პატარა...

როდესაც კუბოს ვერ დახედავ..  - არ გინდა დაიმახსოვრო იქ...
როდესაც მის დედას თვალებში ვერ შეხედავ.. მზერასაც კი ვერ გააპარებ მისკენ... - სადაც დაუნდობელი სიცარელის მეტი არაფერია...
მიწა დახეთქილია, როგორ წასულის დანაოჭებული შუბლი...
 როდესაც წარსული მოდის უზრუნველ ნიავად და იყინება იმედივით...
ღვთსშობლის ტკივილია...
მე არ მჭირდება ფოტო - რომ გავიხსენო...
მე არ მაქვს ძალა - რომ მოვაბრუნო და დავაცადო პატარამ განვლოს თავისი დიდი ცხოვრება...
ნებისმიერი ბგერა მოთქვამს..
ნებისმიერი მზერა გაშეშებულია იქ, სადაც ჯერ კიდევ ხედავენ ლანდებს...
- - -
გარბის ყველა - ვისი კუნთებიც მოძრაობს და ვისი გულიც დაშრეტილია და გონება უქმი...
იწურება ძალა - რომელიც არის სამართალი...

მიწა ჭამს...
აცდით მიწას...

(ჩვენ გვავიწყდება სიყვარული....)

Lisa Gerrard and Pieter Bourke - Sacrifice