მამა პეტრეს ფიქრები...

....



მამა პეტრე (კვარაცხელია)


facebook-ზე: მამა პეტრეს ლექსები



გრანელის მონოლოგი
და სიკვდილის წინ ნდობის ქარია,
გარდაცვალება იყო ობოლი.
წამასვენებენ და მიხარია,
ქარში ვქანაობ, როგორც ფოთოლი.
არ ვიცი ამ დროს ვის უნდა შევხვდე,
მე ვინ მომიტანს ცისფერ განთიადს,
ამ სიყვითლეში სხვა სივრცეს ვეძებ
და მონასტერში ნინო დადიანს.
იყო ზარების უხმო გოდება,
და მდუმარების სუსტი ხელები,
თუ საგიჟეთი მომაგონდება,
ლექსის სხეულში ჩავესვენები.
კუბო იქნება სადა, უბრალო
და პროცესია ალბათ ობოლი,
გზასაცდენილი გიხმობ უფალო,
ქარში ვქანაობ, როგორც ფოთოლი.

(21 მარტი, 2009)

ბავშვი ვარ და...


ბავშვი ვარ და ყველაფერი მაპატიე,
ან შეშლილი ფოთოლცვენის აჩრდილი,
წუხელ ღამე სამრეკლოზე გავათიე,
ცისკენ მქონდა მკვდარი ხელი გაწვდილი...
ბავშვი ვარ და მაწანწალას დავემსგავსე,
ო, რამდენჯერ მოვიარე თბილისი,
ცივ ნოემბერს შევეფეთე მთაწმინდაზე,
მერე უცებ მომენატრა ივნისი.
ბავშვი ვარ და ყველა გრძნობა ამიხდინე,
გააქანე შორს, შორს ლურჯა ცხენები,
გევედრები ყველა წყენა დაითმინე
და დრო გადის ისევ ციებ-ცხელებით.
ბავშვი ვარ და შენც ბავშვობა გამიწიე,
დამანახე უკვდავების აჩრდილი,
სამრეკლოდან სხვა სივრცისკენ გამიწვიე,
რა ხანია ხელები მაქვს გაწვდილი.

(28 მარტი, 2009)



სოხუმო ჩემო

ქალაქს ემოსა პერანგი წვიმის,
სისხლისფერ წვეთებს გაევსო მიწა,
დღე იყო რაღაც ძალიან ცივი,
ცრემლებად იქცა უძირო რიწა...
და რძისფერ მთებზე მოწყენილ იებს
ჩაატარებენ სულ სხვა ხელები...
ილორს მოვავლე თვალები, მღვრიე
და მივაბარე ზეცას ცხედრები.
დავემშვიდობე ბედიის ლოდებს,
კამანში სისხლი ამაოდ ვღვარე,
ამაზე მეტი რა უნდა მქონდეს,
ან როგორ დავთმო სამოთხის მხარე.
საკენ-ჭუბერი, ქართველთა თხემი,
ამდენი ცოდვით დამძიმდა მიწა...
და იგვიანებს, სად არის გემი,
ან, ვინ შეღება სისხლისფრად რიწა.
ან ვინ ჩატეხა ხიდი ენგურის,
ვინ დაადუმა მოქვის ზარები,
რისთვის გაყიდეს ხატი, ჭედური,
ფრესკებს მოვავლე ცხელი თვალები.
ენგურს გადაღმა გაზაფხულია,
თუმცა, არ ყვავის დამწვარი ნუში,
ნამგალა მთვარეს სად არ უვლია,
დიოსკურია ჩაუკრავს გულში.
ასე წამართვეს სიცოცხლის გემო,
დამუნჯდა ილორს დედო ზარები
ისე ნუ მომკლავ, უფალო, ჩემო,
რომ არ მოვავლო სოხუმს თვალები!.....

(26 მარტი, 2009)


იქ...

გეძებდი არსად და ლოდებში მოთქვამდა ქარი,
და გულში მაინც შეხვედრას რომ მაინც მპირდები,
გადავაბიჯე, აღარ დამრჩა მეტი საზღვარი,
და ალბათ წუთით შემაჩერებს პირამიდები.
დუმდა ხეოპსი უდაბნოსგან სახით დაღლილი,
და ნეფერტიტის უცხო პროფილს ვაყოლებ თითებს,
მთვარემ გიზაში მოწამლული იგრძნო მახვილი,
იქ აიეტის წარმოშობა მივანდე ზვირთებს.
სად ხარ ჰელიოს, გამინათე ამ დღის წყვდიადი,
მე ვნახე სინაც,მაგრამ რჯული ვერ შევიმოსე,
იქ ღმერთი იყო, ათი მცნებით ზღვა და დიადი,
მერე ნილოსმა გამორიყა პატარა მოსე.
მე შეგხვდი არსად, შეგხვდი ყველგან და კიდევ ჩემში,
თუ არა ხატი, აღმართული დატოვე ნიში,
და დიდი მოსეს ცხელი ცრემლი მეჭირა ხელში,
და კიდევ რაღაც, თუ არ ვცდები მაცხოვრის შიში.
15 მარტი, 2010.


