ახალი წელიაო :) ...




ღმერთმა დაგლოცოთ! :) ...

...

"შენ მაშინ მიგრძნობ..."....

"შენ მაშინ მიგრძნობ, როცა ოქტომბერს,ბაღში,პირქვე დაემხობიან ყვითელი ფოთლები...შენ უეჭველად გაგახსენდება,რომ ოქტომბერი ჩემი იყო და ის ყველასთვის დაგენანება...
შენ მაშინ მიგრძნობ"...



(ეს სიტყვები თამუნიასგან მოიტანა ქარმა :) ... შემოდგომის ქარმა :) ..... )


_ _ _

ალბათ არაფერი ვიცი... ვერ ვხედავ... არ მესმის... მაგრამ ვგრძნობ!.........................


Some Day (Blackfield )




When you were a boy
You had no place inside your parents' world
You were falling like the leaves
From an old and dying tree

You went to school
But the teachers made you feel a fool
While the children played with joy
You were the one they would avoid

Some day
You will find a better place to stay
You'll never need to feel this way… again
Again, again

Show a smile
They'd like to have you in their members' club
They'll buy you drinks and tell you lies
They pour rumbrella with some ice

No one cares
About that fucking pretty face you have
It means nothing much this life
So find the highest cliff and dive

Some day
You will find a better place to stay
You'll never need to feel this way again
Again, again

Some day
You will find a better place to stay
You'll never need to feel this way again
Again, again

Some day
You will find a better place to stay
You'll never need to feel this way again
Again, again

_ _ _

Приглашение к исповеди... ( притча :) )

Мне все равно, чем ты зарабатываешь себе на жизнь.
Я хочу знать, отчего болит твоё сердце. Смеешь ли ты мечтать о том, чтобы исполнилось твоё самое заветное желание?

Мне все равно, сколько тебе лет. Я хочу знать, можешь ли ты рискнуть и выглядеть смешным ради любви, ради мечты, ради приключения, которое люди называют жизнью.

Мне все равно, в каком знаке зодиака находится луна в твоем гороскопе и какие планеты её окружают. Я хочу знать, сумел ли ты познать горе, погрузился ли ты на самое дно печали. Сумел ли ты выстоять и стал более открытым миру благодаря предательству или содрогнулся в страхе перед новой болью? Я хочу знать, можешь ли ты выдержать боль, мою или свою, не скрывая и не смягчая её, и не пытаясь все исправить.

Я хочу знать, можешь ли ты жить радостью, моей или своей, можешь ли ты быть диким и танцевать, как безумный. Можешь ли ты наполниться экстазом так, чтобы счастье лилось через край? Можешь ли ты забыть обо всем на свете, даже о том, что ты человек, даже о том, что ты должен ходить по земле? Умеешь ли ты летать?...

Мне все равно, правдивы ли твои слова. Я хочу знать, можешь ли ты разочаровать другого, чтобы следовать своей правде, чтобы быть честным с самим собой. Можешь ли ты выдержать обвинения в предательстве и не предавать свою душу? Можешь ли ты, попирая веру, оставаться тем, кому можно доверять?

Я хочу знать, умеешь ли ты каждый день видеть красоту в том, что некрасиво. Умеешь ли ты черпать силы в её присутствии?
Я хочу знать, можешь ли ты жить, осознавая свое поражение или моё, мне все равно, и при этом стоять на краю озера и кричать огромной серебристой луне: «ДА!!!".

Мне все равно, где ты живешь и сколько у тебя денег. Я хочу знать, можешь ли ты после ночи горя и отчаяния, истощённый от слез и невыносимой боли, встать и делать все, в чем нуждаются наши дети.
Мне все равно, с кем ты знаком и как сюда попал. Я хочу знать, сможешь ли ты стоять со мной посреди огня, не пошатнувшись.

Мне все равно, что ты знаешь и кто тебя этому научил. Я хочу знать, что наполняет тебя изнутри. Что останется, когда не будет ничего?

Я хочу знать, можешь ли ты быть наедине с собой, нравишься ли ты себе в отражении пустоты.


Oriah Mountain Dreamer
Приглашение к исповеди
Письмо вождя индейского племени Ория

დარინა ...



"დრო არ უყვარს დიდხანს დგომა
და ყვავილებს ართმევს დიბას,
მალე მოვა შემოდგომა
და ყველაფერს გადათიბავს."

იცი, გამიჭირდა როგორ
გულით მონატრების თრევა.
ჰოდა, ერთი ციდა გოგო
ახლა დედის როლში მე ვარ.
მინდა, დაგიბრუნო ვალი
ყველა მოწმენდილი ცრემლის...
ვიცი, ჩემი ყველა სიტყვა
ფიქრებს გაგითბობს და გშველის.




...

მე დიდხანს ვფიქრობ
და ყოველ სიტყვას
დაფიქრებული
ვზომავ და ვარჩევ.
ხანდახან მინდა.
დამადნოს წვიმამ
ან შენთან ერთად
დუმილში ჩავრჩე.

ხან მიყვარს დილა,
ხან თავად ღამე,
ხან სულ არ ვიცი
მართლა რა მიყვარს.
ამ დროს მგონია,
დედა მოვა და
ფიქრით დაქანცულს
სახლში წამიყვანს...

2 მარტი, 2010




ლექსი ვარ


საღამო იძენს
მოლურჯო ფერებს.
ო, გრძელდებოდა
ეს დღე რა დიდხანს...
რაღაცა მინდა
ცოტა ხნის მერე
გაგანდო, რადგან
ჯერაც არ მითქვამს.

ლექსები მიყვარს!
ვერ დამაჯერებ,
რომ სხვა რაღაცა
უკეთესია...
ლექსებს ვწერ, როცა
დავეძებ ფერებს
და, საერთოდაც,
თვითონ ლექსი ვარ...


ივნისი, 2010




ისევ უსათაუროდ

როგორც ყველა ლექსში,
დღესაც ისე მაწვიმს,
ჰოდა, მოგონებაც
გამიმძაფრდა უფრო.
თუმცა, შენთან ყოფნას
ვერაფერში გავცვლი,
მაინც ხშირად მინდა,
სხვებზე გესაუბრო.

ჩემი ემოცია
ისე ზედმეტია,
დაღლილობისაგან
ფეთქვა უძნელდება
გულს და, მიკვირს, მკერდში
როგორ ჩაეტია
იმ პატარა გოგოს,
თმა რომ უთეთრდება।

9 აპრილი, 2010




წვიმის პორტრეტი

"ეკვეთა ქარი ბარდებსა და რტოს,
უცებ აშფოთდა ისლი, ჩელტები..."

