"ანდერძად ქცეული ჩანაწერი"
















იცოდეთ, მე ყოველთვის თქვენს გვერდით ვარ,
სადაც კი სიკეთეს ჩადიხართ. მაგრამ ერიდეთ ცრუ საქმეებს,
თქვენ სიყალბე დაგღუპავთ, კაცობრიობას კი – სიმრუშე.


ანდერძად ქცეული ჩანაწერი

ოჰ, ახლა ის გრძნობა მომეძალა, თქვენ, მოკვდავნო, სიცილს რომ ეძახით. მიკვირს, რამდენად ურწმუნონი ხართ ადამიანნი, სწორედ რომ მიკვირს. იცით, რა დიდებული იქნებოდა ეს სამყარო, თქვენ რომ იოტისოდენა რწმენა მაინც გაგაჩნდეთ?! თქვენ ის არც ისე მშვენიერი გეჩვენებათ, რადგან თქვენ არ ეძებთ მასში დიადს. მცირეოდენს შეუძლია შეიგრნოს მზის ამოსვლის სიდიადე, მისი შუქთა ფენა. მცირეოდენს შეუძლია ჩასწვდეს ქარის ნაღვლიან ჟღერადობას, ქარი ხომ სულის მუსიკაა. დაბოლოს, თქვენ არ გესმით ბობოქარი ზღვისა, იდუმალი ფიქრებით დამძმებულისა, ის ხომ ყველაფერია, ის ხომ მთელი ცხოვრების ასახვაა. თქვენ, ღვთის სახეები, გრძნობებისთვის ხართ შექმნილნი და ვალდებულნი ხართ, მისთვის იბრძოლოთ კიდეც. სიდიადე ხომ სწორედ ბრძოლაშია, რაინდულ ბრძოლაში. თქვენ უნდა იწვოდეთ, ვით სანთელი, დანთებული ღვთის სადიდებლად და სხვებს უნათებდეთ გზას. თითოეულმა თქვენგანმა ჭეშმარიტება უნდა ეძიოს და ის აუცილებლად იპოვნის მას, რადგან ჭეშმარიტება – ეს თავად ჭეშმარიტების ძიებაა. თითოეულმა თქვენგანმა კაცობრიობის გადარჩენაზე უნდა იზრუნოს. კაცობრიობა პირდაღებული ხრამისკენ მიემართება და არა იქით, სადაც სულის განმანათლებელი მარადიული ლამპარი ანთია, სადაც ყველაფერია, ყველაფერი – ჭეშმარიტი, დილის გრილი ჰაერივით გამჭვირვალე. კაცობრიობას რწმენა და გრძნობიერება უნდა დაუბრუნდეს. იბრძოლეთ ამისთვის, იბრძოლეთ და გახსოვდეთ: ღვთის გზაზე დაუძლეველი არაფერია. თქვენში ხომ ჯერ კიდევ ბჟუტავს სულის სანთელი, გაუფრთხილდით, არ ჩაქრეს...

1993 წელი
(14 წლის)

დავით ჩხაიძე _ "დედამიწის მებრძოლი"...
(1979 – 2000)


დათო ჩხაიძის და რატი ნინუას ხსოვნას


ჰეი, თქვენ, გადაკარგულნო,
აწ უკვე არახილულნო,
ბოროტისაგან სულეთში
გადალტოლვილნო რაინდნო,
ჯვაროსნებო და გმირებო,
პოეტებო და ბავშვებო,
მამულისათვის ომებში,
ჯერ კიდევ უთამაშებნო!
რად მიგვატოვეთ ადრიან,
ალბათ "დრო გეუარესათ",
ეგ თქვენი იდეალები
მოკვდავთა იუარეს და...
რატომ დააგდეთ ცხოვრება,
მართლაც რომ არაზღაპრული,
თქვენებრთა მეოხებითვე
გადასაქცევი ზღაპრულად.
ძაძით შემოსეთ დედები თქვენი,
ჩვენივე დედები.
ამაღლდით სასუფეველად,
ზეციურ ეკლესიაში,
რომელსაც ვერცროს შეჰმუსვრენ
ბჭენი ჯოჯოხეთისანი!
ჩვენ კი, ბეჩავნი, აქ დავრჩით,
საუფლოს ქვენა ვნებების,
დამგლოვიარდა სამშობლო
მრავალჭირგადანახადი...
თქვენ კი მარადის იცოცხლებთ,
"სიკვდილისაგან ვერმკვდარო",
ბოროტისაგან სულეთში
გადალტოლვილნო მხედარნო.

