აურზაური არაფრის გამო

ცხოველთა დამცველთა და ჟურნალისტიკის წარმომადგენლების ერთი სახალისო თვითლუსტრაცია :)
ანუ _ "რასაც ვმეტყველებთ, ჩვენზევე მეტყველებს".

ინფორმაცია მინდოდა და ქალების ჩხუბი დამხვდა.”



მორიგი შეხვედრის შესახებ ჩვეულებრივი ინფორმაციის ნაცვლად, სულ სხვა ინფორმაცია მივიღეთ... :) ...




















ის მშვიდად იჯდა მდინარის პირას :) ...

ცოტა თუ...

ცოტა თუ გაარღვევს იმ დადგენილს დაბადებიდან რაც მის თავს ხდება.
ბანტიანი დედა და ფულნაშოვნი კმაყოფილი მამა ტაქსის უკანა დასაჯდომზე ხელებგადაშლილი და უმისამართოდ მომზირალი..
სწრაფად გასაზრდელად გამზადებული გოგოების უგემური მაკიაჟი და მანქანის მოდელების დაწუნება-გამოცდაში ჩამტვრეული ბიჭები..
გადასარჩენად მოჭიდებული სამსახური და საკურთხით ცას გამოკერება..
მომავლის იმედი მეტროდან ამოსულის ინტერესს ჰგავს _ ჯერ კიდევ დღე დახვდება თუ ღამე..
ჩვენ დაბადებისთანავე და მოყოლებული - ცას სულში ვმარხავთ სიცოცხლის ბოლომდე..
ამიტომაც - არაფერია!..

კარგია ასე :) ...ანუ _ განთავისუფლება! :) ........

თემა შემთხვევითია.. _ როგორც სულ..
ვწერ ბეჭდის გარეშე.. ჩემი პატარა ყვავილი...
დასასრული - დასაწყისია :) ...
...
ხმა - მაღალი...
შეუჩერებელ ადამიანებს შორის სულები დადიან...
...
6 თვე..
აშლილი ხმაური და შიშში შეკუმშული სივრცე რომელიც კლავს...
...
არ ვუსმენ კომენტარებს ერთმანეთზე _ თავად უნდა ვნახო...
...
ყველაფერი რაც მოაქვს უსამართლობისა და სამართლის გარკვევას _ არ უშვებს დედამიწიდან! ...
...
ჩვენ ვიცით რაც გვინდა ... :) ...


_ _ _

:) და დამშვიდობება დიიიდ ფრჩხილებში და რეალობის ბოლდით (ანუ.. დაიკიდეთ ადამიანები კი არა - ადამიანების ავი ქმედებები და მოგეშვებათ! :))) ) :


(ყველა მას, ვისაც ეს ეხება და თუნდაც მას, ვისაც ჰგონია, რომ ეს ეხება :))))) )

/არ შეიძლება ცუდს მიეჩვიოს ადამიანი.. ღმერთმა დაგვიფაროს…!!!/


მე ვაგებ პასუხს იმაზე, რაც ვთქვი, მაგრამ არ ვაგებ პასუხს იმაზე, რაც გესმით :)

ზოგი ჭირი მარგებელია :)

ყოველ სიტყვას აქვს მნიშვნელობა და ძალა… ამიტომ, სადაც შეცდომას არ მოჰყვება გულწრფელი სინანული – იქ გული იბზარება და ყოველგვარი ბოღმისგან თავისუფალი უბრალოდ – შორს რჩება..

ეს ყველაფერი უკვირთ მათ, ვისთანაც უკვე არაა ჰაერი, სიმშვიდე და ძალა.. :)

ხან.. – ზოგს ჰგონია, რომ რასაც ვიღაც წერს მაგალითად facaebook-ის საკუთარ გვერდზე უმეტესობა საყვედურია და სწორედ მასზედ წერენ.. – ეს კომპლექსია… (თუმცა.. ალბათ მართლაც აშავებს რამეს, რადგან ქვეცნობიერად ხვდება, რომ სასაყვედუროა..) – კარგი იქნება, თუ ადამიანები იმუშავებენ საკუთარ თავზე!-რომ განთავისუფლდნენ.. მასეთი სიმძიმის გარეშე უკეთესია:)…
ანუ
 – თუ ადამიანს პრობლემა აქვს, მაშ მხოლოდ საკუთარი თავის გამო :)
და
ადამიანი ყოველთვის ტყუილად ნერვიულობს :)
ამიტომ.. :) …