აბელი
მამა-რავქნა კაენთან არ მინდება თამაში,
ნახე მთვარეს ატყვია სისხლისფერი ლაქები,
იმას ცხვრები მიანდე მე გამიშვი ყანაში,
მამა-ჩემთვის დამტოვე ნუ ვიქნები ნაქები.

თავის ქალა აბელის აღსარებას ამბობდა,
და გარშემო ტიროდნენ სიყმაწვილის ჩრდილები,
სისხლისფერი ქარი კი შეშლილივით დაქროდა,
ხოლო სული კაენის გველს ეჭირა კბილებით...

თექვსმეტი მაისი, 2010


ტაძრის ბაღში

ტაძრის ბაღში, ვიღაც ტირის სინანულის ცრემლებით,
მისი მადლი ეპკურება ყაყაჩოთა სიმრავლეს,
ტაძრის ბაღში სევდა დადის სიმარტოვის ფერებით
და ცოდვები საგიჟეთში ნაადრევად მიბარებს.
ტაძრის ბაღში მზე ამოდის სისხლისფერი თვალებით
და აქ სივრცე სხვანაირად ეკრძალება სიავეს,
წვიმა მოდის, სულ სხვა წვიმა, წვიმა გაუკვდავების,
წადი მოძღვარს მოუყევი, ისე ვინ გაზიარებს.
ტაძრის ბაღში მოლანდებად შევამჩნიე სიმშვიდე,
და წარსული მივამსგავსე ყაყაჩოთა დინებებს,
თუ წრფელი ხარ და ფიქრებსაც ერთხელ გადამიშლიდე,
ტაძრის ბაღში გაპატიებ, თუ უფალი ინებებს.

(31 მარტი, 2009 წ.)

* * *
სულში ამაგლიჯეს გაზაფხული,
ირგვლივ გადახუნდა ყველა ფერი
ვივლი უსასრულოდ დაზაფრული,
რადგან ამაოა ყველაფერი....


* * *
არ მითხოვია ვარსკვლავთა ცვენა,
არ მითხოვია მე სასწაული
გთხოვ, დამიბრუნე ბავშვური რწმენა,
დღესასწაულთა დღესასწაული.

***
მივსდევ, მაგრამ ვეღარაფრით დავეწიე,
ბედის ბორბალს უკუღმა რომ ტრიალებს,
საიდუმლო სერობაზე დამეწვიე,
როგორც ვხედავ სხვებმა დააგვიანეს.
მე წავედი, წავედი და გაიხარე,
ავუყვები მიტოვებულ ბილიკებს,
დღეს დავრწმუნდი, რომ ყველაფრით დავიღალე,
და ვიღაცა წარსულს გააქილიკებს.
ვზივარ ახლა კაფეში და გელოდები,
ცხელი ჩაი სურვილს ვეღარ მიოკებს,
თუ არ მოხვალ არ ვიდარდო შევეცდები,
გავალ ქარში ფიქრებს ავაწიოკებ.
მკერდზე უცხო მედალიონს ვეპარები,
გული ისევ ძველებურად ფრიალებს,
გჭამ თვალებით, რავქნა ხომ არ გეკარები,
კარუსელი ტრიალებს და ტრიალებს.
იანვარი მძიმედ მიგაქვს ახლა მხრებით,
და მდუმარედ ჩამოუვლი სადგურებს,
მე სარკმლიდან დაწვრილებით შეგეხები,
და სიცივე ვიცი გამანადგურებს.
შეგნიშნე და ვერ გადავდგი ნაბიჯები,
ხესთან ვდგავარ და იქიდან გიყურებ,
და ჩემსავით სხვაც თუ გხედავს გავგიჟდები,
ჩემი მზერა მოდი შემოიხურე.
წახვედი და ვეღარაფრით დაგეწიე,
სურვილებმა წუხელ გადამიარეს,
მარტო ვარ და სულ ცოტა ხნით დამეწვიე,
მოგონება კარუსელთან ტრიალებს.