გიორგი კუცია
2000 წ.


...

ბიოგრაფია:

დავით ჩხაიძე (1979 წლის 30 მაისს-2001) დაიბადა მფიზიკოსების ნიკოლოზ ჩხაიძისა და მზია კაცელაშვილის ოჯახში। დავითი პატარა ასაკიდანვე ავლენდა განსაცვაფრებელ ნიჭიერებას მათემათიკაში: ათასეულის ფარგლებში სწრაფად და ზუსტად ახდენდა მათემათიკური ოპერაციების გათვლას; წერდა სათავგადასავლო-ფანტასტიკურ ნოველებს, რაც დიდ მოწონებას იმსახურებდა ამხანაგებში; შესანიშნავად უკრავდა ფორტეპიანოზე და გიტარაზე,თხზავდა სიმღერებს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე; ღირსეულ პარტნიორობას უწევდა საოპერო დუეტებში თავის დას-ნინო ჩხაიძეს-ოპერის პროფესიონალურ მომღერალს; ხატავდა।

დავით ჩხაიძე სწავლობდა ჯერ თბილისის 171-ე საშუალო სკოლაში, შემდეგ კი თბილისის ილია ვეკუას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში. ამ დროის განმავლობაში ის წარმატებებით გამოდიოდა რესპუბლიკურ ფიზიკისა და მათემატიკის ოლიმპიადებზე.

1994 წელს 35-ე საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადაზე ჰონკონგში (ჩინეთი), დავითმა, რომელიც იყო ერთადერთი მცირეწლოვანი მონაწილე, მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

1995 წელს 36-ე საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადაზე ტორონტოში (კანადა), მოიპოვა ვერცხლის მედალი; და

1996 წელს 37-ე საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადაზე ბომბეიში (ინდოეთი) დავითმა, როგორც გუნდის კაპიტანმა, საქართველოს პირველი ოქროს მედალი ჩამოუტანა.

ამავე წელს ის უგამოცდოდ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე და დაენიშნა პრეზიდენტის სტიპენდია.

დავითმა მწვავედ განიცდიდა 80-იანი წლების ბოლოდან საქართველოში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს და საზოგადოდ, სამშობლოს ბედს. მისი მსოფხედველობა და პატრიოტული ნააზრევი აისახა მისსავე დღიურებში და დოკუმენტურ-მხატვრულ ნოველებში, რაც მისი გარდაცვალების შემდეგ 2001 წელს გამოსცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.


„... მისი ხანმოკლე შინაარსიანი ცხოვრება ერთი მხრივ სიმბოლოა ქართულ გენეტიკური ძალისა, და მეორე მხრივ მისი სიცოცხლის ტრაგიკული დასასრული გაფრთხილებაა ქართველი საზოგადოებისთვის-თუ ის ვერ შეძლებს მოუაროს თავის ნიჭიერებით გამორჩეულ შვილებს იგი განწირულია მომავლისთვის.“

„აუცილებელია დავით ჩხაიძე სახელი შეტანილი იქნას ქართულ ენციკლოპედიაში, და ამასთან მისი სახელი ეწოდოს 171-ე საშუალო სკოლას, ან მის მიმდებარე ქუჩას...“