დღეის შემდეგ –
 გტოვებთ
თქვენს წვრილ-წვრილ განკითხვებთან... მოჩვენებითობასთან… უნდობლობასთან… სიჯიუტესთან… სიეშმაკესთან.. ირონიასთან…გამომყენებლობასთან… ნიშნის მოგებებთნ... სამაგიეროს გადახდებთან... სიმძიმესთან…  უსამართლობასთან და უსიყვარულობასთან –

სულ კარგად ბრძანდებოდეთ! :) 8-) …




მარწყვი რძეში :) ...

მარწყვი რძეში :)) ... -გემრიელია...
როდესაც დღეები ვაპირებ _ მერე ვხვდები, რომ დასაწერი არც არაფერზეა...:)...
ბოლო დროს ხომ -ზე ვწერ ხოლმე.. არაფერ-ზე ან _ ხან რა და ხან რა-ზე...
უბრალოდ საღამოები არ მიყვარს იქ, სადაც ეხლა ვარ :) ... - ეგ არაფერი :) ...
მე ღმერთმა წნევის და გულზიდვის ხარჯზე იქაური ქუდი ჩამომაფხატა - სადაც ვარ :))) ..(აი ადგა და ჩამომაცვა მთელი ძალით:))) ) - სადაც იმაზე სწრაფად შეიძლება დაცარიელდეს ადამიანი, ვიდრე სადმე სხვაგან.. თუმცა ყველაფერი შედარებითია :)) ...
გული... - გულზე მიდის ყველაფერი :) ...
...
ნეტა ცოტა მოვფრთხილებოდით ადამიანები ერთმანეთს::) ... ყველას ღმერთის და ერთმანეთის მეტი არც არავინ დაგვრჩენია :) ...
...
მუსიკა კარგია... :) ... მუსიკა - ყველაფერია :) :) ... და ჰაერი :) ...
...
ცოტა გრილი გაზაფხულია :) მაგრამ ფერებია........................... :) ........

ცოტას ვსაუბრობ...:) ...

კარგია :) ...

ნეტარ არიან მშვიდნი... :) ...

”რა გაგიჭირდათ ასეთი რომ აქ მოხვედით?”...
”და ანტიშხამი გაქვთ?”...

ერთ-ერთი...

განწყობა საუცხოო :) …

როდესაც ვგრძნობ, რომ საერთო არ არსებობს… მხოლოდ დროებითი ურთიერთობები წლების მანძილზე…… და გრძელი საუბრები იმის მიხედვით, თუ ვინ ვისთან ახლოს ზის…
მომენტი-გულკეთილობა _ დიდ მოფრთხილებად მოსჩანს…
როდესაც ვუყურებ აქ ადამიანებს, ვისაც ადრეც ვიცნობდი სულ სხვა კუთხით და სითბოთი ვარ მათდამი განწყობილი _ მიკვირს, რომ აქ ძლებენ :) ..
შეცდომა (მაგალითად, გუშინ თითი მოვიყოლე კარებში სერიოზულად.. _ დღეს აკრეფისას დეფექტში იჩინა თავი.. ვთქვი.. _მეტს აღარ ავღნიშნავ და ავხსნი_თავის გამართლებასავით ჩანს:)) ... !) და დაძაბული რეჟიმი ან დიდი უსაქმურობა _ აქ ყველაზე მოსაწყენი რამაა...
ცუდია, რომ არ მიყვარს ჩარევა.. :) …
ცივა.. :) ...
ალბათ...  _მერე.. ვიპოვი ალმასებს.. :) ...
მერე :) ...


ჩემშია _ მოყოლებული ულოგიკობა.. შინაგანი მობილიზება.. რამოდენიმე ადამიანი _ როგორც კუნძული..