(18 მარტი, 2010)



***
სულში ისევ ჰყვავის გაზაფხულისფერი
სუსტი ყვავილები,
შენზე მონატრებამ ახლა ნაწვიმარზე უფრო გადამრია,
ღამე ქუჩა–ქუჩა მარტო დავდივარ და ლოცვით
დავიღლები,
ჩემი ათენა და ჩემი აფროდიტე ნეტავ სად არიან.
მე შენ დაგიძახებ, ჰოდა გამაგონე, ნუღარ დადუმდები,
მე და სიმარტოვეს უთქმელ სიყვარულზე
ბევრჯერ გვიმღერია,
და თუ შეგაწუხებ, დედას გეფიცები, ისევ გავჩუმდები,
ფიქრს ვერ მოვიშორებ, ო, ვერ მოვიშორებ,
რადგან იმდენია...
მე, შენ ისევ გეტყვი ღვთიურ სიყვარულზე და
შენც გაწითლდები,
ვიცი ჩემამდე რომ შენი ბავშვობა და რიდი მოგყოლია,
და შენს მოლოდინში ჩემთან მოიწყინეს,
დაჭკნენ ყვავილები,
მინდა იცოდე, რომ შენზე გაგიჟებამ გადამიყოლია.
სულში ისევ ჰყვავის იაგუნდისფერი ცელქი აპრილები,
როგორ მომენატრე, ჩემთან სანუგეშოდ ღამის
ზღაპარია.
ნეტავ სად არიან, ახლა ნაწვიმარზე ძებნით დავიღლები,
ჩემი ათენა და ჩემი აფროდიტე ნეტავ სად არიან...

2010




***
შენ თვალებიდან აპრილი გცვივა,
იღვიძებს დილა რძისფერი კაბით.
წელმოწყვეტილი იები მტკივა,
შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი.
წუხელის წვიმამ დატბორა გზები,
და აჩრდილივით გეძებდი ქარში,
შენ თვალებიდან გცვივა იები,
და გაზაფხული გიფეთქავს ტანში.
იასამნებად გეტყობა წლები,
დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი,
მინდა გიყურო შორიდან გზნებით,
მინდა მოვიკლა ასე წყურვილი.
მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით,
მარტმა ფიქრები ისევ არია,
მიყვარხარ-ამას ნუ მეკითხები,
თუ გინდა გეტყვი, გეტყვი ძალიან...
(2010, მარტი)



***
მეგონა, რომ მართლა მიცნობდი,
მე სული შეგახე შიშველი,
თუმცა კი ვგრძნობდი და ვიცოდი,
ვიცოდი რომ ვეღარ მიშველი.
დავლაშქრეთ გრძნობათა ბაღები,
და მაინც ვიყავით მე და შენ,
ვიგრძენი ზღვა იალაღები,
გულიდან გაწურე ზედაშე.
ვარსკვლავებს ვკრიფავდი თამამად,
ბავშვური ცრემლები მდიოდა,
და გვზრდიდა ციური მანანა,
და უხვად მანანა ცვიოდა.
და მთაში ტაძარი ვაშენეთ,
თოვლივით თეთრი მაღალი,
მე სული შიშველი გაჩვენე,
იისფრად გამონაყარი.
მერე კი მეგონა მიცნობდი,
და ახლა სიშიშვლის შემრცხვება,
მაშინაც ვგრძნობდი და ვიცოდი,
რა არა? თუ რამე მეშლება...

თორმეტი აპრილი, 2010


მოლოდინი

ქუჩებში აპრილი თავიდან იწყება,
და ღელავს იების პატარა ლარნაკი,
ვერაფრით შევძელი მე გადავიწყება,
სულ მახსოვს ათასჯერ სათქმელი არაკი.
კედელზე შენდობის სურათი კიდია,
ქარია ცივი და საღამო ჩვეული,
შავთვალა ენძელებს რომ ვეღარ ყიდიან,
სიჩუმეს ძლივს დააქვს ნაგვემი სხეული.
პატარა თაიგულს რამდენად გაყიდი,
ეს ისე, უბაროლ იკითხავს გამვლელი,
ვიღაცას იების მდინარეს დავპირდი,
ქარია ცივი და ბოლომდე დამღლელი,
ქარია ხშირი და ყველაფრის მლეწავი,
გარეთ ვარ და როგორ მივხურო კარები,
იებს რომ დახედავს დიდი ხნის მეძავი,
სულ რაღაც ცრემლებით ევსება თვალები.
ქუჩებში აპრილი ბავშვივით იწყება,
ქარია სავსე და საღამო ჩვეული,
მინდა რომ დაგარქვა ვერგადავიწყება,
სიჩუმეს იისფრად ეტყობა სხეული.

12 აპრილი, 2010



მაშინ რომ...