არ შეგიმჩნევია? შეხედე, რაღაცით
სოკოებს ძალიან რომ ჰგვანან ქოლგები...
ისინიც წვიმის დროს ჯგუფ-ჯგუფად ჩნდებიან,
როდესაც ერთმანეთს, ვგრძნობ, ვუახლოვდებით.

თითქოს სისველეში მშრალ სადგომს დავეძებთ
(პირადად მე შენი მხრების ქვეშ ვჩერდები)...
გარეთ კი წვეთები ცეკვავენ ღამემდე
და თან "აშფოთდება ისლი და ჩელტები".

სისველე ბუნებას ნაცრისფერს ჩამობანს,
გულებსაც კრიალა სითბოთი აავსებს...
სველ ქოლგებს ღიმილით კეცავენ ქალები,
ჩქარ-ჩქარა მიდიან მორეცხილ შარაზე...

შემდეგი წვიმისას ისევ იკითხავენ:
- ჩემი ძველი ქოლგა, ნეტავი, სად დავდე?
ეჰ, ნეტავ შემეძლოს ქაღალდზე სიმღერა,
თუნდაც სულ წვიმიან, სველ დღეებს ვხატავდე.

13.III.2010




. . .

ღრუბლებს გამეტებით
ისევ ეწვიმებათ,
დროის ხანგრძლივობას
ვჩივი მორიდებით.
ვიცი, ერთ საღამოს
ცეცხლთან დავსხდებით და
ჩემზე სულ ყველაფერს
ჩუმად მოგიყვები.

ცხელი ორთქლი ასდის
ხელში ფინჯან ჩაის
და თრთის მოშორებით
მკრთალი ათინათი...
ჰოდა, ასე მყუდროდ
უნდა გაგიმხილო,
როგორ დამეფანტა
ძველი ხასიათი

და რა ტანჯვის ფერი
ედო ყველა ღიმილს,
მე რომ შენს ნახვამდე
სხვებზე ვარიგებდი...
როგორ გავიარე
სულის კარანტინი,
როგორ მჯეროდა, რომ
მაინც გამიგებდი...
31იანვარი, 2010






საკუთარ თავს

ხანდახან
ღამით დიდხანს არ მძინავს
და საკუთარ თავს
ლექსებს ვუყვები...
თან მეუფლება
სიმშვიდის განცდა
ამ ღამეული
გასაუბრებით.
მერე კი მავსებს მუსიკა ჩუმი,
გარშემო მახვევს
ბურუსის ტალღებს...
ათრთოლებული თითებით ვხვდები,
რომ აღმაფრენის
ახალ კარს ვაღებ...
მერე
ქაღალდზე გადმოიღვრება,
რასაც
ბოლომდე ვერ გეუბნები...
ამიტომ
ღამით ხშირად არ მძინავს
და თავს საკუთარ
ლექსებს ვუყვები.

18 II 2010







. . .

ზამთრის მიწურული,
ფერი - მოწყენილი,
სულში ჩაიღვარა
სევდის მოტივებად
და მე ახლა ვხვდები,
რომ რაც გამაჩნია,
არის სიყვარული,
კიდევ - მოთმინება.

სევდა ხასიათში,
ალბათ, დამებედა,
თვალსაც დაღლილობის
დაჰკრავს მუდამ რული.
მიჭირს ამ დღეების
ცრემლად გამეტება,
არ ღირს! ჯერ შორსაა
გზების დასასრული.

ჩემი უშენობა
ჯერ ვერ ავითვისე,
ვცდილობ, ყველა წუთი
მშვიდად ავიტანო.
ამ დროს სულ ყველასგან
მინდა, გავნაპირდე,
მერე ქაღალდებზე
სიტყვად დავიღვარო.

ასეთ გულდამდუღრულს,
ვიცი, გამიწყრები,
სულში გაგიჯდები
სევდის მოტივებად...
რადგან ყველაფერი,
რაც დღეს გაგვაჩნია,
არის სიყვარული,
არის მოთმინება.

24 თებერვალი, 2010







მე


მე
ჩემი უმწეო ლექსებით
ქალაქში ჯერ მარტო დავდივარ.
ჩემი წინაპრების ფესვებით
შეკრული, პატარა დარდი ვარ.
მე,
ჩემი დამფრთხალი თვალებით
და უფრო გამხდარი პროფილით,
მივდივარ (ან მივექანები),
ხანდახან შიშით და შფოთივით.
ზამთარმა კარები მოხურა
სულში და... სიცივეც წავიდა.
ვიღაც მოპარულა, მოსულა
მაინც, მოხურული კარიდან.
ჰოდა,
ჩემი სუსტი ლექსებიც
შენი ჩუმი ყოფნით ივსება...
იქნებ, შემითრთოლო ფესვები,
ხაზი გადაუსვა სიზმრებსაც,
მე რომ სულს ხანდახან მიშფოთებს,
თვალებს მოწყენით რომ ამივსებს...
ალბათ,
ამ მოწყენას დავტოვებ,
ალბათ,
ღმერთი შვებას მაღირსებს
და შენც მიმიხვდები, ლექსები
ასე საოცრად რომ მშვიდობენ,
ჰოდა, წინაპართა ფესვებიც
მჯერა, ბევრ რამეს შემინდობენ...
მე ხომ
ჯერ სულ მარტო დავდივარ
და გარს შემომერტყა სიშორე...
გმადლობ, რომ
დახურულ კარიდან
ღმერთო,
მოდარბაზე მიშოვე!

23 დეკემბერი, 2008





რ ო ც ა

თვალწინ გაიშალა
ძველი პეიზაჟი,
ზოგჯერ მოგონება
მწარე ეკალია...
გულში სევდას ღვრიან
ძველი ნაბიჯები,
როცა ზამთრისფერი
თმაში შეგპარვია.
როცა სიყრმის სოფელს
თავზე წვრილად აწვიმს,
გულში ისეთი ხარ,
თითქოს მეორდები...
რაღაც უსასოოდ
კვდება ხასიათი,
როცა წარსულიდან
ვინმეს ელოდები.

