* * * (გამთენიაა.. :) )

გამთენიაა..
მზე მოდის...
გულმა დროს მხოლოდ მზის შესახვედრად გაუსწრო...
მზე მინდა_ დავინახო.. გავათბო.. გავუღიმო..
არქაული ხვეულები ღიღინით გასდევენ შორეული მთების მოვარაყებულ ქედებს..
ღამის სევდის სიღრმით თავმომწონე ზეცას_დღის ბედნიერება ამაღლებს და შლის...
-ზეცა სარკეა სოსოიააააააააააა!!!!!!!!!........ :) ...
სიმშვიდეა რაღაც გასაოცარის წინ...
...
რა მარტივი და მოკრიმანჭულოა სინათლეზე და დღეზე ფიქრი...
სევდას ზეცაში გამოვფენ_რომ მზემ გაანათოს და გაცხრილოს...
შემინდეთ, მე ხომ ღამურა ვარ.. და აი.. ასე მაბნევს დღე..
...
გავიღიმე... :)
მზე _ ამოვიდა! :) ...............

* * * (დღიურიდან.._განწყობა :) )

პირობა...
სიტყვა და დრო...
ისევ შემოდგომა და სევდა, რომელსაც თვალს ჩაუკრავ! _ შენიანია.. :) ... _დავივიწყე და მოიწყინა... :)
...
გაბნეული ვარ...
სამკუთხედივით_ძველ თბილისში დავდივარ!...და მხოლოდ აქ ვქრები_ბედისწერაა!..
...
თავის უფალი ვარ!...
ღმერთმა იცის ჩემი ამბავი!.. არ მიწყრება ... (! :) ) ...
...
ხაიამის ჯოჯოხეთის მოლოდინი მაღიმებს და.. უფლებას ვიტოვებ დროის იქით გავიხედო _ მხოლოდ იმიტომ, რომ თავის იმედი მაქვს!... და.. ვერ გამომიცნობთ! :)) ...
...
დიდი გზაა წინ..
ჩემთვის ეს წუთი _ კიდევ ასი სიცოცხლეა.. და ამას ასი წლის ცხოვრების შემდეგ ვამბობ! :) ... ...
არა და ჰესემ სცადა ჰარმონიულად დაბერება.. :) ...

მიყვარს ჰარმონია! ;) :))) ...........




P.S. რწმენაა! :) სიონია! :) ...........


(ოქტომბერში სევდა მეტია.. მაგრამ არის თითქოს უმიზეზო დიდი იმედი.. და.. სითბო.. ახლა ასე ვარ!...)

* * * (მე მინდა შენთვის...)

დღეს დაიხსნებიან სურვილები...
რადგან შეეხო გულს როგორც მიწას წყლის გადმომჩქეფარე შხეფები..
და ამოდიან მესიჯები მარჯვენა კუთხიდან...
ნუ გგონია რომ გარშემო ისაა_რაც გგონია..
ნურც ადამიანები..
ნურც სუნთქვა..
სიურეალიზმია და ისაა_რაც ინატრე და დაადგინე...
და მოგესურვება კანის გახდა როგორც პატარა გაბრაზებულ გოგოს..
მოწიწებით გადადგამ თეთრ ფეხსაცმელებს სისხლის გუბიდან...
და გაგაკვირვებს სიჩუმიდან ამოსული ბგერათა კვამლი...
ეძებ სიმშვიდეს იქ, სადაც ყველაზე მეტი სჯაა და "დაკავება"...
ელი იქ, სადაც სიყვარული მხოლოდ ზურგს შევლებული თვალების ლოცვაა...
...
გარიდება..
გალია...
შენამდეც უფიქრიათ..
ვიღაც მოვა და აღარ ვიქნებით..
ვიღაც წავიდა და ყველა სხვა გზაშია..
...
მე მინდა შენთვის:
სიმშვიდე!
სიმშვენიერე და შვება!
ღიმილი და სხივი!
ბგერა და ფერი!
სიმაღლე და იდუმალება!
სიყვარული და სახლი!
გული და რითმი!
ლურჯი და თეთრი!
რწმენა და მიზეზი!
...
ის, რაც არასოდეს დასრულდება.............. :) ...............

* * * (შემოდგომაა! ...)

