:) ...იყავ ბედნიერი, გფარავდეს ზეციერი! ეძიე... ეწიე ბედს!....... :) ...



ჰო :) ...

შენ ხარ...
შენ ხარ სათნოება! ირგვლივ სხვა დროება
ბრუნავს და ვსასოებ ღმერთს...
მიმყოფე ბედნიერი, მიმყოფე ბედნიერი,
შენთვის ვიმეორებ ერთს..
…ათასი უღირსი, ათასი უხეში
და კიდევ გეტყოდი მეტს...
ათასი უტიფარი, ათასი უმწიფარი
ბედს გააფთრებული სჭედს...
იყავ ბედნიერი, გფარავდეს ზეციერი!
ეძიე... ეწიე ბედს!
ენა იმეორებს... ტვინი იმეორებს...
გული იმეორებს ერთს...

მურმან ლებანიძე

http://soundcloud.com/sharonge/iyav-bednieri