7 იანვარი,.2010





საახალწლოდ

ბოლო რამდენიმე დღე იყო, რაც ვეღარ გაეგო, რა ხდებოდა. მთელი ქუჩა და ის მაღაზია, რომლის კიბესთან მოკუნტული ხშირად ღამეს ათევდა, უცნაურად აფორიაქებულიყო, ისედაც ხმაურიან ადგილას ყველაფერი კიდევ უფრო ხმაურობდა, მისმა საყვარელმა წითელქურთუკიანმა გოგომაც ისე ჩაურბინა, რომ ზედაც არ შეხედა. ეწყინა ლეკვს, კიბის გვერდზე კიდევ უფრო მოიკუნტა და თვალები მოხუჭა, წუხელაც არ დააძინეს იმ ოხერმა მთვრალებმა, მთელი ღამე არ ეღირსათ მახლობელი ლუდის ბარიდან გამოსვლა, ყვიროდნენ, ხმაურობდნენ, გარეთ გამოსულები ერთმანეთს ეხვეოდნენ, ერთი წაიქცა კიდეც... ძალიან ეშინოდა, თან იმ ღამეს განსაკუთრებით სციოდა: ტილოს ის ნაგლეჯი, რომელზეც ეძინა ხოლმე, მაღაზიის დამლაგებელმა ააცალა: საახალწლოდ ზედმეტი და უწესრიგოდ მიგდებული არაფერი უნდა იყოსო... "საახალწლოდ..." ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს? ბავშვებიც გულს უხეთქავდნენ, რაღაცეები ეჭირათ ხელში და ყურისწამღებ ხმაურს გამოსცემდნენ... შებინდებისას უკვე ძალიან დაიღალა, ასფალტზე თათები ლამის მიეყინა, შეწუხებული უყურებდა გამვლელებს და ხმადაბლა ტიროდა. ის წითელქურთუკიანიც სადღაც დაიკარგა, დროდადრო თავის ნუგბარს რომ უნაწილებდა. შიმშილმა დედა და რძის გემო გაახსენა და კიდევ უფრო ამოუჯდა გული. სულ მარტო იყო, და-ძმებიც აღარ ჰყავდა. სახლში, პატრონებთან კი არ აკლდა გართობა, მაგრამ იმ საშინელმა დღემ, როდესაც ეზოდან ქუჩაში ამოყო თავი, ყველაფერი აურია.
იმ დღეს ოთახიდან პირველად გამოუშვეს. ჯერ მეზობლის კნუტებს სდია ეზოში, საინტერესო რომ ვეღარაფერი ნახა, გარეთ გასეირნება მოისურვა. წადილის ასრულების შემდეგ კი მთლად კარგად ვერ იგრძნო თავი... დიდი, ნაცრისფერი კარის მიღმა მისთვის უცხო და დამაბნეველი სამყარო აღმოჩნდა, თუმცა, აქაც მალე ჰპოვა საინტერესო: გრძელი წყალი. ვიწრო კალაპოტში მოჩუხჩუხე მღვრიე, მისთვის კარგად ნაცნობი სითხე თვალუწვდენელ მანძილზე გაჭიმულიყო, აქამდე კი მხოლოდ ჯამში, მრგვალი, მისი მომლოდინე ენახა. ნეტავ, საით მიიჩქაროდა იგი?
წყლის "დევნა" რომ მობეზრდა, გარშემო ვერავინ და ვერაფერი შეამჩნია ნაცნობი და აქამდე უცხო შეგრძნებამ დარია ხელი: მუხლები აუკანკალდა, პატარა თათებს ვეღარ ადგამდა. იმის შემდეგ ამ კიბესთან წევს, არც იცის, რამდენი დღე გავიდა. გარშემომყოფნი კი ხშირად ეფერებიან, აჭმევენ, მაგრამ ვერ გაუგია, დღეს რა ღმერთი გაუწყრა ყველას... ღამღამობით დედის თბილი გვერდი ელანდება, ფეხისგულები გაუტალახიანდა, ცხვირიც მტვრიანი აქვს, ზოგჯერ აჟრჟოლებს კიდეც.
ის წითელქურთუკიანი იმიტომ უყვარს, რომ მის სახლში მცხოვრებ გოგონას აგონებს. ისიც ხშირად აჭმევდა შოკოლადს, აი, ყავისფერი რომაა, ძალიან კარგი გემოთი. ჰოდა, უყვარს მისი გამოჩენა, მაგრამ დღეს რა დაემართა, ნუთუ ასე ცუდს ნიშნავს დამლაგებლის ნათქვამი "საახალწლოდ?" კარგი, დაიმახსოვრებს და დედას როცა ნახავს, აუცილებლად სთხოვს, დაწვრილებით აუხსნას. ღამდება... ნეტავ, ეს ღამე მაინც იყოს მშვიდი, მთავარია მშვიდი იყოს, თორემ ტილოს ნახევის გარეშეც როგორმე გაიტანს თავს... მაგრამ არა, კარგს არაფერს უჩანს პირი, ხმაური იმატებს, ის საშინელი, ყურისწამღები აურზაური. ჰოდა, უფრო მაგრად იკუნტება, თავს შედარებით თბილი მუცლის ქვეშ მალავს და ძაგძაგებს... რაღაც უჩვეულო სიმსუბუქეს გრძნობს, თითქოს აფრინდაო, გაყინული ცხვირი ულღვება. "დედა," - ფიქრობს გულში, "დედასთან არ მციოდა ასე..."


. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

- რას მისჩერებიხარ? - ჰკითხა ნაბახუსევზე მყოფმა, უხასიათო მეგობარმა მეგობარს.
- ლეკვი გაყინულა...

8 იანვარი, 2010





ძველი კალენდარი

დილით ტოროლას თუ ფრენა დავასწარი,
შენი დაბრუნება არის დამნაშავე.
მოდი, შევაჩვენოთ ძველი კალენდარი,
ცუდი თარიღები უკვე გავაშავე.

იქნებ დავიბრუნოთ სულის ის პეპლები,
თავს რომ გვევლებოდნენ შარშან, გაზაფხულზე...
შენ ხომ მიტევებას წრფელად მევედრები
და მეც შენდობასთან ახლოს ავიტუზე...

25 დეკემბერი, 2008





ნაფეხურები თოვლზე

მოსაღამოვდა.
აგრილდა და
მორჩა ზაფხული.
გადმოალაგე,
გთხოვ, ზამთრისთვის გადანახული
თბილი სამოსი,
თბილი ფიქრი
მოიმარაგე,
და მოგიყვება ეს ზამთარიც
თოვლის არაკებს...
ფიქრში ვიყიდე
შენთვის,
თბილი შესამოსელი,
მაგრად ჩაგფუთნი,
დრო დაგვიდგა ზამთრის მოსმენის...
მინდა, სულ მყავდე,
არ ვიარო არსად მარტო, რომ
ნაფეხურები თოვლზე შენთან ერთად დავტოვო....

