და ბოლოს.... ( killer _ 17 თებ. 2007, 13:20 )

17 Feb 2007, 13:20


"დღეს დილით მთაზე ავედი და თბილისს გადმოვხედე.

მერე დიიდ ფუნჯი ავიღე და სახლების გადაკეთება დავიწყე.
აუფ.. ერთმა თითი დამიქნია, შენ გიჟი ხომ არ ხარ, ჩემ სახლს ხელი არ მოკიდო, დიდი ხანი ვარემონტებდი, დიზაინერი მყავდა მოყვანილი და იმას გავაკეთებინეო. ნუ გეშინია, არ გაგიფუჭებ, მეთქი, მაგრამ რად გინდა, მუშტის მოღერებაზე გადავიდა.
არ გინდა ნუ გინდა მეთქი და სხვა მხარეს გავტრიალდი და ზურგი შევაქციე. ფიჰ... სულელი... არ უნდა - ნუ უნდა...

ამასობაში მეორე სახლს სახურავი ქონია გაცვეთილი და კარგად შევუღებე. მანსარდიდან ახალგაზრდა ბიჭმა გამოყო თავი, ეტყობა ხმაური რომ გაიგო, რომ დამინახა, გაიმიღიმა, ჯიგარი ხარო, ცერა თითი ამიწია. ცოლმაც თავი გამოყო, რას უყურებო. ეგრეა რა.. ყველა კარგ ბიჭს ცოლი ყავს რა...

მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეზე ქალი იჯდა პატარა ბავშვით, ძალიან სევდიანი, იქვე მივუხატე პატარა "ბუტკა" ქარი მაინც არ შეგაწუხებს მეთქი. თავი ასწია და გამიღიმა, ლამაზი ქალი ყოფილა... ყველა ქალი ლამაზია, დანახვა უნდა თურმე :)

ვაკის პრაკში, მუშთაიდში და ზოოპარკში არ შესულკა ეტყობა სააკაშვილი, სულ გაცვეთილა საღებავი, ხოდა ფერები გადავახალისე. ერთი ორი წვეთი იქვე ბავშვებს ასფალტზე დავუსხი, დახატეთ მეთქი. გაგიჟდნენ ლამის სიხარულით. აი დარდი თუ მშობლებს არ მოეწონებათ რომ გაითხუპებიან. ტანსაცმელი გაირეცხება, ეს დღე კიდევ ბავშვებში სულ დაირჩება. ბავშვი ყველა სუფთაა და გულწრფელი.

მანქანები მიშლიან ხელს ძალიან, იმდენი ბოლია და ხმაური, მუშაობის სურვილს მიკარგავენ. ცოტა ნელა მაინც იარონ კაცო!!!

ყველა ვირტუალური სამყაროს მოყვარულს დიიდი ფანჯარა მივუხატე. დაინახეთ მეთქი რა მაგარია ცხოვრება რეალში. ზოგმა დაიჯერა, ზოგმა არა :)

თბილისის გარშემო მტებია ლამაზი, ერთი ესაა თოვლი არ მოსულა წელს და მოუწყენიათ. თეთრი საღებავით გავაფერადე თბილისი და ზუსტად ვიცი, თიო ძალიან გავახარე. მიყვარს თიო :)

უფერული საღებავი ავიღე და სასაფლაოები წავშალე. ის ადამიანები კი, ვინც შიგნით იყო ახლობლების გულებში გავუშვი, იქ უკეთ იქნებიან :) "



killer

წაშლილი სასაფლაოს ფაილები, თავისუფალი თემა


_ _ _

მეც მიყვარხარ ხატი :) ....

...

ყველაფერი გარდა ... :) .........










ხო...
სუნთქვა შევძელი..
მარტო ვერ:) .. _მხოლოდ ერთად:)...

რადგან ვუღიმი ადამიანებს, ვისაც... დიდი დაღლის.. თუ ტკივილის შემდეგ წამოდგომა და გაფრენა შეუძლიათ:)..

მე _ ვერასოდეს........
...
....
ალბად ისევ უნდა გამოვხატო..
...
ჯერ...
ახალი არაფერია..
ყოველი დღე ახალია...
...
მოლოდინია...



მხოლოდ მაშინ... ისევ გავიღიმებ......

...