Показаны сообщения с ярлыком my photos. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком my photos. Показать все сообщения

სიცოცხლე ფერებად წვიმაში... ქრებიან ფერები....

10 ოქტომბერი :) ... თამუნია ვნახე პირველად :) ..... სიკეთეა :) .............


დღე, როდესაც სიკეთეს ელოდები:)...
და როდესაც მოლოდინი საოცრად ახდება_და ეს სრულიად ჩვეულებრივია:)...
:-) გუშინ თამუნია ვნახე! :-) :-) :-) ... ჩემი პატარა თამუნია! :-) ... უბრალო.. მშვიდი.. სავსე და მშვენიერი!:-)...
ღმერთმა დალოცოს!!!:-) ...
სიხარული და სიმშვიდე მოვიდა გულში! :-) ...
...
მალე ფოტოებს დავდებ:)...
_ _ _

ამ დღეს... (10 ოქტომბერი) გრანელის გარდაცვალების დღე ყოფილა... არ მახსოვდა... მავიწყდება ბევრი რამ... არა... ქრება.... გონებიდან....
...
ოქტომბერი... ნოემბერი...
...

_ _ _

განსაკუთრებული დღე... _ სიტყვები ისევ ამაოა:)..............
გუშინ ცა მოწმენდილი იყო... გუშინ დრო გაჩერდა:)............

...



მე და შენ ავირჩევთ ლამაზ ფრთებს...

http://www.link.ge/file/285894/GIGA-MIKABERIDZE---ME-DA-SHEN.mp3.html

უბრალოდ:).... ერთი სურვილის უფლება:).....



არავინ თქვას, რომ ადამიანები ერთმანეთს ვეღარ გრძნობენ.. _ სევდის კიდევ ერთი თავად შექმნილი მიზეზია:)).. -რომელიც საკუთარი ეჭვების გასამართლებლად უფრო სჭირდებათ ხოლმე .. :) ... ალბად...
ყოველ წამს ვხედავ საოცრებებს.. ადამიანების უსიტყვო გაგებას.. _ ხან თვალების გარეშეც.. დიდ მანძილზე:).. ჯერ კიდევ.. ჯერ კიდევ....
ეს ფოტო ანიამ მაჩუქა დღეს:)).. _როდესაც დილიდანვე მოულოდნელად საოცრად ვისურვე აქ ასვლა:).. მაგრამ ვერ შევძელი:).. ისე ვისურვე.. სულით და..
გმადლობ ანი:*....გმადლობ ჩემო სიხარულო!!!:).......
საოცარი ხარ შენ _ რომ გრძნობ!!!:):*..
და
საოცარია იქ........................................
....
დღეს მეტი იყო ღიმილი.. ყურადღება.. სიყვარული:)... _ ვმადლობ ყოველ სულს ჩემს გარშემო:).........................................................
...
მერე..
სამების ეზოდან მთაწმინდას გავცქეროდი საათზე მეტი თვალმოუშორებლად... ზეცა იცვლებოდა სიმშვიდეში.. მეტად და მეტად ლამაზი იყო_როგორც სიცოცხლე:)...



ვიცი.. დღეს ერთი სურვილის უფლება მაქვს:)_რომელიც უცილოდ ამისრულდება!:)...


ვისურვე!:)....


გმადლობ ღმერთო!:)....

...

Geocell.. გერგეტი.. ძმობილი.. იასამანი.. გიჟი:).. და სიმშვიდე...


...
გერგეტის სამება!!!

..

სამსახურიდან და საერთოდ, წელს_ჩემი პირველი გასვლა იყო ქალაქიდან:)...

...
მუდმივად ძილის სურვილის გამო_ბევრს ვერ დავწერ:)..
უბრალოდ..
ვიყავი:)...
...
ყველა ამინდმა ერთ დღეში გადაიარა:)...
...
საინტერესო იყო ჩვენი უცხოელი სტუმრების მიერ ყაზბეგის ბუნების განცდა:))... !!! ...
...
მერე.. მამაო ვნახე:).. მხოლოდ იმის თქმა მოვასწარი, რომ მომენატრა და რომ ვმუშაობ დროებით:))..ღმერთმა დაგლოცოსო მოასწრო თქმა.. ყველა დროებით ვართო:))..
და...
ჩემებთან დავეშვი!:)
როგორ ვთქვა, რომ ყაზბეგში ხეებზე დავდიოდი??:)) _ სულ წვიმის ბრალია!!!.. ისეთი სველი იყო მეტად დახრილი დაღმართი, რომ ხის ტოტებს ვიშველიებდი აქტიურად და მგონი მიწას ფეხს აღარ ვაკარებდი:))...
...
გერგეტში_
ვნახე ყველა.. მოვეფერე.....:)...
ძმობილი ვნახე_რომელიც გერგეტს მეგულება:).. ვანო.. გულს რომ ახარებს და სიკეთე და სიხარული მოდის მისგან:).._ღმერთმა დალოცოს!!!:)..
კალმახი მივირთვი პირველად ჩემს ცხოვრებაში!!!:)).. აი ასე!:)..
ძაააააალიან გემრიელი ყოფილა ძალიან ბევრი ფხით:))..
ფხლოვანები ერბოთი და კომბოსტოს ხაჭაპური:)))...
საუბარი და მერე ძილი...
ხო და..
ლოდინი ღამე და დილით _ მყინვარი იქნებ დამენახა:)) _ ამაოდ:).. სციოდა მყინვარს.. ღრუბლებს იფარებდა..:)...
...
ლომისაზე დავესწარი წირვას..
ჩემი მაიკო ვნახე.. ეგ მაია წყნეთელი:))..
მენატრება...
...
-გიჟი...
...
ხო..
მე არ მაქვს იმდენად ძლიერი კუნთები შენ რომ დაგძრაო_მითხრა :)... ვერ გიჟდებიო:))...
ხო.. ასეა.. და უკან-უკან მივდივარ.. სადღაც..იქით..:))...
არაფრისკენ:)..
და არც მომისმინო!!!:*...
ისე წავიდა_ვერც დავემშვიდობე:)..
მინდოდა მალე ჩასვლა მაგრამ .. არასოდეს ვიცი რა როგორ იქნება..
ნეტავი როდის ვნახავ......
....