მაშინ რომ ქუჩაში გამაგდე,
ვერ ვგრძნობდი და თურმე წვიმდა.
მერე კი პიქრები დავლანდე,
სველი და სულ ერთი ციდა.
მაშინ რომ ქვაფენილს ავყევი,
საღამო სიყვითლეს ქსოვდა,
რამდენი რამ მქონდა სათქმელი,
სათქმელი დაღლამდე მქონდა.
წვიმის და ფოთლების კამათი,
მე ბავშვურ სიანცეს მგვრიდა,
გავფანტე ფიქრების კალათი,
და მერე იისფრად წვიმდა.
წვეთები მძივებად დავკიდე,
აქა-იქ დაფენილ ფოთლებს,
არ მინდა სიყვარულს დაგპირდე,
რომ ჩემი იმედი გქონდეს.
მაშინ რომ ქუჩაში გამაგდე,
ეს მხოლოდ იმ წუთას მწყინდა,
არ ვიცი, ვიარე-სანამდე,
ვერ ვგრძნობდი და თურე წვიმდა.

(3 აპრილი, 2009 წ.)



გოლგოთის მისტერია

მზე შემოდგომის სევდის ლექსია,
და გულში სიტყვა მორცხვად ფართქალებს
და გოლგოთაზე მიდის მესია,
და ეკლის გვირგვინს რწმენით ატარებს.
ასე იქნება მთელი ზამთარი,
ცა მოღუშული და ღამე გრძელი
და ფიქრი ჩემი ცრემლის საყდარი
და შორი მზერა, თვალები ცხელი.
თუ სინანულის გრძნობა დიდია,
ეს გადარჩენის ერთი პირობა,
ცაზე მოხუცი მთვარე კიდია,
ჩემი წარსულის დიდი გმირობა.
ჩემი ბავშვლობაც ლურჯი ლექსია
და მზე სიცოცხლეს ისევ ანათებს,
ჯვარზე გააკრეს წუხელ მესია,
სისხლი ეტყობა ტანჯვის აღმართებს.

(7 აპრილი, 2009 წ.)



* * *

ფიქრი მეგულება ბინად,
დედად მეგულება ღამე,
ქარი_ნათლისმცემლის სიტყვად,
სულის კელაპტრებად_მთვარე.

მორცხვი შემოდგომა_ლოცვად,
ლექსად_შორეული არე,
წვიმა მეგულება მოძღვრად,
სატრფოდ მეგულება მთვარე.



ჯვარცმა


პალმის რტოებს ჩაუვლიან ლანდები,
და ღმერთკაცის ჯვარცმულ სახეს ვნახავ,
მდუმარებას ხელში აყავს ხატები,
შენ იუდას გაღიმებას ხატავ.
ზეთისხილის მთას დაჰყურებს მთვარე,
გველისფერი გზა მიჰყვება ტაძარს,
და მესიას შეიპყრობენ მალე,
დღეს იუდას ჩვენში ბევრი ბაძავს.
ვნების კვირა გაგრძელდება დილამდე,
საიდუმლო სერობასაც ვთლიდი,
ხელს დაიბანს პონტოელი პილატე,
მაცხოვარს კი უთვალავჯერ ვყიდი.
გულისთქმას რომ დაბრმავებით ვენდე,
მიწევს ბევრი განსაცდელის ატანა,
და ჭოწმანობს მოციქული პეტრე,
ქრისტე ეტყვის გამშორდიო სატანა.
ნაზარეთის თხემისფერი კედლები,
ერთხელ მაინც უნდა ნახოს კაცმა,
ჯერ დახატე ზეთისხილის ქედები,
მერე უფრო ადვილია ჯვარცმა...

13 აპრილი, 2009


***
მე ის ვარ შენ რომ გაცვია,
შენ ის ხარ მე რომ ვირწმუნე,
ბაგიდან ღიმილს მაცლიან,
მერე კი დავიწუწუნე.
შენ ის ხარ მე რომ დაგარქვი,
ზღვა მონატრების ნაპირი,
მე ის ვარ შენ რომ წამართვი,
წელმოწყვეტილი აპრილი.
ცაში ვარსკვლავებს ვითვლიდი,
მთვარეს ვირგებდი მანტიად,
მე ის ვარ შენ რომ გივლიდი,
ღამე ლურჯად რომ ათია.
შენ ის ხარ, ის ხარ, ისა ხარ,
გზაში ხურდად რომ დამყარე,
მხოლოდ იმიტომ მიყვრხარ,
ჩემთან სიძულვილს ვამყარებ.
ის ვარ, ვინც არსად არ არის,
და აღარავინ ვირწმუნე,
შენ დაეძებდი არავის,
და ცოტაც დაიწუწუნე...

