როდესაც დროს ხვდები....

ადამიანი დროსთვის ვერ იცლის.. ამიტომ ჰარმონია მიუწვდომელია და სიცოცხლე გვერდით რჩება...
ნუ ჩქარობთ! :) ... მოუსმინეთ.. შეხედეთ... იგრძენით მთელი სულით! ...

- - -
მე ვიტყვი დროზე, რომელზეც წლებია ვდუმდი...


ჩემი ბოლო რამოდენიმე წლის ტკივილი და სიხარული..

















..................
























ეს არის უბრალო და წრფელი გალობა.. ღიმილი.. ერთგულება... :) .. ის ხმაურიანი სიმშვიდე, რომელსაც ჩემი კომფორტის ზონა ჰქვია და რომელიც ზოგის სიყალბის შემხედვარეს გულს მითბობს :) ...
















რაც არ გერგებაო :)) როდესაც ხარ დედისერთა - შეირგე :)))) ... დას და ძმას ვერ შეიძენ :)) _ რადგან რაც შენ შეგიძლია ის ბევრს ამ ქვეყანაზე უბრალოდ არც წარმოუდგენია :))) ...

- - -

2015 წელი ...

10 ივნისს შანსი ვყოფილიყავი სრულიად ბედნიერი - გაქრა!...
_
ღმერთმა ერთში დამინდო - განვთავისუფლდი ცარიელი, ყალბი მობოროტო და პირფერი ადამიანებისგან...  ჭკუა ვისწავლე!
_
საქმე და სიჩუმეა - გარეთ :) ...
ახლობლებში კი ბევრი საინტერესო, თბილი და ლამაზი :) ...
...
ისეთი ძლიერია რწმენა და მზიანია მომავალი! :) ...

მივხვდი!- მჯერა.. ძლიერი ვარ.. და "მე იგივე ვარ მარად და მარად"...

გმადლობ ღმერთო!

გარემოებები.. ანუ გაფილტვრა...


"ადამიანს დრო არ ცვლის.... 
ის მხოლოდ თავის სახეს ამჟღავნებს.. " 

როდესაც საკუთარი ცხოვრება არ აქვთ, 
სხვის ცხოვრებაში ყოფენ ცხვირს...


"ვგრძნობდი გოიმი რომ იყო, მაგრამ თუ ამ დონეზე შეუგნებელი, ქვეშქვეშა, გონებაშეზღუდული, ცრუ და ცარიელი აღმოჩნდებოდა მაინც არ მეგონა..."

"ეჰ შვილო, მაშ შორენას "მიყვარხართ თინა დეიდა" სულ ტყუილი ყოფილა"

ორიოდ სიტყვა ქართლურ ვირეშმაკობაზედ..

მორიელი არასოდეს მოიშლის კუდით კბენას.. არც ღორი მოიშლის.. კუზიანსაც არაფერი გაასწორებს გარდა...  გოიმი აფრიკაშიც... - ასეთები მხოლოდ ხელს გიშლიან...

სიკეთე...-  ზოგი კარგს აკეთებს იმიტომ, რომ იცის რომ საჭიროა კარგის გაკეთება (ანუ, სხვის თვალში კარგად გამოჩნდება კარგის გაკეთებით) თუმცა დრო სულის სიცარიელეს და ბოღმას ვერასოდეს დამალავს - შტერი - ამას 1 წლამდე ვადაში აჩენს.. ფარისეველი კი ნელნელა.. ხან 10 და მეტი წელიც შეიძლება დასჭირდეს, მითუმეტეს, თუ მეგობრის გულწრფელი სიყვარულით და ნდობით სარგებლობს.. (მეტწილად პოსტსტრესულად რა თქმა უნდა)..

ტყუილი... - იმდენად ბუნებრივად, რომ უკვე თავადვე ტყუვდებიან საკუთარი ტყუილით..

სიცოცხლის სიხარული ადამიანს არ აქვს მაშინ, როცა..- 1. ნატანჯი ცხოვრების გზა გამოიარა.. 2. უღიმღამოდ და უგემურად ცხოვრობს...

მაგალითად - ერთ-ერთი რჩევა: თუ გინდა გაიგო რამდენად ჯანსაღი (ფსიქიურად, სულიერად) გარემო გაქვთ, მოიყვანეთ რამოდენიმე შინაური ბინადარი და ყველაფერი უცებ გაირკვევა.. :))) (ისევ და ისევ - განსაკუთრებული ფარისევლების შემთხვევაში წლებიც დასჭირდება)...

პატიება - მხოლოდ მაშინ არის პატიება, როდესაც ადამიანი, რომელსაც პატიებ ნანობს და არასოდეს გაიმეორებს.. თუ ვერც ხვდება, ან ხვდება და გადაჭრით თავი მართალი გონია, შესაბამისად იგივეს ჩაიდენს - ასეთის პატიება კი არა - ისე შორს უნდა გაუშვა, რომ ვერც ვერასოდეს მოაგნოს შენსკენ დასაბრუნებელი გზა.. :) ...

