თუთა.. ჩემი ბავშვობის ხე ...


ბავშვობაში შტაბი გვქონდა თუთის ხეზე! :)))))))))))))))))) მე და ორი ბიძაშვილი ავდიოდით და ტოტები გვქონდა დანაწილებული :)) იქ, სადაც მე ავდიოდი ვერავინ ამოდიოდა - სამი ტოტი იყო კალათასავით და ზედ ისე კარგად მოვკალათდებოდი ხოლმე, კიდეც ჩამძინებია კითხვისას წიგნით კალთაში და არ გადმოვვარდნილვარ :))) კარგია, ზიხარ, ნიავი უბერავს.. კითხულობ ყველაზე საინტერესო წიგნს, იქვე ნაყოფს ხელს შეაწვდი.. გადაიხედავ და კახეთის მინდვრები გადაშლილა და შორს ცისფერი მთები :)) ... მერე ბიძაშვილებმა ქვემოთ დააჭედეს ფიცრები და გადახურეს.. აღარ მომეწონა ეგ - ქოხივით უგემურ რამეს დაემსგავსა.. სამაგიეროდ ბევრნი ეტეოდნენ.. შემაწუხეს ხმაურით.. მერე .. მერე აბრეშუმის ჭია შემოვიდა მოდაში.. პატარა ცივი მუხლუხოები რომ შრაშუნობდნენ ჩაბნელებულ ოთახში თაროებზე... ჰო და მოვიდა მეზობელი და მოჭრა ჩვენი თუთა...
_ _ _
ადამიანი რომ ყოფილიყო.... ჩემი თუთის ხე საშუალო ასაკს გადაცილებული ფუნთუშებით სავსე კალათიანი ქალი იქნებოდა... რომ დაგყურებს და ყველა შენს წამოწყებას მშვიდად აკვირდება.. მერე ხეზე ასულს რომ შეგეშველება და ტოტებსაც მოსახერხებლად შემოგიწყობს, როგორც ბალიშებს, ლოგინიდან რომ არ გადმოვარდე... ჰო... მუსიკა ეყვარებოდა კიდევ კლასიკური.. ფოთლები სულ ასე შრიალებდნენ :) ... სიცოცხლის ბოლოს მშვიდად გატარება რომ უნდა სოფელში გადმოსახლებულ ხანში შესულ პიანისტკას - აი ასეთი იყო ჩემი თუთის ხე...

_ _ _
მსგავსი მოგონება Natia Khutsishvili-ის გვერდზე ვნახე და ჩემი თუთის ხე გამახსენდა...

მოთვინიერება...