(30 მარტი, 2010)

მხატვრები

გამოფენას მოაწყობენ მხატვრები,
მერე რიგში დგომა გიწევს დიდხანს,
ამ დროს ისე, ჩემთვის მომენატრები,
მოგეწონა? გვერდით ვიღაც მკითხავს.
მომეწონა-თავს დავუქნევ რიდით,
ნახატებსაც თვალს მოვავლებ თითქოს,
გზას დავუთმობ თქვენ პირველი მიდით,
ოღონდ ისევ არაფერი მკითხოს.
ტილოებსაც აწერია შუბლზე,
,,სიმარტოვე", ,,შემოდგომა", ,,მთები",
მეც ვდგავარ და სულელივით ვუმზერ,
და ერთ რამეს უსათუოდ ვხვდები...
ნახე, მუცოს როგორ ჩნდება დილა,
და მეტეხთან სიმარტოვის ჭადრები,
სოფელში კი კუნელა და რცხილა,
უკეთესად დახატავენ მხატვრები?..

15 აპრილი, 2009 წ.



საქართველო!!!

ქარს მიჰქონდა სახეები შორეული,
მწუხრის მთვარე დასტიროდა ცხრა ძმის საფლავს,
საქართველო თვით სამოთხის ორეული
წააგავდა გოლგოთაზე ნაგებ საყდარს.

სარკინოზნი, ყრუ მურვანი თი ბედკრული,
სისხლში ღებდა ღვთისმშობლის წილხვედრ მიწას,
იყო ჟამი ქართველთათვის წამებული,
სოღანლუღთან გორგასალი მამულს იცავს...

იყო ბრძოლა დიდგორი და ბასიანი,
ქართვლის სულში წინაპრების რწმენა წვიმდა,
იყო ზავი მონღოლებთან ასწლიანი
და სტამბულში ვიღაც თურქი ქართველს ჰყიდდა.

წუხდა ერი ქალწულ ნინოს მოქცეული,
ვაზის ჯვარი_მირიანის შთაგონება,
ხმა ბრძოლების წარსულიდან მოღწეული...
ასე იყო ცათა შინა უფლის ნება!!!



გეგას მონოლოგი

გეგა კობახიძე და მისის მეგობრები 84-ში უსამართლოდ დახვრიტეს

მე დავბრუნდები, ზღაპრული ფრთებით,
წვიმისფერ ქალაქს დავხედავ ციდან.
მერე რა მოხდა ამ ახირებით,
თუ სხვა სივრცეში გაფრენა მინდა.
მოვივლი ბავშვურ ოცნების მხარეს,
ავედევნები იისფერ სურვილს ,
მე დავბრუნდები, მე მოვალ მალე,
როცა გაფრენით მოვიკლავ წყურვილს.
მე დავბრუნდები,მაგრამ ფრენისგან,
ფრთები, ო, ფრთები მტკივა ძალიან,
ჩემთან გაფრენა შენც თუ გეღირსა,
ვიცი, რომ ესეც ჩემი ბრალია...



ზაქე

ჩამოდი ზაქე, შენს ოჯახში უნდა მივიდე,
იუდასთან და თუ არ არის ახლა გვიანი,
ერთი უბრალო ხის ჯვარი და მორჩა იყიდე,
ზაქე ჩამოდი კაცი ხარ თუ ადამიანი.
თუ ხის ტოტებზე მოქანავე ზაქეს ახედე,
სახლში თუ არა სახლთან მაინც დადექი ახლო,
ზაქე მითხარი, თვალებს როგორ უნდა ვახელდე
ნაზარეველის პერანგს მინდა ხელი რომ ვახლო...

18 აგვისტო, 2009.



* * *

მიწა უსახოა, ზეცა_უსასრულო... ტკივილი გაუსაძლისი, სიყვარული_აზვირთებული ტალღა, დაუტევნელი განცდა, ძალა, რომლითაც შეიძლება ჭეშმარიტებას, თვით უფალს ეზიარო....
მოძღვარი გზაა ედემისკენ_ დაკარგული სამოთხისკენ, რომლის ბჭე ვიწროა და ეკლიანი, დაბრკოლება ათასნაირი, ბრძოლა ულევი, სევდა მიმომწვლილველობისა, მაგრამ მოძღვარი_სიტყვამართალი, რწმენა ჯვარცმული ავაზაკისა და მერმა აღდგომა,დათრგუნვა სიკვდილისა...
მოძღვარი ძალაა, რწმენაა, ღმერთთან მიახლოვება, მოძღვარი იმედია დაკარგული სამოთხის პოვნისა... მოძღვარი სევდაა, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა...

...