ნეკროლოგები დავით ჩხაიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

„... როდესაც გენიოსს ვკარგავთ, ეს მთელი ცივილიზაციის დანაკარგია... დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხსოვნა სხვებს ახალი წარმატებებისათვის აღაფრთოვანებს. ... ჩემი ღრმა თანაგრძნობა ოჯახს, რომელმაც უმძიმესი დანაკლისი განიცადა. მათ შვილს დღეს მთელი მსოფლიოში დასტირიან. განა ეს ახლოს არაა უკვდავებასთან, რამდენადაც კი 20 წლის ახალგაზრდისთვისაა შესაძლებელი?!“


არუნ ვაი დია

37-ე საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარე ბომბეი (ინდოეთი)


„დიდად დამაღონა დავით ჩხაიძე გარდაცვადების ამბავმა. დიდი უბედურებაა, რომ ის ჩაქრა, როდესაც მოზრდილ ცხოვრებაში უნდა შეებიჯებინა, მით უმეტეს, რომ ესოდენ ბევრს გვპირდებოდა, როგორც მათემატიკოსი.“


ედუარდ ბარბო

36-ე საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის სამეცნიერო კომიტეტის თავჯდომარე, კანადის გუნდის ხელმძღვანელი ტორონტო (კანადა)



"მთავარია, ამ ქვეყანაზე რამდენ კარგ საქმეს გააკეთებთ და რამდენ ჭეშმარიტებას დათესავთ. თუ არა ეს, რისთვის ვცხოვრობთ!? ჩვენ ნაწილი ვართ რაღაც დიდის და ვალდებულნი ვართ კაცობრიობას ვემსახუროთ, ვალდებულნი ვართ ვიწოდეთ და სხვას გზას ვუნათებდეთ."


"უმთავრესი ცნება სწორედ სიყვარულია ყოველგვარი ღვთიური ქმედებისა. აქედან ამოდის ჭეშმარიტების კვამლი, სიყვარულიდან მოდის კეთილშობილება, ქვეყნის აღმავლობის საძირკველიც ესაა." ...წვიმაშიც უნდა გიყვარდეთ (ადამიანი)


"იცოდეთ, მე ყოველთვის თქვენს გვერდით ვარ, სადაც კი სიკეთეს ჩადიხართ, მაგრამ ერიდეთ ცრუ საქმეებს, თქვენ სიყალბე დაგღუპამთ, კაცობრიობას კი სიმრუშე."


/ინფორმაცია აღებულია ვიკიპედიიდან/


დათოს ნაფიქრი მალე გამოჩნდება ინტერნეტ სივრცეშიც.

"ისევ და ისევ...."... უბრალოდ :) ...




"ღიმილის უნარი დამიკარგავს,
ვინც მიცნობთ, მიხვდებით დანახვისას,
ცხოვრება ცხოვრებას აღარა გავს,
სულ სურებს მაგონებს ალახისას!..
...
ან კვლავაც როგორღა ცას მოვება!...."...

იმედია მომიტევებენ სიჩუმეს :) ...
მაგრამ...
ძალა აღარაა :) :) ...



ისევ და ისევ...

უბრალოდ :) ...

...

ეს სიმღერა ერთ პატარა გოგონას მახსენებს... _რომლის ღრმა ცის–ფერი თვალები, ფიქრები, თმები და სავსე და სუფთა სული მეტად გავს ზღვას...
ღმერთმა დალოცოს და ცამდე ბედნიერი ამყოფოს!!! :) ...

среди миров



ვწერდი ეხლა აქ რაღაცას. მერე კი ამ ფანჯარაში გავიხედე. სჯობს თოვას ვუყურო.

ხო, მართლა, შობაა.

თოვს

_



Среди миров

Среди миров, в мерцании светил
Одной Звезды я повторяю имя...
Не потому, чтоб я Ее любил,
А потому, что я томлюсь с другими.

И если мне сомненье тяжело,
Я у Нее одной ищу ответа,
Не потому, что от Нее светло,
А потому, что с Ней не надо света.

1901

_



_

რწმენა