დღეა....
....
და ქარია მგონი...
....
ან იქნებ გულშია ქარი...
ან იქნებ თავში...
...........
უუუუუუ...
ნახე...
ყველა ფანტელი გაჰყვა...
ყველა ლამაზმა და დროგასულმა ფოთოლმა დატოვა დედამიწა...
უკანმოუხედავად და სინანულის გარეშე...
სასაცილოა........
სიცოცხლეა!
შემოდგომაა!

* * * (დრო... )

დრო...
არაფერზე არ იფიქროთ......
ამ ქვეყანაზე არაფერია მნიშვნელოვანი...
სამყაროს ნამცეცი თავად არაფერს ირჩევს....
არც ნიავის მიმართულებას, რომელსაც მიჰყვება....
არავინ იცის, რა სჯობია,... მღელვარე წამი თუ........
მარტივია......
ყველაფერი ძალიან მარტივია...
ხან გონება ისევე იჭედება, როგორც ნეტი.... :))))) (ან პირიქით...... )
და მეც მგზავრი ვარ :))) მგზავრიიიიიიიიიიიიიიიი .........
ყველა ფიქრობს...
აგრეთვე....
არც კი ვიცი, ზოგჯერ რა მინდა დავამტკიცო....
უბრალოდ_ვიცი...
ვიცი დაააააააა...
ვიცი და ბევრს ვიცინი...
ილუზია...
...
ადამიანი სულელია..
იგი თავისი შესაძლებლობების ნახევარსაც ვერ იყენებს...
სიცოცხლე_გაელვებაა... :)
აი ელვა!..._რამდენი ენერგიაა მასში... !
........
ან თუნდაც ვარსკვლავის დასასრული... _ეს უფრო მეტის დასაწყისია......
ანუ...
არსებობას აქვს აზრი...
რადგან ყოველი ასტრონომიული მარცვალიც კი სიცოცხლის საწყისია...
საწყისის უნარი კი ... :))))) ძააააალიან დიდი რამაა!!!!!
ნეტავი რას ვფიქრობ... ?? .........
ნეტავი საით მივდივარ... ?

* * * (დღე...)

ჩამომაცილეთ რაააააააააააააააა...........................
ეს დათოვლილი დილა ყოველ ზაფხულს...
ეს დარესტარტებული ყურთსასმენლები...
ჩამირტყით წითელი კვერცხი CD რუმით... სადღაც ****.გე-ს ტერიტორიაზე შეეჯახებიან ერთმანეთს.. _და აღსდგება!...
მე გაქრობა ვისწავლე და გამქრალების ამოცნობა...
მივეჩვიე მელიასავით და მინდა პატარა იყოს ძალიან_რომ მშვენიერი ყვავილივით მოვუარო და დავიფარო...
...
დღეს სახლში ხელთ ყველაფერი დაცლილი და დაშლილი მხვდება.... _გარეთ მაინც არ გავალ...
...
მხოლოდ ამ ფაილს გავგზავნი სადღაც...
ვის მიუვა..
ჯანდაბას ყველაფერი..
გავგზავნი..
27 წელს ხომ უკვე გადავაბიჯე ..................................................................

* * * (გავღიზიანდი... )

წვიმს...
ვცდილობ დავიცალო წუთებით ისევე, როგორც ცა იცლება წვეთებით..
... კარგია...
...
როდესაც დრო წავა_სწორედ მაშინ მოვა დრო...
... უცნაურია...
...
გავღიზიანდი...
... ალბად იმიტომ რომ არ წყდება ქარი ღამით და დღისით...
მისი ხმა მესამე ოთახში მესმის და ვერც მეხუთეში დავემალები..
მას მხოლოდ ღრუბლებს ზემოთ თუ დავაღწევ სიმშვიდეში თავს...
თან ოოო..რა სიმშვიდეში... :))..
აქაც ვიცინი ახლა..
რადგან ჩამიქროლეს სულებმა და ფოთლებმა..
შემარხიეს...
გამფანტეს და გამიყოლეს..
ნუ მეძახი...
...
ცხრაჯერ დავწერე და წავშალე..
დაიმალა ერთი ამოსუნთქვა..
მიტევებამ დააბრუნა წყრომა და სიფიცხე..
ტყუილმა დააფრთხო სიტყვა.. მაგრამ დათმო..._დამარცხდა...
ნებამ გამიშვა ველად.....
გაყინულ გარემოში სიახლე დაძველდა..
...
გავღიზიანდი...
...
რადგან თავი ხის ჩარჩოიანი სურათი მგონია... "ოთხი ძაღლი საბილიარდოში..."
...
ვიცი რაც მოხდა...
ინტერესები...
სიცოცხლეს აღარ ვეტანები...
...
გავღიზიანდი...
ხო..
და.. სული სულ დამავიწყდა... :( ..................
...
ველი სიახლეს !!!.............. :)
ვუღიმი...
ვითავისებ....
...
თუ შეიძლება... დროზე.... ! ...............