მშობლებთან.. - გახსოვს დედის ჭირვეულობის გამო მათი არიდებული გაცეცხლებული გამოხედვა, რომელსაც მეორე ოთახში ისე ახშობენ, როგორც ცეცხლს წყალში.. კარგია, როდესაც სახლში რამოდენიმეა - ასე უკეთ გამოჩნდები მოსიყვარულე.. მამა? - მამა ნუ სადღაც მაინც კარგია...

რომ დაფიქრდეთ, თქვენი და მათი საერთო ნაცნობების ყველაფერი იცით - თავად მათგან ერთმანეთზე ნაჭორავები.. ყველა უხერხული ნიუანსიც კი.. პირადული... სკოლის დამთავრებიდან დაწყებული ყველა გვერდით გახედვა, პირველი, მეორე თუ მესამე ღამე და საერთოდ - საცვალის ფერიც კი... - და რატომ გეგონა აქამდე, რომ მათ შენი არ იცოდნენ?! :)))) - ენის ტრიალი - ეს ხომ შეუმდგარი ადამიანების არსებობის არსია?!

"მეგობრობა".. - დაუმეგობრდა მას, ვინც ადრე ძალიან დააზიანა... უფრო ახლოს დაუმეგობრდა.. ამის ფონზე ძალიან დიდსულოვანი გამოჩნდებოდა, რომ არ იყოს ერთი "მაგრამ"... ის სხვებთან ყოველთვის წამწამებდახრილი აღნიშნავს "მართალია ის ადრე ასე და ასე მომექცა, მაგრამ ნუ.. ეს ადრე იყო, აი ეხლა საერთოდ არაფერი მახსოვს"...

როდესაც არ არის საყრდენი, ფასეულობები, ჯანმრთელი გარემო (გრძნობა/მოქმედება) - მაშინ მატერია (გარემო, სულიც კი..) ლპობას იწყებს - ჰაერი, რომელიც აქამდე სუფთა გეგონა იწამლება.. და ის ბევრად საშინელია ნებისმიერ "კუკების" სუნზე :/ .. ის სამუდამოა და ასეთი ადამიანები მხოლოდ ღმერთის საოცრების იმედზე რჩებიან... (ისინი უნდა მოიკვეთო, თორემ ლპობა შენზეც გადმოვა...)...

სოლიდარობა... - (მეგობრობაში არასოდეს აგერიოთ - არაფერ კავშირშია!) ეჭვიანი პრიმიტივების, თუ უსახსრო ენიანების გარემო ადვილი სამართავია.. მათ ერთი ტვინი აქვთ! (ხვეულების ნაკლებობით) ... -  და ეს ისეთი მოსახერხებელია საკუთარი ავადმყოფი რეალობის შესაქმნელად.. ნელ-ნელა ამის იქით უკვე აღარ იცხოვრება.. 

გამორჩენა... - შემოვლითი "დამუღამებული" ფანდებით ზემოქმედება შეძლებულ გულკეთილ უტვინოებზე... ზოგისთვის არც ღირს ამის შემჩნევა, რადგან უცებ დაკარგავს მათ, ვისი სიცოცხლეების ისტორიებითაც იკვებება... ერთი იყენებს - მეორე ერთობა და ორივე მხარე მოგებაშია! (აქედან არის მტაცებლური ჩაჭიდება) ... ფინანსური დახმარების პარალერულ შეურაცხოფას - უთავმოყვარეები იტანენ.. თავმოყვარეები იქ უბრალოდ არაფრის მიზეზით არ გაჩერდებიან...
 აქედან თანაცხოვრება...
მარტივია - თუ დაუკვირდება - გარშემო მხოლოდ უსახსრო და პრობლემატური (თავისი ცხოვრება რომ არ აქვთ, ან მთელი ცხოვრება მხოლოდ პრობლემები აქვთ) ადამიანები ახვევიან, ისინი სახსრებით არიან დამოკიდებულნი სულელზე, "კეთილი გულისას" ეძახიან და ყველაფერში იყენებენ ბოლომდე.. -აბა ამ სახსარს როგორ შეელევიან, როცა ენის ქნევაც მათი ჰობია.. ყველაფერი წონასწორობაშია! - რომ არ ჰქონდეს ფული - სულ 1-2-ს თუ ეყოლებოდა მეგობრად...- თავისნაირი ენიანები და ცარიელები...