პეტრე
გამომაღვიძა მამლის ყივილმა,
და პეტრე ტალღებს ესროდა ბადეს.
სული ჯვარს აცვა ღამე ტკივილმა
და საიდუმლო ქვესკნელში ჩადეს.
განთიადამდე დრო იყო კიდევ,
მაგრამ სარკმელთან წუხდა მამალი,
ცრემლებით მინდა სინანულს ვმკიდე,
ვერ მოვამზადე ცოდვის წამალი.
ბადეს ამოყვა კიდობნის ძელი,
პეტრე კი თევზებს ღიმილით თვლიდა,
ვერ შევაშველე ბორკილი ხელი,
განთიადამდე გულდასმით წვიმდა.
პეტრემ რომ ბადე მიაგდო გვერდზე,
მე ავედევნე უცხო ნაპირებს,
მერე მახვილი ვიგრძენი მკერდზე,
არ ვიცი, ახლა ის რას აპირებს.
სამგზის უარყო მოძღვარი მისი,
სულში აყივლდა პეტრეს მამალი,
უფალთან დგომის კვლავ გახდა ღირსი,
პეტრე -მომეცი შენი წამალი.
ნაპირთან ბადე ცრემლით შევკერე,
და წამოდგომის ვიგრძენი გემო,
არ მინდა, მამლის ყივილის მერე,
მერეც უარგყო, იესო ჩემო...

თხუთმეტი აპრილი, 2010


ნინოს
დღეს ხომ იუბილარი ხარ,
სავსე და წესით-ყველაფრით ბედნიერი...
ხუთგზის დედა, პოეტის მეუღლე და მოძღვრის ფოფოდია.
დანამული ზამბახების დედოფალოა
და ათენას და აფროდიტეს შთაგონების წყარო...
ათასი თეთრად გათენებული ღამეების უძილო სიზმარი,
ბევრჯერ დაფიქრება და შორეული სიახლოვე,
უსათაურო ტკივილი, აღელვებული ზღვისფერი თვალების დასეტყვილი მწუხარება.
ყველა ოცნებაახდენილი და სადღაც,
ჩამოყრილ აპრილთან ახლოს იდუმალად უბედური...
ამ მძიმე ჯვრის მატარებელი ხომ შენ ხარ,
უამრავი სისუსტეებით ძლიერი,
მამადავითზე ანთებული სანთლის გამონაშუქი
და ორთაჭალის ბაღებში გიორგობისთვის მთვარის ნათელი,
სულში ჩაღვრილი...

27 აპრილი, 2010




პეტრე

მე მოვედი, მაპატიე ღალატი,
მაპატიე, მაპატიე ყოველი,
ჰე, უფალო, დამიფარე მარადის,
ვიტანჯები შენი უარმყოფელი.
რაც კი მქონდა გავატანე ქარებს და,
ცოდვით ვსვარე სამოსელი პირველი,
მიყრდნობილი ვტირი, საყდრის კარებთან,
მინდა ვიყო სინანულის მწირველი.
მე მოვედი, დაკარგული კრავი და,
ხეტიალით მტკივა სუსტი მუხლები,
რაც მომეცი, ყველაფერი ცავიდა,
და არ დამრჩა მცნება ხელებუხლები.
მე მოვედი და ისე ვარ დაღლილი,
ჰე უფალო, მაპატიე ყოველი,
შენს წინ ვდგავარ ახლა თვალებდახრილი,
მე პეტრე ვარ, შენი უარმყოფელი...

(2 ოქტომბერი, 2009)



მარიამობაა :) .. სიონობა!:) ... დღეს ჩემი ანგელოზის დღეა! :) .... ბედნიერებაა!!!:).....ჰო..

დღეს ჩემი ანგელოზის დღეა! :) ...



ამ დღეს _ ბედნიერი ვარ!!! :) ...
ბედნიერი! :) ...
და ამ დღეს _ ზეცას ვგრძნობ........................... მეტად....



გეფერები:)....

...
გმადლობ ღმერთო!!! :)....

...

სიარული.. სურვილი.. ქარი..