* * * (ყველანიც... დამილოცნიხართ... )

გავჩუმდები...
მერამდენეჯერ ვიძახი ასე...
...
... და კვლავ... კედელს ცერცვს ვაყრი...
და კვლავ მდუმარედ უცხოებს ვერევი...
იქნებ ამ სტროფებში ჩემი სიცოცხლეა?! ...
რაღაც ივსება და ქრება...
დაღლილ გონებაზე ვწერ და მინდა ეს სიცოცხლეში ბოლო იყოს..
...
... კიდევ..
ადამიანებს ვუყურებ..
ნაირ-ნაირებს..
ათასბგერებს..
ათასფერებს..
...
... და გადავწყვიტე...
ის, რომ ყველაფერი დროებითია თურმე..
ადამიანის მოკლე.. უმადურ სიცოცხლეშიც კი_ადამიანებს ერთმანეთი ბეზრდებათ.. ამოწურავენ ხოლმე ერთმანეთს...
სულ.. სულ...
(მე კი ადამიანი მეტად მიყვარდება.. _ამიტომ ... მიჭირს.... .........)
კიდევ მივხვდი, რომ ადამიანი რომ შინაგანად ცუდად გახდეს... მართლა სულ მარტოდ დარჩება...
ამისი არ მჯეროდა.. არასოდეს... ეხლა მივხვდი...
(არასოდეს მივატოვებ!...)
და კიდევ იმას.. რომ...
ყველა სადღაცააა ჩაყინული და არაფერი სწამთ..
და დავიფიცე ცხოვრებაში აღარასოდეს ვიმართლო თავი! ...
ჩემი სულის მე ვიცი და ღმერთმა... _და ეს სრულიად საკმარისია... (მთელი გულით მჯერა!..) ...
მგონი..
რაღაც მარაზმია ეს ყველაფერი...
...
ესეც.. კაცთმოყვარეობის ფარგლებში ვფიქრობდი...
ისე კი.. ოოოოოოოოოოოოოოოოო..........
...
დავიღალე რა...
stret spirit ...
წავედი ერთი.. გავუყევი მე და...
ყველანიც... დამილოცნიხართ.........

* * * (ხვალ სხვა კონტრასტი იქნება... )

და ნეტავი რატომ დავდივარ დღეს სულ ასე გაღიმებული?..

самосахранение! (?)

... ფურცელიც კი ვერ ვიპოვე წერილის დასაწერად...

...

"ჰუმანიზმი კაცობრიობის დასასრულს მოესწრება! "... "ერთი ჯვრიდან 2 საღრჩობელა გამოვა"...

...

ნუ რაღაც მსგავსი განწყობაა ორგანიზმის მივიწყებულ მდუმარე კუნჭულში, სადაც ათეიზმს ახარებს “ზეუცხო” ..

...

ძალიან ხშირად ვმეორდები!..

სტრესია და ვერ გამოვედი :)) ...

მას მერე რაც ტყეში დავიკარგე თუ..

რაც მამაოს სულ ფეხები ვუბაკუნე? ))))))) ... (ოი.. სირცხვილო! ) ...

კიდევ ტემპერატურა ამეწია და ძილის დროსაც კი ბეჭებში ნერვების დაჭიმულ გორგალს ვგრძნობდი... (ერთი დიდი მხიარულებაა )) ) ..

...

ყველაზე სასაცილოა ისაა რომ_ეს სულ არ მადარდებს!...

მიკვირს_რამდენად გამძლე ვარ! ხან ჩავეფლობი ხოლმე სევდაში თორემ..

ისე კი მიბწყინავს მზის მხიარულ სხივებზე თვალები! ...

...

და ... 2-იანი ჩემი ასაკის თავში უნდა იყოს თუ ბოლოში?.. .. ხო..ამაშიც ცოტა ავირიე :))) ...

...

ეს ასეთი ღამეა...

ამ ღამის საკუთარი ფიქრებია...