ახალი "მეგობრობა" - "-ისე თეო ჯერ ხომ საერთოდ არც ვახსოვდი და თვეში ერთხელ ხან მე ვურეკავდი მოსაკითხად.. რაც შენთან ურთიერთობა შეწყვიტა ძალიან აქტიურად მირეკავს ხოლმე, უცხო ადამიანს მიყვება ქმართან პრობლემებზე, დედამთილმა რა აწყენინა, მაზლის ცოლზე.. ცოტა არანორმალურია.. ალბათ მაგას ახლო მეგობრები არც ყავს"...
რა უნდა მეთქვა? - მხრები ავიჩეჩე..
_ღმერთმა შეგარგოთ ერთმანეთი!...


ყველაზე სევდიანი ისაა, რომ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ჭირში მხარში დგომით თავის გამოჩენა (!), მაგრამ აი შენს ბედნიერებას ვერასოდეს გაიზიარებენ!!! - რადგან უბრალოდ, ასეთები არიან და არ შეუძლიათ!...


... მესმის მათი - ცუდია ალბათ სარკეში საკუთარი თავის დანახვა... 
არც სიმართლისთვის მმართებს ბოდიშის მოხდა! ... 

მე რომ ვთქვა ყველაფერი, რაც თქვენ ერთმანეთზე გითქვამთ 
- დაჭამთ ერთმანეთს!  ...

დედა წავიდა და თქენი სიგველე და სიმყრალე მომაცილა!...


დადებითია (!) - როდესაც ერთნაირი (სიკეთეშიც და სიბოროტეშიც, .. ნებისმიერ სხვა შემთხვევებშიც.. ) ადამიანები ერთმანეთს პოულობენ...  - ელემენტარულად, როდესაც შენს გარშემო შეყრილი ნაგავი ერთმანეთს იზიდავს, ასეთ დროს უკეთ ჩანს მათი სახე, შესაბამისად გონიერი ადამიანი მათგან სამუდამოდ განთავისუფლდება! - ეს ფაქტიურად ბედნიერებაა! (ერთმანეთის ღირსი არსებები)

შორს დარჩა "ნაუშებიანი" ქალი (ლპობის პროცესში მყოფი მატერიის სუნით), რომელიც ქმართან გატარებულ ინტიმურ მომენტებს ყვებოდა და ყვებოდა.. - და მას ასეთივე უსარგებლო ყოფით დათრგუნული სუბიექტები უსმენდნენ და უსმენდნენ..

რა კარგია, როდესაც ამ სიმყრალის გამო გულისრევა აღარ გაწუხებს... :)


/თქვენ არ იცით ნამდვილი მეგობრობის ფასი!
არც და-ძმობა შეუძლია თქვენნაირ კატეგორიას!.. 

თქვენ ჩემი მეგობრობის ღირსები არ ხართ! 
- ან სირცხვილით თვალებში როგორ უნდა შემომხედოთ?!
ერთმანეთზე უარესები ყოფილხართ! 
- ძაღლები ბევრად გჯობიათ ერთგულებით!!!!!
და გმადლობ, რომ გამოააშკარავეთ საკუთარი თავი 
და თქვენი სახით დიდი სიბინძურე მომაცილეთ! ..

- მაგრამ ჩემგან შორს.. შორს..
გააგრძელეთ თამაში ჩემგან შორს!..

და ბოლოს.. იცით რატომ ვერ დააღწევთ თავს უიღბლობას? 
-- იმიტომ, რომ თქვენს გაბოროტებულ გულში ძალიან დიდი ბოღმაა..


"-არც გაბედო იდარდო რამეზე... შენ ხომ ყოველთვის უცხო იყავი მათთვის:) ..."
დასკვნა: ძალიან სულელი ვყოფილვარ, რომ თქვენნაირი სუბიექტები ამდენი ხანი ავიტანე...  - ღმერთს მადლობა ამ ტვირთისგან საბოლოოდ განთავისუფლებისთვის! :) ...


.....მე მოვშორდი თქვენს ავადმყოფ გარემოს (ვიღას მიბაძავთ?! :)) ) და თქვენი თემაც ამოვწურე 
- და გთხოვთ გაითვალისწინოთ:
ზემოთ აღნიშნული კატეგორიის სუბიექტებთან არ ვურთიერთობ!/

ჩემს ცხოვრებაში არასოდეს შემხვედრია  თქვენნაირი ბინძური ადამიანები!!!

- - -
გაფილტვრის შემდეგ...

დიდ დაფაზე კი ყოველ დღე იწერება გეგმა.. აუცილებელი, მნიშნელოვანი, უმნიშვნელო... მერე ასრულდება.. მერე იცვლება.. მერ შენდება.. მერე ფერადდება....ივსება..  და დრო გულთან ერთად ფეთქავს.. უამრავი მზეა და გზაზე, სულში და გარშემო მხოლოდ სიხარული და სიყვარულია! ...

მადლობა ღმერთს! :) .....................