27 დეკემბერი, 2008





ზამთრის ერთი დღე

ისევ წლევანდელი ზამთრის საღამოა,
ისევ ჩურჩულებენ ცეცხლთან მეზობლები.
ჩვენი სიყვარული, ალბათ, არ გამოვა?!
მართლა არ ვიცი და... მაინც ველოდები...

ღუმელს მივუჯექი გუშინდელივით და
რწმენას ჩავაფრინდი თმაში გაგიჟებით.
გულმა შეგატყო, რომ მართლა შეგეშინდა,
ალბათ, ახლა უფრო ძვირი დაგიჯდები.

გარეთ ზამთრის მუქი, სველი პეიზაჟი
როგორც გუშინ, დღესაც ფიფქებს გვთავაზობდა...
მიჯობს, გადავბარგდე რწმენის ქვეყანაში,
თორემ რას მეყოფა მხოლოდ თანაგრძნობა...

ისევ წლევანდელი ზამთრის საღამოა
(დღესაც გაჭორავენ ერთურთს მეზობლები),
რაღაც გამოგვივა, რაღაც - არ გამოვა...
მაგრამ მე ყველაფერს სუფთას ველოდები.

13 იანვარი, 2009





ძველი, ძველი ლექსი

თვალები სულის სარკეაო, ამბობენ ხშირად
და სუფთა სარკე, გამიგია, ფასობსო ძვირად.

ჩემი თვალებიც სარკე არის ჩემი ცხოვრების,
თუნდაც სულ გაქრე, მათ ყოველთვის ემახსოვრები.

მე დავიბენი, სული დამრჩა თითქოს ნაპირზე,
გამიქრა სრულად სილამაზე და სიფაქიზე.

ამ ხალხით სავსე სამყაროში ადგილს დავეძებ
და აღარც მჯერა, თუ მოხვალ და მომიალერსებ.

ეს სიყვარული, ვეჭვობ, არის მარადიული,
ჩახედე თვალებს, წაიკითხე ჩემი დღიური

და რაც დაგხვდება ჩაწერილი ცრემლით და დარდით,
წაშალე, ჩემგან გამოყავი, დაფარე ფარდით...

თვალები სულის სარკეაო (დადის ჭორები),
მაგრამ თვალები სარკე არის ჩემი ცხოვრების...

19 იანვარი, 2009





მაშინ

თოვს,
ფიფქებს მოჰყვება ხიბლი და სითეთრე,
სულსაც სურს გაფრენა ცაში...
როდესაც ჟამთასვლა თმას მთლად გამითეთრებს,
ტაატით ამოვალ სახლში...

როდესაც ჩაქრება თვალებში ცეცხლი და
ღიმილსაც წელთა სვლა წაშლის,
შენ ვისთან იქნები,
შენ რაზე იფიქრებ,
შენ რაღას ინანებ მაშინ?...

22 იანვარი, 2009





მე და შენ

შენ სევდის უფალს სული ანახე
და მარტოობაც არ გაიფანტა...
დახეტიალობ ამ ქვეყანაზე
და აღარ გათრობს შენი ინფანტა.

მე პოეზიას მივეძალები,
რასაც ვერ ვამბობ - ლექსში ჩავახშობ,
რადგან არ მგვანან მე ის ქალები,
შენ რომ ერთობი,
შენ რომ თამაშობ.

მე ერთი ჩუმი მოწყენა დამაქვს
და სულშიც ცეცხლი აღარ მინთია...
არ თქვა, რომ ლოდინს აზრი აღარ აქვს
და სულ ერთია, რა ამინდია.

ჩემი დღეები - მოლოდინია,
შორიდან ველი ძვირფას სახეებს
(როგორც უმწეო, სუსტი ფინია
კართან წვება და ელის მნახველებს)...

მე სევდის უფალს სულს ვერ ვანახებ,
სულის ობლობას მაინც მივფანტავ...
ღიმილით ვივლი ამ ქვეყანაზე
და
კვლავ ვიქნები შენი ინფანტა!

2 თებერვალი, 2009





მე - საქართველოში, შენ - ევროპაში

თებერვლის მზე ადგას დაფიფქულ მთის წვერებს,
ვნაღვლობ და... გიხსენებ.
მე ჩემი ცხოვრებით იმდენად დავკავდი,
შენ ვეღარ გიშველე.

ამდენმა სიშორემ ცრემლები გამიშრო,
შენ, ალბათ, არ გჯერა.
მსურს, ამ სიძლიერეს ზურგი შევაქციო,
ავტირდე ამჯერად.

მანძილმა შემიკლა მუდამდღე ხელში და
თვალებიც ჩამიქრა.
ცხოვრებამ, ოცნება ფრთებს სულ რომ ვერ შლიდა,
ამიტომ გაგრიყა...

მე, საქართველოში, ვერაფერს ვეღარ ვგრძნობ,
ნატვრამაც დამღალა
და ვინც შენ აქ დაგრჩი, კაშკაშა ღიმილით,
ისეთი აღარ ვარ.

დიდი უშენობა ჩუმი სიძლიერით
ღმერთმა ჩამინაცვლა...
მეტად დაგვიანდი, ჰოდა, მონატრებაც
საზღვრებს მთლად გადაცდა,

უხმო სევდად იქცა, გულის კუნჭულებში,
ფსკერზე დალექილად,
ბევრი მიტირია, ბევრი მიდარდია,
ხშირად არ მეძინა...

მაგრამ - უშენობა ისე მტკიცეა და
ისე შეუვალი,
ჩემი სევდით მანძილს ვერაფერს დავაკლებ,
შემრჩა შენი ვალი

ჩემი ნიღბისფერი სიძლიერისათვის,
სახეს რომ მიფარავს,
იქნებ, მაპატიო შენ, ღვთის გულისათვის,
თორემ ღიმილს მპარავს

შენი სევდა, - ჩემთვის როგორც ბასრი დაშნა,
ხმალი ორლესული,
ალბათ, შურს ვიძიებ ჩვენი სიშორისთვის,
ვითარცა ხევსური,

დას რომ დააშორეს, ძმისგან ვინც განკვეთეს,
შესჩივის მთის წვერებს....
ეჰ, რა უცნაურად შემიჩნდა სევდა დღეს,
ვდარდობ და...
გიხსენებ.

9 თებერვალი, 2009





შემოიარე

მე მოვკვდი.
გუშინ გადავწყვიტე.
მე მართლა მოვკვდი
და შეგიძლია, სამძიმარზე შემოიარო.
მოდი,
გულს ხელი დაიკრიფე
და ისე მოდი,
მინდა, შენს ხმაში რომ სჭარბობდეს
მშვიდი პიანო.