ჩემი ძილის დრო დაიწყო...
და ამ ძილში _ სიჩქარის… სიჩუმის… და გულით ღიმილის დრო...


უცნაურია…
არ ვდარდობ :) …
მიღმაა…
...
ყველაფერ ახალს გაუმარჯოს! :) ...
 ...

მალე მექნება:
Sony-Ericsson J10i2 elm
iPod nano 8Gb
გამოფენა-გაიყდვა 5-6 მაისს :) ...
...
დღეს..  ჯვარცმაა...
ჯოჯოხეთი შეიმუსრება…

ხვალ - აღდგომა..

ნეტარ არიან მშვიდნი...

ლომისადან გზად გერგეტის სამებისკენ :)

როდესაც დაეხსნები ქალაქს................... :) ...
უცხოპლანეტელია ეს _ არაფერი ბეზრდებაო :):):)... ჰო... ის რაც გიყვარს _ არსოდეს მოგბეზრდება... ერთი და იგივე ადგილი სხვადასხვანაირად მოსჩანს და იგრძნობა... :) ... ქარი _ სულ სხვადასხვას ჰყვება :) ... გადახედილზე გახსენებული ლეგენდა _ მომავალს ჰფიქრობს :) ...
მეწყერულად საშიშიაო... სეტყვაც იცის მსხვილი და სად შეეფარებიო... ზემოთ მინუსები იქნება და აბა რა ძალა გადგას ასე თავის გადასადებიო:))...
შიში არ შემოვიკარი გულზე:).... წავედი მარტო... :) ..............
ლომისა...
იგივე გზაზე _ მეცხრედ :) ....არაფერი დამხვედრია იგივედ :) ...




ჩემი ხადა მოსჩანდა ახლოს :) ... სულ ახლოს... ციხეები ჩაჰყოლოდნენ დარაჯებად :) ... მთებიო... ჰოი მთები... :) ......................................... მელოდება წელს... საღთოობაზედ... :) ...




აი, იქითკენ მქონდა გზა საღამოს :) სულ იქით॥ მთებს გადაღმა :) .............
ჰყვაოდა იელი......... :) ...







ნიშთან გრძნობაა შესვლისა :) მოსალმების :) ... უკვე ახლოა.... უფრო.... სულ ახლოს.......




იქ სიჩუმე და გულის სმენა...
ნატვრებზედ ”ამინ”-ად წკრიალებდა ჯაჭვი... :) ...
გფარავდეთ ლომისას წმიდა გივარგი!!! ...




ქსნის ხეობას გადამყურე დავტოვე აქ სულის ნაწილი სულ პირველად ასვლისას :) დამხვდა :) იქ დარჩა :) ...............




წვერშზე ასეთი სითბო არც ერთ ასვლაზე არ ყოფილა :) ...




დედა-მიწის სინაზეა ... ცა ....
















საღამო ხანი იყო რომ ჩამოვედი ჩემს შემთხვევით თანამგზავრებთან ერთად :) ისინი თბილისისკენ წავიდნენ, მე გერგეტისკენ მიმავალ გზაზე დავდექი :) ...







ჩემებთან ვიყავ:) ... აი _ მთლიანად სულით ჩემებთან :) ....
თივა იყო თბილი... სიმშვიდე და ცა ახლოს:) ... ჰაერი სავსე სიყვარულით და მხოლოდ :) ...



არასოდეს მივლია ასეთი ნელი ნაბიჯით :) ... _ აქაურ სავსე სიჩუმეში... სადაც ყოველი სულიერია _ გესაუბრება და გისმენს :) ...

....უძლურია სიტყვა ამ საოცრების ასაღწერად :) ..........................















































საღამოს ელიას მთაზე ავედით მე და მაიკო :) :* ...






აიქოჩრა ნისლი... აივარცხნა :)) ...





დარიალის ხეობაში ღრუბლებს ჩაეძინათ :) :) ............







გაწვიმდა ღამით :) ... წვიმდა დღე :) ...
მე მოვდიოდი......... :) ...








ჩემს სულით... მთით ახლობელს ჩამოვუტანე იქაური სუნთქვა _ სანამ თავად ნახავს მთას :) ... მალე :) სულ მალე :) ........................