არ მინდოდა არაფრის დაწერა..
გუშინ ვფიქრობდი_რომელ სხვა სულიერს ვგავარ ადამიანის გარდა..
მივხვდი, რომ.. რომელიღაც ფრინველს.. ძაღლს და კიდევ ცხენს:)))...
ფრინველად შეგრძნების მიზეზზე არაფერს ვიტყვი...:)...
რაც შეეხება ძაღლს.. მაგალითად თავი ბევრჯერ მიგრძვნია ნაცემი ძაღლივით:)).. კიდევ მახლობელია ფრაზა "ძაღლივით ერთგული".. ასევე დაბნეული ვიცი ქუჩაზე გადასვლა.. ასევე ყმუილად მეჩხირება ტკივილი ყელში.. მერე კი გავრბივარ და ვიმალები.. მაგრამ მე კოჭლობა ნელ–ნელა მომკლავს!:))).._ეს უკვე ვიცი..
ცხენი?.. ცხენი უბრალოდ.. მახლობელია ყოველი კუნთით _ გაჩერებული თუ გაქცეული.. დაცქვეტილი თუ.. ფეხმოტეხილი:)).. თვალებით.. ყალყზე შედგომით:)).. სიარულით...
და კიდევ... და კიდევ... (რასაც ახლა ვერ ვწერ და მხოლოდ ვგრძნობ..)
...
ხო.. არ მინდოდა არაფრის დაწერა..
უბრალოდ..
ქარია..
ეს დღეები დავდივარ.. ქუჩებში.. ხან სად..ხან სად.. რუსთაველზე.. ავლაბარში.. დიდუბეში.. მასივში... ისე დავდივარ.. უფრო ჩუმად.._ვიდრე მუსიკით, რომელსაც სამსახურში არასოდეს ვიცილებ...
თითქოს ასე ადამიანებს ისევ ვუახლოვდები და ვეცნობი:).. ახალდაბადებულივით..
ისე..
არ ვიცი რა ხდება...
ეს დღები სულ სადღაც მიმიწევს გული... მხოლოდ ახლა მივხვდი სადაც...
აცივდა..
იქ გავთბები...


...
ვეღარაფერს ვწერ..
ვერც ვფიქრობ..
ვერც ვამბობ..
მხოლოდ......
...
და..
სანამ გავფრინდებით:)...
მეტად ვიყოთ ძვირფას ადამიანებთან:)..
სულ–სულ ახლოს!!!..
–ყოველი წამით.. ყოველი ამოსუნთვით.. ყველა ტკივილით.. ყოველი გაღიმებით.. ლოცვით.. გულით..
...

ცუდია სიჩუმე...
და სიშორე...

კლავს

თავისუფლება!!!!!!!!!...



ეს ფოტო facebook-ზე დადო მაკამ:) (კარაველები ბახმაროში)

ძალიან მომეწონა..

ხელგაშლილი მთის წვერზე უფალთან ახლოს ღრუბლებს მაღლა მზეს შეგებებული!!!!!!!!!!!!!!!! :) ....
საოცრებაა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!...
თავისუფლებაა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!......
სიმშვიდეა!!!!!!!!!!!!!!!.....
ბედნიერებაა!!!!!!!!!.................
:)
....
..........
..........................

მყინვარი.. ოცნება.. სიცოცხლის ძალა...










უმიზნო ადამიანი ვარ!:)).. ნაფოტი მდინარეში:)))..

ერთხელ უცხოებთან ოცნებებზე საუბრის დროს მომესმა ფრაზა _ "ოცნებობენ და მოკვდებიან ოცნებაში"–ო:))..

აი, მიზანი არა, არც ვეძებ რამეს:).. მხოლოდ ველი:).. და ოცნებები _ ბევრი მაქვს!! :) ჯერ კიდევ :) ..

ერთ–ერთი მყინვარზე ასვლაა!:)).. იმდენად დავიღალე ქალაქში ამდენი ხანი გაუსვლელად ყოფნით, რომ ახლობელს დავურეკე ყაზბეგში_მყინვარზე თუ წახვალთ_სულ ორნი რომ ვიყოთ მაინც წამოვალ მეთქი:)).. ხო და ველოდები!:).. ეს ადგილები უნდა ვნახო!!!.. ის ყვავილი.. პატარა სამების ეკლესია ბეთლემთან ახლოს.. სივრცე................ ვიგრძნო!!!...

...

თხრობა..

ბოლო დროს ისე ვწერ_თითქოს მხოლოდ ვყვები.. გრძნობასაც კი..

დღითი–დღე მეტად მოდის სიჩუმე:)..
დავაპირებ რაღაცის დაწერას და გამეღიმება _ "რა საჭიროა"_გავიფიქრებ და.. გავჩუმდები:)..
ნაცნობებთანაც ასე ხდება:).. საუბარში.. ვუსმენ.. გონებაში მომენტალურად წამოჭრილი პასუხი კი ღიმილით იცვლება _ "რა საინტერესოა?! და რა აზრი აქვს თქმას" :) _ და ისევ სიჩუმე მოდის:).. და ყველა სურვილი და ოცნება თითქოს ნელ–ნელა ქრება..

რამოდენიმე ხნის წინ ჩემი ფიქრები და ჭკუა "გადაამოწმეს":) და.. დავიბრუნე მხოლოდ მოსმენა..:))... არც ვიცი_გადავლახავ კი ოდესმე ამას..