ცხოვრება ათვინიერებს..
სულ თავიდან ცას ახლოს ხედავ.. სიზმარში დაფრინავ.. მერე სიზმარში ფრენაში რამე გეხმარება.. მერე იშვიათად იყურები ცაში...
როცა გჯერა - ოჯახის.. მეგობრების.. დრო გადის და მხოლოდ ერთეულები გელოდებიან ისეთს, როგორიც მიგიღეს... უმეტესობა მათგანი უფრო ადრე იცვლებიან და შენგანაც დაუნდობლად იგივეს ითხოვენ.. - ითხოვენ ჩარჩოებს.. ყალიბს.. ჯაჭვებს.. კალაპოტს.. - რომელსაც თავად მიგითითებენ და გატრიალებენ საკუთარი სურვილით.. გიყოლიებენ უგულო უქმსიტყვაობაში.. გულგრილობაში..
- - -
აღარ უნდათ სიმართლე..
არ უნდათ თავისუფლება..
როცა ეს ორი არ არის - იქ აღარც სიმსუბუქეა, არც სიყვარული, არც წარმატება.. არც სული..
ჯობია პირი არ გახსნან..
- - -
ყოფას თავისი ფერხული აქვს.. ზარბაზნები ისვრიან.. ვიღაც გვტოვებს სულ მარტოს.. დრო არ რჩება მდუმარებისთვის.. თვალებში ჩასახედად.. სიტყვის მისაღებად.. ბგერების და ფერების შესაგრძნობად.. სილამაზისთვის.. ღიმილისთვის.. ერთგულებისთვის.. სიყვარულისთვის.. ეს ყველაფერი ადამიანების გულებში უნდა იყოს და ყოფა კი აცარიელებს.. როცა ადამიანი ვეღარ უმკლავდება - თავდაცვა გულგრილს ხდის... ეს უკვე დასასრულის დასაწყისია..
- - -
და ეჭვი მოდის..
ადამიანები ერთმანეთს ვერ ხედავენ!
ადამიანები აღარ ფეთქავენ...
და ვინც ჯერ კიდევ გრძნობს - მათ კეტავს როგორც მარტოხელა მგლებს..
- - -
ეს მდგომარეობა ხშირად სიცოცხლეს ბოლომდე გრძელდება, რადგან ამ ყველაფრის მერე ადამიანები გრიგალებს ერიდებიან.. სიკეთის არ სჯერათ.. სიყვარული არ სურთ.. ან უბრალოდ - აღარ უნდათ.. - ის პატარა წონასწორობა ურჩევნიათ, რასაც მოპოვებულ სიმშვიდეს ეძახიან და ძარღვის ყოველი შეტოკება და გულის ყველა აჩქარება - უკვე დამღუპველი საშიშროებაა მათთვის..
- - -
ასე ადამაინი გულს კარგავს..იცი როგორი შეგრძნებაა? _ რომ გაიზრდები და ხან სოფელში, მინდვრის ძველ ბილიკზე სიო რომ მოულოდნელად ბავშეობას შემოგიბერავს და უცებ ისე აღფრთოვანდება სული.. აჩქარდება გული.. წამოვა ცრემლი.. ძარღვებში სისხლითაც კი იგრძნობ იმ ბედნიერებას, რაც მაშინ, როცა სული მსუბუქი იყო, სუფთა  და ცა კიდევ ახლოს.. ეს წამიერი შეგრძნება ისეთი ძლიერი, მაგრამ ისეთი ხანმოკლე, რომელსაც დაღლილი ადამიანი ვერ შეინარჩუნებს და თადაცვის ინსტიქტი მერე უფრო მეტად კეტავს და ყუჟავს თავის სიჩუმეშ და უმზეობაში..
ადამიანი ნელ-ნელა ქრება..
ყოფიერება ანგრევს და აქრობს..
თუ ადამიანი თმობს სიყვარულს საკუთარ თავში! - ის ნებდება...

_ _ _
ცხოვრების მთელი არსია - დარჩე ადამიანი!
ისევ მოეფერო ხის ყოველ ფოთოლს.. ისევ გაგარინდოს მთიდან მონაქროლმა ქარმა.. გაგიდიდოს გული ვარსკვლავებით მოჭედილმა ცამ.. აგატიროს ადამიანის დანახვის სიხარულმა.................  უბრალოდ - სასტიკად გიყვარდეს სიცოცხლე ამ მშვენიერ სამყაროში :) ...

მხოლოდ ეს არის ბედნიერება..:)

ჰოლი - ინდური გაზაფხული საქართველოში!

მიყვარს ინდოეთი..
ფერები მიყვარს...
ფერადი ხალხი...

ჰოლი - გაზაფხულია...
ჰოლი - ფერების ზეიმია..

თბილისშიც აღნიშნავენ გაზაფხულის შემოსვლას 12-13 მარტს...
გაზაფხულის შესახვედრად მზიურში გავფერადდით და ვიმხიარულეთ...


ესეც ჩემი გაზაფხული..
ესეც ჩემი ჰოლი...

გაზაფხულს გილოცავთ!

მე და ჩემი ტოტონიკები .....

ისინი ჩემთან უკვე 4 წელი ცხოვრობენ....

ჩემი პატარა მხიარული და ერთგული ოჯახის წევრები...

ამათ თავი ადამიანები გონიათ...

სხედან და მიყურებენ.. თვალებით თუ ყეფით მელაპარაკებიან და ყველაფერს მაგებინებენ...

ეს ჩემი კომფორტის ზონაა...

ეს არის გარემო, რომელიც მე მიყვარს და მშვიდად ვარ...

ჩვენ ერთმანეთის გვესმის! და ერთმანეთის სიცოცხლის ნაწილები ვართ, რადგან გახარება და თანადგომა შეგვიძლია! ერთგულება და სიყვარული! ...
ცუგები საოცარი არსებები არიან! უღალატოები! ჭკვიანები!მოსიყვარულეები!...
მათ იციან მოსმენა, ერთგულება და სიყვარული ...
....


<3 ...="" p=""><3 p=""><3 ....="" br="">