს! ძალას! რწმენას! თავისუფლებას!..

...

უბრალოდ ვფიქრობ.. უბრალოდ ვფიქრობ...

ყველა გზა ბასრია :) .....




P.S. დროდადრო........"მე თავისუფალი ვარ! თავისუფლება ყველა იმედის დაკარგვაა" ...

გულის-ხმა ....

თოვლია ...
ხან ვეხსნები თბილისს და ... ფიფქებთან ერთად სიშორეს ველტვი ... სულ ასეა ...
...

ეს ალბად მე ვარ ... გამოქცეული ... დაკარგული.. უმადური ...
გონებაში ხშირად ვიბნევი ხან სად.. ხან სად... მაგრამ ... სული მეხუთება ...
და გავრბივარ ...
ბოლო დროს მეტად დინჯი ვჩანვარ, მაგრამ სიჩქარე მომემატა ... _ბედნიერებით დრო-შენელებულს :) ...
სიმშვიდე სულ რამოდენიმეჯერ ვიგრძენი :) ...
აქ.. ხადაში.. ხადი-ჯვარს მიყრდნობილი მთვარეს გაყოლილი და გაბრწყინებული ...
სულს ვგრძნობ ...
...

კიდევ... სულ სამ ადგილასაა ჩემთვის სიმშვიდე ...
...
მაგრამ ...
არ დავწერ იმას, რაც მგონია ...
ბოლო დროს არაფერი კარგი არ მგონია :))) ...
...
მალე ჩავკეტავ ამ ნაწერებს ... დავკარგავ ...
...
ხალხი ძალიან კარგია და მე ასეთი ფიქრები მაწვალებს მხოლოდ :) .. მაგრამ ვერ ვხედავ მათ_ალბად მხოლოდ ვგრძნობ!... და... ისევ.. სული მეხუთება..._ხან არც ვიცი რატომ...
...
დავიღალე ...
როდესაც შარშან რეალობაში დავიკარგე, მაშინ მივხვდი, რომ ... თურმე მთელი ცხოვრება დაკარგული ვარ _ არც ვიცი სად!... :) ...
...
ყველაფერი საოცარია!_როდესაც არაა მათში ”მე” ... ფერიც კი.. ზეცაც... ცის ფერიც ...
...
გულის-ხმის-ყოფა ...
...

ვეცდები... ვეცდები.................



..................................................................................................................

თქვენ ხომ.. ტირილიც არ შეგიძლიათ ........






დღეს ...
......
დღესაც ითოვა ...
დაფარა თოვლმა ...
ღამე მივედი...
მელოდა თითქოს ...
ის უსმენს ჩემს გულს...
საუბრობს ჩემთან...
...
ვერ ვტირი...
მგონია რომ ვტირი.. სინამდვილეში.. გულშია ტკივილი და რაღაც ცრემლი თვალში...
ბებია იყო ასე სიკვდილის წინ.. ხმამაღლა_უხმოდ ტიროდა.. და არასდროს მინახავს ამაზე დიდი ტკივილი...
მეც მასე მოვკვდები_ვიცი..........
...
სუსტია ადამიანი..
არ გაბედოთ თქმა_რომ ეს ჩვეულებრივია და... უბრალოდ_სიცოცხლე!.........
...
თქვენ ხომ.. ტირილიც არ შეგიძლიათ ...............................................................................................









(ვიყავით მე და ფერია... :) ....... )

თოვს ... (just... განწყობა...)

ვწერ მონატრებით
ვმეორდები _ რადგან იგივე ვარ..
თოვს და ფიფქი ვარ მხოლოდ _ თბილის ყველაზე თბილ გულში შენახული.........
გარეთ .... სადღაც.. მიღმა...
იმას, რაც მაღიმებს_თოვლზე ვწერ...................
....
სიჩუმეა...............
ვუსმენ...........................................
...

"შორს, მუზები წაგვიყვანს შორს...
იქ სადაც მხოლოდ ჩვენთვის თოვს..
მე გთხოვ_არ წახვიდე შენ ჩემგან შორს..
არ მოუყვე ჩვენი განცდები თოვს..
თოვს..და მხოლოდ ჩვენ გვათოვს........"


თოვს .....................



...