ცოტა თუ...

ცოტა თუ გაარღვევს იმ დადგენილს დაბადებიდან რაც მის თავს ხდება.
ბანტიანი დედა და ფულნაშოვნი კმაყოფილი მამა ტაქსის უკანა დასაჯდომზე ხელებგადაშლილი და უმისამართოდ მომზირალი..
სწრაფად გასაზრდელად გამზადებული გოგოების უგემური მაკიაჟი და მანქანის მოდელების დაწუნება-გამოცდაში ჩამტვრეული ბიჭები..
გადასარჩენად მოჭიდებული სამსახური და საკურთხით ცას გამოკერება..
მომავლის იმედი მეტროდან ამოსულის ინტერესს ჰგავს _ ჯერ კიდევ დღე დახვდება თუ ღამე..
ჩვენ დაბადებისთანავე და მოყოლებული - ცას სულში ვმარხავთ სიცოცხლის ბოლომდე..
ამიტომაც - არაფერია!..