რად მომაკვდინე,
ასე მწარედ რად გამიმეტე,
რად შემაძულე მოლოდინის გამო ფანჯარა...
გაქრა,
რაც იყო მშვენიერი,
უკან ჩამომრჩა
და მარტოობის მწვავე განცდამ
შემაზანზარა.

შენი გარდაქმნა ჩამოჰგავდა
გარდაცვალებას,
შენთან სიშორემ
ჩემს გარდაქმნას დამაახლოვა.
რატომ გირჩია გულმა ჩემი
ასე წამება,
ან რად ისურვე იმ კვირტების
მყისვე გახმობა...

არა, არ ვიცი
(ანდა, მკვდრებმა რამე უწყიან?)...
ნუთუ, კვლავ რამე ეკითხებათ
სულებს გაფრენილთ...
მე მოვკვდი,
გუშინ გადავწყვიტე,
შენთვის - გავქრები.
ეს არის ჩემი სათქმელი და
სხვა არაფერი...

13 მარტი, 2009





მცირე ხნით

ხანდახან
ფარფატა ფოთოლი მგონია
თავი და
არ მინდა, ცელქ ნიავს მივენდო...
ხანდახან სევდამდე არც ისე შორია
და მინდა, ფერებმაც სიმკვეთრე ინებოს.

ჩავები დღეების მთლად ერთფერ ქარავანს,
და ზოგჯერ, მგონია, ბოლოში მივყვები...
ოცნების განწყობა ყოველთვის არა მაქვს,
ყოველთვის არ თბება ფიქრი და სიტყვები.

მე ვიცი,
ხანდახან პეპელას მადარებ,
ყვავილზე ჩამომჯდარს,
დამფრთხალს და უღონოს...
დუმილის ტალღები წამიღებს სადამდე?
მითხარი, სიჩუმეს რა არ გავუგონო?..

ყვავილის მტვერი გაქვს, ძვირფასო, სახეზე,
ხანდახან იღიმი, თამამად მარიგებ...
მე მიყვარს, როდესაც მხნედ ხარ და მაქეზებ
და თანაც შიშობ, რომ ნიავი წამიღებს...

ჰო... მოსდევ, მოჰყვები დღეების ქარავანს,
ხანდახან ბაგესაც შეარხევ ვედრებით
(იცი, რომ ძალიან ძლიერი არა ვარ,
იცი, რომ მცირე ხანს ცოცხლობენ
პეპლები)...

7 აპრილი, 2009





ფიქრი

ფიქრია მთელი სამყარო,
ჩემი ცხოვრებაც ფიქრია.
ფიქრია ჩემი დღეები,
ასე სწრაფად რომ მიქრიან.

ზოგჯერ კაშკაშა ფერი აქვს,
ხან მუქი სევდა ამძიმებს.
ხანდახან, თუ მოინდომა,
მთლად გადასერავს მანძილებს...

ხან ემსგავსება მოლოდინს,
სევდას,
მზის გამოჩენამდე...
ნეტავი, დიდი გზა არის
შენი გულიდან - ჩემამდე?

27 აპრილი, 2009





...

ვზივარ ფანჯარასთან, მოწყენილი დღეა,
გარეთ ისევ წვიმს და აღარც მზეა გარეთ.
ძველებური დარდი გამახსენა წვიმამ,
ნაღვლიანი ვდგები, ჩუმად ვაღებ კარებს

და ეს ჩემი სახე - სარკე ჩემი სულის,
მოწყენილი არის - შენ რომ გამახსენდი...
გარეთ ისევ წვიმა მოდის გაზაფხულის
გადაიღებს, ალბათ (ისე წვიმდა დღემდე) ...

გუბეებში წინწკლავს, იხაზება რკალი...
ნეტავ, ახლა სად ხარ? გამიშტერდა თვალი...
თუ ნაცნობი ხელი შემოაღებს კარებს,
აღარც იწვიმებს და მზეც გამოვა გარეთ...

7 მაისი, 2009





დე...

ჯერ ახალია...
ხარ უჩვევი ამგვარ სიშორეს
და დაბრუნებაც
სულ იოლი საქმე გგონია.
ჯერ არ იცი, რომ
სამშობლოსკენ გზები ცივსა და
მიუკარებელ, ქათქათა ფიფქს დაუთოვია.

ჯერ კიდევ ახლოს მეგულები, ჩემში დაცოცავს
ხელების სითბო,
წასვლისას რომ უხვად მარგუნე.
ჯერ ვერ გატეხა სული ასე დიდმა მანძილმა,
მოგონებებად
ჯერ მაინც ვერ დაისადგურე.

კვლავ მოგინატრო?
აღარ ვიცი, ამ გზას დავადგე,
თუ გულგრილობის მქრქალი გრიმი მოვიშველიო
(საქართველოში,
იცი, მოგონებებს ანთებენ
ნუგეშად,-
იქნებ, მცირე სითბო მაინც ერიოს)...

არა,
შენ აქ ხარ...
ვერ გიგუე უცხო ადგილას,
შენი აქ ყოფნის ტრადიციას, რა ვქნა,ვერ მოვშლი...
შენი სისხლი და შენი ხორცი აგერ დავდივარ,
დე...
ჩვენს სევდიან და მოწყენილ საქართველოში...

20 მაისი, 2009





გახსოვს?

გახსოვს? ვიცი, არ გიყვარს ეს კითხვა. არ გიყვარდა, როცა გეუბნებოდი: "გახსოვს, ერთხელ რომ..." გახსოვს, იქ რომ..." არ მახსოვსო, ამბობდი. მე კი ვიცი, რომ ყველაფერი გახსოვდა და ახლაც გახსოვს.
ვიცი, რომ გახსოვს ჩვენი ცისფერი ღობე, ეზოში - თეთრი ძაღლი, კიბესთან - მოფუსფუსე ბებია და გრძელი სკამი ეზოს წინ...
ვიცი, გახსოვს ჩვენი "გამომცხვარი" ხაჭაპური, გულიანი სიცილი, და ზაფხულის გრილი საღამო: "მოიცვი რამე, შეგცივდება..."
ვიცი, გახსოვს მამა... ცრემლი, სევდა, მომავლის შიში... შენი შიშნარევი სიმამაცე, ცრემლნარევი სიმტკიცე ხმაში... ჩემი დაბნეულობა გახსოვს, ჩემი პირველი სიყვარულიც გახსოვს...
მე ვიცი, ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი გახსოვს.
"შენსავით არავინ მიყვარსო," გახსოვს...
"უშენოდ როგორ უნდა გავძლოო," გახსოვს...
ოცნება გახსოვს, გეგმები გახსოვს, გადამალული ხურდებიც გახსოვს...
მე რომ ყველაფერი მწყინდა, შენ კი ჩუმად რომ გეღიმებოდა, ისიც გახსოვს...