ახლა დავფიქრდი..

მინდორი მენატრება..გაშლილი.. უსასრულო:)... ზღვასავით:))... და... მთის მწვერვალები მენატრება.. იქ მინდა.....

...
მეუფე პეტრე გამახსენდა ახლა და გამეღიმა:)..
წირვა–ლოცვის დასაწყისში თუ დასასრულში მდუმარედ შედგებოდა.. მესხური მრავალჟამიერის ჩაგალობებას მოუსმენდა და მაშინვე ისევე ღიმილით და ჩუმად გააგრძელებდა გზას.. ცხოვრების გზას...

....

კარგი იყო გერგეტზე..:))..... ხო...
განწყობა მაქვს იასამნის...
:)...

...
აბნეულად ვწერ :) ... მე მაპატიეთ :) ... სულ ეს ვარ:)..
...
ეს კი ლომისაზე წირვის დროს ვნახე:)...
ესეც... დიდი სიმშვიდეა...



ღმერთს ებარებოდეთ! :) ...

როცა გიხარია ქვეყნად არაფერი :) ...

მიყვარს ეს ფოტო..
მიყვარს იქ ყოფნა..
სხვა..
ჯერ არაფერია :) ...




შორს...



მხოლოდ ლოცვის უფლება დამრჩა:) ...


ჯერ ასეა...

...

უთუ-ამა-გია ... ( среда, Август 20, 2008 )

...

( pataputina )

...
უთუ-ამა-გია (დაისი)

ჩამავალი მზე_დედასთან დაბრუნებული მზე...

(შუმერულად)



...
....




...


...
სიმშვიდეა ...
ყველაზე დიდი სითბო და სიყვარული ამ სამყაროში _ დედის გულზეა ....


...

ქალაქს გულიანმა სიცილმა გადაურბინა! :)



როგორ დავიტოვოთ სიხარული?:)) ...
ჩემი გუნების სასწორი არასოდეს წონასწორდება:)....
და ჯვარიც ვერ მიიწევს ზემოთ..:))))...
ხუხ..
სადღაც.. რომელიღაც სიცოცხლეში ვრჩები:)))))....
...
გუშინ შორენასთან ერთად ვიარე ბევრი იქ_სადაც ვცხოვრობ და იშვიათად დავდივარ..
ფოტო აპარატი ჩამივარდა ხელთ და ვერ გამოვიყენე:)).. გადასაღები ბევრია_როდესაც გულია!:)).. ხო და _ არ იყო:)..... _გული...
...
კიდევ მივხვდი რომ..
მუსიკა დამდევს..
აი.. ფერებში.. ხასიათებში.. სიჩუმეში.. ნამცეცებში.. მოლოდინში......... _მუსიკა მესმის..............
ყველაფერში.................
და მერე ეს ყველაფერი იშლება! :) ..................
მზედ.. ცად... ფოთლად.... სულად..........................................
:)
...
....
.....
გუშინაც... გზაში... ბევრი რამ უნდა მომეყოლა...:)...
ახლაც.. _ დამეწერა...

მაგრამ :)
და ამ მოულოდნელად გადაღბულ ფოტოს რომ დავხედავ ყველაზე მეტად მეღიმება და გულიანი სიცილი მესმის :) ...
სიცილი, რომელმაც გუშინ მთელს ქალაქს გადაურბინა :) ...
და ახლაც გრძელდება :) ... _ ყველგან:).. და გულში :) ...
უბრალო.. წრფელი.. გულიანი სიცილი :) ...

მოვუფრთხილდები..:)...

სადღაც შორს... გულში..........:)..........
...
უბრალოდ :) _ ბედნიერება თქვენ! :) ...

იცინეთ:*... გულით! :) ....

....

( "August Rush" _ ჰო....... )

...