...

ბოლო 1 წელია რაც რამოდენიმე ახლო მეგობარმა მითხრა მორიდებით _ რომ შევიცვალე:).._ჩუმი გავხდი.. хожу с угрюмым лицом:))........არა.. ქვებს არ ვისვრი:)) _მაგრამ ალბად ჯობდა:)...

...მაინც..!!!.....
მე იგივე ვარ მარად და მარად:).. _სადღაც შორს.. გულში..

...

2 კვირის წინ მამა–დავითიდან ვეშვებოდი:).. ალბად დიდი ხანი ვეღარ ავალ იქ:)...
მეფიქრებოდა...
სამსახურზეც_რომელიც მეტად უჩვეულო ხდება ჩემთვის:)..
ზაფხულზეც_რომლის სიცხესაც კონდიციონერის გამო ბევრად ავადმყოფურად ვგრძნობ:)..
ზღვაზე_რომელიც ვერ დამამშვიდებს:)..
მთებზე_რომელთა წვერებს ვეღარ შევხედავ_რადგან ძალა აღარ მაქვს ზევით ავიხედო:)..
ადამიანებზე_რომელიც მიყვარს:)_მაგრამ უფრო ვცილდები_რადგან არ ვარ იმდენად ძლიერი და დიდსულოვანი რომ მათ და საკუთარ ავ ზნეს მოვერიო:))...
სენტიმენტებზეც_რომელიც ალბად ზედმეტია და დამღლელი სხვისთვის:)))_მაგრამ რომ შევაკავო_გულს ვუღალატებ:).._ეს კი უბრალოდ_არ შემიძლია:)..

ჰაერი არაა გარშემო:)..

...

გვიანია ახლა:)..
მეგობარმა მომწერა_არ მეძინება_რადგან მინდა მეტ ხანს ვიცოცხლოო:))..
ბედნიერია!:)...
სიცოცხლე რომ იგრძნო_ამიტომაც შეუყვარდა:)..
მე კი ალბად მხოლოდ ერთხელ ვიგრძენი სიცოცხლე და... არ აღმოვჩნდი იმდენად კარგი რომ დამეტოვებინა და მესუნთქა:)).. ის არ აღმოვჩნდი_რაც სიცოცხლეს ვეგონე:))...

ვარ არაფერი_ეგ არაფერი:)..

უბრალოდ.. სიჩუმეა და სიშორე
და...

აღარაა სიცოცხლის ძალა.

...

კიდევ...

ანია მიდის ზღვაზე!!! :) ... მზესთან!!! :) .... უზომოდ მიხარია!!!!!!!!!! :) ...
...
მეგობარმა მაპოვნინა მუსიკალური არხი_და დღეიდან ყველა ახალი სიმღერის საქმის კურსში ვიქნები:)).. იქვე გავაკეთე ჩემი ply-list ... _კარგია:)...
...
ამ დღეებში გეახელით თურქული ფახლავა (ჯეოსელში ბიგ–ბუიუკმა მოიტანა:)) ) .. ძალიან მომეწონა!:)).. ვეძებ რეცეპტს!:))..

და სხვა:).. და სხვა:)..

...

სიცოცხლე უბრალოა და საოცარი_სიყვარულით და ტკივილით.. მოგონებით და მოლოდინით.. თვალებით და სივრცით..!... :)

და სხვათაგან მომავალი ვერც ტყუილი (ტკბილი და რწმენა–უბრალოებით შენიღბული), ან სხვა რამ ვერ შეეხება გულს!!! ვერ გააუფერულებს შეგრძნებებს!!!_ თუ თავად არ დავთმობთ და ვუერთგულებთ ყველაზე ძვირფასს! :) .. და ფრთებს!!!!.....

იქნებ შევძლო დაცვაც! გარიდებაც და ნდობაც!!! :) ...
სულით სიყვარული და გულში ჩახუტება!!! :) ...
სულ ესაა:)..

...

ხო..
ღმერთზე მინდობა უნდა ვცადო!!!.. უსიტყვოდ და მთელი გულით მინდობა და ყველაფერი კარგად იქნება!!! :-) ...
ჯერ არ ძალმიძს.. სუსტი ვარ და ადამიანი:-))..
სულ მეფიქრება..!!!...

...

გაიღიმეთ ხოლმე.. გულით!:)..

ყველაფერი _ გულია!!!!...

და

ყველაფერი საოცრად კარგად იქნება!!! :) ..

ნათელი ოცნებები აუცილებლად ასრულდება!!!:) ...


ღმერთს ებარებოდეთ _ რათა იხაროთ ორსავე სოფელსა შინა!...

...