ახლა მე და შენ ცხოვრების ექვსი წელი გვაშორებს. ექვსი წელი მთელი ცხოვრებაა. ჩემთვის ბევრმა მნიშვნელოვანმა მოვლენამ უშენოდ ჩაიარა, შენგან ძალიან შორს... მაგრამ მე ყველაფერი მახსოვს, მტკიცედაა ამოტვიფრული ჩემს ცნობიერებაში შენი სახე, ყველაფერი ძველი, კარგი...
მჯერა,
შევხვდებით,
შენ - ისევ უფროსი,
მე - ასე პატარა,
გულში ჩამიკრავ,
ამ განშორებას წერტილს დავუსვამთ და მოვა დრო, როდესაც სევდიანი ღიმილით გეტყვი:
- ერთ დროს რა შორს იყავი,
გახსოვს?

4 ივნისი, 2009





მხოლოდ ყვავილებს

მეგონა, ვკვდებოდი,
თურმე ცოცხალი ვყოფილვარ.
ეს, თურმე, შენი ოცნებები ღაფავდნენ სულს
უკიდეგანო სიმარტოვეში.
მე სამძიმარზე გელოდი და
დღეს შენ მეძახი
ისე უღონოდ, რომ მაგონებს ეგ ხმა
იმ სუსტ ბარტყს,
დედას ბუდიდან შემთხვევით რომ
გადმოუვარდა.
მთხოვდი ყვავილებს (ჩამქრალი ხმით),
მხოლოდ ყვავილებს...
ყვავილებს მხოლოდ,
რადგან, იცი, ცრემლი აღარ მაქვს
შენთვის და ცდილობ, ამ თხოვნითაც არ შემაწუხო.
მხოლოდ ერთ ვარდს მთხოვ...
ვერ გავიგე, თუმცა, რად გინდა.
ეეჰ...
მთავარი ის არის, რომ
აღარ მახსოვხარ...

6 ივნისი, 2009





...

ხშირად სევდაში ხელებსა და თვალებს ვისველებ,
დღეებს მივყვები
და შორეულთ ჩუმად ვიხსენებ.
მომელანდება ზღვის ტალღების მშვიდი ხმაური
როგორც ბავშვობის მხიარული აურზაური...
სულს შეაშფოთებს გაფრენილი მზეების ეშხი,
უიმისობა - აღარ,
ალბათ, სიშორე შემშლის...
გამოვედევნე დაფანტული დღეების მძივებს,
ვეღარ ავკრიფე...
მომეჩვენა ისეთი მძიმე.
თითოეული დღის მარცვალი მიჩნდა ლოდივით,
მიუწვდომელი იყო ის დღეც - ანგელოზივით,
როდესაც სევდას მამაცურად უნდა გავყროდი,
მაგრამ რადგანაც დიდ ტკივილად ჩემში დამქონდი,
ვერ მოვახერხე, რომ გამეშრო თმა და ხელები,
და თმას - სითეთრით,
ხელებს ცრემლით კვლავ ვისველებდი.

მე ხომ ვცდილობდი, დამემალა სავსე თვალები,
რადგანაც მთლად ვერ შეგისრულე დანაბარები...

22 ივნისი, 2009





შორია

არ ვიცრუებ, რომ გითხრა: მძულს ეს უსასრულობა,
რეალობის მიხედვით შეხვედრამდე შორია...
შენი სახე დამაკლდა, მომშივდა და მომწყურდა,
ვერ დავუსხლტი ხელიდან შფოთვასა და ფორიაქს.

ამ ზაფხულის სიმწვანეც ვერ ვიგუე უშენოდ,
ვნაღვლობ, ნეტავ ოდესმე დაბრუნდება ძველი დრო?
ან ჩვენ შორის გაჭიმულ სივრცეს როგორ ვუშველო,
ამდენი უპასუხო კითხვა როგორ შეგინდო...

დროო,
რამე მიშველე,
დროო,
სული ამივსე,
როგორც მაშინ, ბავშვობის ნაცნობ ორომტრიალში...
ოღონდ მისი მოსვლა და ახლოს ხილვა მაღირსე,
თორემ... ქრება სხივები ჩემს კარგ ადამიანში,

მე რომ სული ვაჩუქე... ცხოვრებამ რომ წამართვა,
მას შემდეგ ვერ დავუსხლტი შფოთვასა და ფორიაქს...
წავიდა და... მას შემდეგ სული ვეღარ განათდა,
წავიდა და... მას შემდეგ შორია და შორია..

22 ივლისი, 2009




პოეტები

რაღაც თანდაყოლილ სევდას ვგავართ
თვალებნაღვლიანი პოეტები:
ზოგჯერ სინამდვილე ჩაგვაფიქრებს,
ხან კი, მგონი, მივედ-მოვედებით.

დღესაც უმიზეზოდ მოგაწყინე,
ჩემი ხასიათის ბრალი იყო...
რა ვქნა, უნებურად გამიწვიმდა,
ჩემებურად გვიან გადაიღო.

სულ მთლად გალუმპული წამოვედი,
გულზე ისევ ვგრძნობდი შენს სველ ხელებს...
ისე უცნაურად მენატრები,
ცრემლებს ახლა რაღა შეაჩერებს..

წვიმდა, წვიმდა... ალბათ, აღარც გიკვირს
და გღლის ღრუბლიანი სონეტები...
რა ვქნა, თანდაყოლილ სევდას ვგავართ,
ალბათ, ამიტომ ვართ პოეტები...

ჩვიდმეტი მაისი, 2010




ჰ ა ე რ ი ვ ი თ

მძულს სიმარტივე,
მძულს ყოველი ამოცნობილი
იოლად, მკვეთრად, დიდი ძალისხმევის გარეშე.
ისე მაწუხებს ეს ღამე და
სევდა - ძმობილი,
რომ ლამისაა,
წარსულისკენ თავქვე დავეშვე.

მე ახლა წავალ,
გზას დავტკეპნი ასე გაწელილს,
მოვინახულებ მონატრებულ, მოხუც ბებიას...
ჯერ მთლად ვერ ვხვდები,
რომ მიფრინავს ახალგაზრდობა
და რაც არ მსურდა,
თურმე ისიც შემყვარებია...

