დაბადებაა :) ...



ტერენტი დაიბადა დღეს :) ...

"დამნაშავე ვარ"

\"არავინ არის შენი ღირსი!
ეს შენ ხარ ღირსი არავის ეკუთვნოდე.\"


დამნაშავე ვარ...
ისე მსუბუქად მოაბიჯებ,
ლამის ნიავმა კულულებთან ერთად წაგიღოს.

გთხოვ,
ყურადღებას ნუ მიაქცევ ჩემს მდუმარებას,
ჩემს მდუმარეას შეუძლია - ჯვარიც დაგვწეროს.
ჩემს მდუმარებას შეუძლია არარსებობაც,
არსებობის მიღმა, კვალდაკვალ,

ჩემს მდუმარებას შეუძლია ისე უყვარდე...
მთელი ცხოვრება უყვარდე და
ვერც მიგანიშნოს,
მას შეუძლია დაშაქრული ჩაი, ლიმონით,
სახლში შემოსულს ყავაზე რომ მეტად გინდოდა,
გახსოვს რამენჯერ გითხრა უარი?

დამნაშავე ვარ !

მაცალე, გითხრა
-რომ ადამიანური სითბო,
არაადამიანურ სიყვარულს და
დიდ მსხვერპლს მოითხოვს.

თუ დაიჯერებ, რომ შენ, ძალიან კარგი ადამიანი ხარ,
იქნებ, ღმერთმა უკეთესიც გაგხადოს.
შეგაძლებინოს ის, რაზეც არასოდეს გიოცნებია

დამეთანხმები

ჩემს მდუმარებას შეუძლია იყოს თავისთვის...
სისულელეს ნიშნავდეს თუნდაც,
არასდროს გკითხოს - სად იყავი?
ანდა სადამდე...
და გათქმევინოს - მომიტევე, დამნაშავე ვარ
და
თვითონ იყოს დამნაშავე, რადგან

არავისა აქვს უფლება შენი!

\"არავინ არის შენი ღირსი!
ეს შენ ხარ ღირსი არავის ეკუთვნოდე.\"

მაგრამ მიყვარხარ
და ამაშიც
დამნაშავე ვარ.



(2009 წ., გიორგი გურჯი)



_ _ _

ვფიქრობ:)... მეღიმება:)...

მე მომენატრა შენი ქალაქი... წვიმები და მზე_შებურული ისე ძვირფასად, რასაც ვერცერთი ვერც სანახი... ვერც სამარხი ვერ შეედრება:)...
...
გუშინ სიზმარში სიმარტოვე ვნახე:))..
გუშინდელი დილის მერე აღარასოდეს გავატან სიზმარს წყალს:)...
...
მე მომენატრა შენი ქალაქი_სადაც ჯერ არასოდეს ვყოფილვარ:))...
სადაც უქოლგოდ დავდივარ შეღამებისას...
და ვგრძნობ სიმშვიდეს და წინსვლას:)....
დასასრულისკენ....
:)
ახლა ალბად წვიმს :) ...

სიცოცხლე ფერებად წვიმაში... ქრებიან ფერები....

.......

დღეა... რომელიც მტკივა....