წეღან ბუხართან
ჩაეძინათ ციცქნა ფისუნებს...
გარეთ წვიმაა,
მსხვილ ცრემლებად ზეცა იღვრება...
ვიცი, გიყვარვარ,
ვიცი, მუდამ ღიმილს მისურვებ
და ჰაერივით
ჩემი ახლოს ყოფნა გჭირდება...

8 აგვისტო, 2009





პიირველი ლექსი :)

ეს ღამეც ასე გაილია, ღმერთმა ინება,
არ მეგულება ქვეყნად შენზე კარგი ქმნილება,
ნელ-ნელა ქრება ცად ვარსკვლავი, ღამე ილევა,
იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ვარსკვლავი მოწყდა, ცას მოაკლდა ერთი სინაზე,
წვიმის წკაპუნი ჩუმად მესმის ფანჯრის მინაზე,
ცას ავხედე და ... დავინახე შენი ხატება
და მე იმწუთას მხოლოდ შენთან ყოფნა ვინატრე...


თ.ბ.
2002 წელი :)))

13 აგვისტო, 2009





წესები

ასე წვიმიანი აგვისტო არ მახსოვს,
ძალიან ახლოა ფიფქებზე ფიქრები...
უაზრო განწყობას თითქოს ცა მკარნახობს
და მეც სევდიანი სინათლით ვინთები.

დღეს მისაყვედურეს გრძნობების აყოლა,
მთხოვენ, რომ ჩარჩოში მოვექცე წესების...
ეჰ, როგორ ავუხსნა, რომ როცა მარტო ვარ,
წესებო,
დარდად და წვიმებად მესევით.

დილითაც ჩამოსხდნენ რაფაზე მტრედები,
აკენკეს, მიიღეს მცირედი ულუფა...
დრო ისე ცოტა მაქვს როდესაც შენ გხვდები,
მაგრამ... რა თქმა უნდა, წესები - გულუხვად!

შემინდეთ, შემინდეთ გრძნობების აყოლა,
არ ვუსმენ იმ ჩუმ ხმას, წესებს რომ მკარნახობს...
ეჰ, როგორ აგიხსნათ, რომ ხშირად მარტო ვარ,
ასე წვიმიანი აგვისტოც....
არ მახსოვს...

15 აგვისტო, 2009





...


მემდურებიან,
რომ სიშორის მმოსავს მანტია
და უფრო მდორედ ფეთქავს გული,
უფრო მოწყენით.
მოგონებების დიდ ბუხარში
ცეცხლი ანთია
მე კი სევდისგან ვიძარცვები
და ვიმოსები...

ოდნავ დაღლილი.
ავსებული ფიქრის ბუშტებით,
ზოგისთვის. ალბათ,
უცნაური სანახავი ვარ.
ოცდაერთი რომ მოახლოვდა,არ ვეურჩები,
უკვე დიდი ვარ,
ჩემს გზას თითქოს ვიწყებ თავიდან.

გასვლა არ მინდა ამ საღამოს,
ქუჩა მომბეზრდა...
ვერ ვეგუები სხვა ქალაქის უცხო სახეებს...
დიდი ოჯახი, შუქით სავსე,
ნეტავ მქონდეს და...
ეჰ, ჯერჯერობით მარტოობის ჭლექით მახველებს...

თუ ისიც მიდის, მე და სევდა
ვრჩებით მარტონი,
უდედოდ ქარი ძვლებში ატანს,
ისე მწარედ ქრის...
წარბს შეკრავს წესის მოყვარული ჩემი პატრონი
და ამ ყველაფერს
უმადურის ბოდვად ჩამითვლის.

10 სექტემბერი, 2009





. . .

ჩვენი სიყვარული
ჩვენი ფინალია,
იცი, ადრე უფრო მალე ვღამდებოდი...
საათს ვუყურებ და
ისე გვიანია,
ახლა, ალბათ, უკვე
მოგენატრებოდი.

ჰოდა, გადაღლილი
ჩუმად ჩაიღიმებ,

მარცხნივ, გულის მხარეს,

იგრძნობ, რაღაც გათბა...
იცი, შეყვარება
როცა დაგიპირე,
დიდი მზე დამიხვდა
დილით, სახლის კართან...

1 ოქტომბერი, 2009




. . .


უშინაარსოდ გაწოლილან ძველი ქუჩები,
მავსებს მოწყენა და არ ვიცი, რისთვის რა მიჯობს.
თბილი ხელებით, თბილი სიტყვით, თბილი ტუჩებით,
იქნებ გულიდან ეს ნაღველი ამომაგლიჯო.

შარშანდელივით მოგვეახლა წელსაც ზამთარი,
და ფრინველების მიმოფანტვის ცივი დრო არი...
გადაფრენილთა მონატრება - მწარე საგზალი,
ეს არის ჩემი მტკივნეული მონაპოვარი.

უშინაარსოდ მთავრდებიან ძველი ქუჩები,
გაუცხოების მტვერში ლამის თავი დავიხრჩო...
თბილი ხელებით, ანდა უფრო თბილი ტუჩებით,
მინდა, გულიდან ეს ნაღველი ამომაგლიჯო.


22 დეკემბერი, 2009




სად ხარ


აქამდე სად ხარ, - შემოაკლდი ეზოს,
ქვაფენილს,
უშენოდ ვხვდები სეზონების გარდაცვალებას
და თეთრეულსაც, აივნებზე გაშლილ-გაფენილს,
ხიბლი აკლია უშენოდ და
ვგავარ წამებას.
ვამჩნევ, რომ ტანი აუყრიათ მეზობლის ბავშვებს,
მათ ბაძავენ და იზრდებიან ციცქნა ხეები...
თუმცა, ქუჩები ვერ იქნება უშენოდ სავსე,
გელოდებიან შუქნიშნები, მოსახვევები...
ხოლო ეზოში აივნები
თვალებად იქცნენ,
ო, რა ამაოდ რეცხავს წვიმა ლოდინის ნაღველს...
ეს მერამდენე წელი დგება, რაც ჩემი დილა
ცრემლიან თვალებს შენს გარეშე ხუჭავს და ახელს...


25 დეკემბერი, 2009



ვედრება


წავიდეთ
ჩვენი ქალაქებიდან,
დავტოვოთ ძველი სამყოფელი
და გზას გავუდგეთ.
ისეთ გზას, ჩვენ რომ ხშირად გვივლია
და გვინატრია, არ დასრულებულიყო.
წამიყვანე
ამ ხმაურიდან,
იქ წამიყვანე, სადაც უნდა დავბადებულიყავი,
მაგრამ მშობლებმა შემიშალეს ხელი, -
იქ არ დასახლდნენ,
სადაც ახლა მინდა ცხოვრება,
მაგრამ
ვერ ვაგნებ,
რადგან არასოდეს ვყოფილვარ.


31 დეკემბერი, 2009 წ.




ორი ლექსი


1.დღესაც შევცოდე და დასჯის მეშინია,
ბლაგვი ტკივილები ლექსმა ამილესა.
გარეთ ნათურების ბევრი წერტილია,
უხმოდ მივადექი ლექსის კარიბჭესაც.
უხმოდ... რადგან სიტყვა თითქმის არ მჩვევია,
დუმილს ვამჯობინებ ისევ, ოქროს, რჩეულს...
ჰოდა ლაქები რომ გულზე დამმჩნევია,
სწორედ ამიტომაც ვგავარ გამორჩეულს.

2.მგონი, ვეღარაფრით ვეღარ გამაკვირვებ,
ვიცი სევდისფერი დღე რა გემოსია.
ბავშვი ვიყავი და... მაინც დამიდგინეს
სულის სიმშრალე და გულის ეროზია.
მერე ათასგვარმა წყალმა ჩაიარა,
ქვიშაც აღარ დამრჩა ხელის მოსაჭიდად...
ბოლოს, როცა ბედმა მაინც შემიყვარა,
მივხვდი, თურმე მხოლოდ უშენობა მჭირდა.

4 იანვარი, 2010 წ.



ჩემი ხასიათი


ჩემი სეზონია შემოდგომა,

ჩემი ხასიათი - ზამთრის პირი,

სადაც, რა ხანია, ჩამოთოვა,

ჰოდა, ამიტომაც ხშირად ვტირი.

ლექსებს ამ ბოლო დროს ვეღარა ვწერ,

გული გულგრილობას მიეჩვია...

მგონი, ჩემი ხვედრი ქვეყანაზე

ჩუმი მარტოობის ბილეთია...

ჩემი ხასიათის სეზონია,

ჩემი სურვილების გარინდების.

ალბათ, სულ ცოტასაც მაცდიან და

მერე წამიყვანენ ამინდები.

მზისკენ ავუყვები საცალფეხო

ბილიკს, ვიწროსა და ფოთლებიანს,

ვისაც ეს ფოთლები მახსენებენ,

ჩემი დაკარგული მშობლებია.

მართლა ჩემი თვეა ნოემბერი,

თავის მოღუშული ამინდებით...

ცოტას, სულ ცოტასაც დავიცდი და

მერე სიმშვიდისკენ გავფრინდები...

დეკემბერი, 2010



მე ის გოგო ვარ...


იცი, მე სხვა ვარ,

მე არ ვგავარ ყველას ნაფიქრალს

და უსაშველოდ გაწოლილან სულში დარდებიც...

ვეძებ სილურჯეს, ცის ლაჟვარდს და უსასრულობას

და ოცნებების ასრულების რიგშიც არ ვდგები.



იცი, მე ზღვა ვარ,

მწარე ფიქრით აქაფებული

და რა ხანია, სუფთა ზეცა ვეღარ ავრეკლე...

და ყოველ დილით, როცა ისევ ვიწყებ ცხოვრებას

შიშველი ხელით ვერ ვგლეჯ დარდის უხეშ ნარ-ეკლებს...



მე ვიწრო გზა ვარ,

მწვერვალისკენ მიდის რომელიც

და სიხარულის იმედებსაც ვამჩნევ ხანდახან...

თუმც, რა ხანია დიდმა სევდამ დამისაკუთრა,

ფერად-ფერადი ყვავილებიც უწყლოდ გადახმა...



მე ვარ პეპელა... მე ვარ ია, მე ვარ ღრუბელი,

ხან სულ არ ვიცი, რატომ ვარ და მართლა როგორ ვარ...

შენი ცხოვრების ის ფერმკრთალი მანათობელი,

ხშირად რომ მალავს უხმო ცრემლებს

მე ის გოგო ვარ...


27 აპრილი, 2011

ვრჩები...:)......... ღმერთს ებარებოდეთ!:)...

დრომ ჩაიარა...
ერთი კვირა...
ამაზე... გაცეცხლებული და უსამართლობით დაჯაბნული არასოდეს ვყოფილვარ:)))))))))))))))))))))))))))) ... არასოდეს:))) ...
არ მგონია რომ გამეძლო!:)))))))))) ...
უბრალოდ...
.........................................
სარკმელია ღია!:)))...
ცხოვრება მშვენიერია და ხმაურიანი!:)))
დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ გულშია!:)
ღმერთი გფარავდეთ!:)...



კაპიტულაციას ვაცხადებ!:))
მთავარი _ თქვენ ხართ!:)
და თქვენთან ვრჩები! _ თქვენით და თქვენთვის!:) _ სულ... სულით... თუ სულად!:)
რომ მომეყრდნოთ!:)...
მარად!!!:)...



ის გრძელდება _ რაც სიცოცხლის მიღმაა... მხოლოდ...

...

"я обращаюсь с требованием веры и с просьбой о любви..."...



Уж сколько их упало в эту бездну,
Разверстую вдали!
Настанет день, когда и я исчезну
С поверхности земли.
Застынет все, что пело и боролось,
Сияло и рвалось:
И зелень глаз моих, и нежный голос,
И золото волос.


И будет жизнь с ее насущным хлебом,
С забывчивостью дня.
И будет все, - как будто бы под небом
И не было меня!
Изменчивой, как дети в каждой мине,
И так недолго злой.
Любившей час, когда дрова в камине
Становятся золой.


Виолончель и кавалькады в чаще,
И колокол в селе...
Меня, такой живой и настоящей
На ласковой земле!
К вам всем - что мне, не в чём не знавшей меры,
Чужие и свои?! -
Я обращаюсь с требованием веры
И с просьбой о любви.


И день и ночь и пписменно и устно
За правду _ да и нет
За то что мне так часто очень грустно
и толыко двадцать лет...
За то, что мне прямая неизбежность -
Прощение обид,
За всю мою безудержную верность
И слишком гордый вид,
За быстроту стремительных событий,
За правду, за игру...
Послушайте! - Еще меня любите
За то, что я умру.

ცივა







_ _ _

"მიუახლოვდა, ფრთხილად შეეხო. თვალი მაგიდაზე გაშლილი ფურცლისკენ გაექცა: "ყველა მიყვარდით, მე გავილიე."
.... აქვარიუმში "სითბო" აწყდებოდა კედლებს."

მედეა მოლოდინი


_ _ _

"და რა ტანჯვის ფერი ედო ყველა ღიმილს, მე რომ შენს ნახვამდე სხვებზე ვარიგებდი..."... :) ...

დარინა