გადიდებული გულის გრძნობაა მხოლოდ... ))))))) ...

...

წავიდე ერთი დავამთავრო ძერწვა თორემ შემომეფშვნა ის ცარცი ხელში )))))))) ....

...

ხვალ სხვა კონტრასტი იქნება...

...

...დაველოდები............

* * * (თუთა..)

თუთა..
ხე, რომელიც ჩემთან ერთად იზრდებოდა და ზამთარშიც კი ავდიოდი მის მოყინულ კენწეროზე.. .
.. სამი დიდი ტოტი.. დათითოვებული მე და 2 ბიძაშვილ ბიჭს შორის ...
ყველაზე მაღალი ტოტი ჩემი იყო.. იქ უბრალოდ ვერავინ ამოდიოდა.. ყველაზე მოსახერხებელი იყო მოსაკალათებლად და დასაძინებლადაც კი _თუ ადამიანი შეძლებდა იქიდან გადაშლილი სილამაზის ცქერისას თვალი მოეხუჭა ...
დიდი ფოთლები ჰქონდა და დიდი სიცხის დროს ხან თითქოს ქარის გარეშეც მინიავებდნენ და ისეთი მშვიდი იყო დრო! ...
ეს ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი სიმაღლე იყო_რადგან მთა მანამ ნანახიც არ მქონდა ბარში გაზრდილს... _ცასთან ყველაზე ახლოს ვიყავი! იქიდან ადამიანები სხვანაირად მოჩანდნენ..
და დაცული გული შეჰხაროდა სიცოცხლეს...
ხან ტოტებსაც ვესაუბრებოდი და მისი ქერქის ყოველ ნაჭდევს ვუღიმოდი და ვეფერებოდი ...
...
ჩემი ცხოვრების მე-17 წელს თუთა... გადაჭრეს...
...
ვერ დავიცავი თუთა...
...
მას მერე ბავშვობაზე მოგონებამ შეიძლება გამაღიმოს, მაგრამ სევდა დიდია..
ჩემი გადაჭრილი ბავშვობის სევდა... :)

* * * (რაღაც ქრება..)

რაღაც ქრება.. ნელ-ნელა ქრება.. ალბად ისე ნელა_რომ ვერ ვამჩნევთ..
და ეს კარგია_რადგან ისე დაიწყებოდა დიიიდი... დეპრესია ... :)
არა და...
რა კარგად მახსოვს ბედნიერება.. :) ...............................................

* * * (ვიქნებით!!! :) ... )

ვიცი რას ელი...
გამოკიდებული დროს_როგორც ცას...
ცას რომელიც აღარაა..._ისევე როგორც დრო...
და ჩამოიყრება ყოველი ვარსკვლავი...
და ვეღარ იპოვი კლდოვან ბილიკებს მწვერვალებიკენ რომ ხელი გაიწოდო და გაფრინდე...
აქ მეტად ჩეეულია ყველაფერი...
დაიზომეს აბლაბუდები საყვარელმა ადამიანებმა...
რამდენნი ყოფილან...
გაიბუტები...
დაჩუმდები...
იმხიარულებ...
სიცილით ჩაიხუტებ მათ და აღარ მოხედავ...
მოხედვა ხომ ცუდის ნიშანია...
...
წასვლა ყველაზე ადვილია..
არაა ძნელი.._იმაზე მეტად ვიდრე სიცოცხლე..
....
და... სანამ.. აქ.. ჩემს გულში სიყვარულია...__ ელოდე აქ _ მანამ მე წავალ!... :)

ვიქნებით!!!!!! :) .............................
...................................................................

ზღვის პირას ...

ვუსმენ..
ვითომ რუსული რომანსის ტკივილს ვატყუებ?!...
ზღვის ნაპირას ტალღები ეულ გამომშრალ მორს ასკდებიან..ზედმეტია მორი..
და მეც მორივით...........
...
1 ღამეც..
მერე.. მერე ნაპირი ისეთი თავისუფალი იქნება..
მერე.. მორი ისე ჩათბება ტალღებში..
ზღვა ამშვიდებს... ზღვა ცივია..............
სითბო მხოლოდ ბუხართან დარჩება და ...
მე მკაცრი თოვლის სუნთქვას დავეწაფები_ბუხარს გამოქცეული...
(-ეს ხომ სულ ასეა! _ გამცინებს ნაცნობი...)
ეს სულ ასეა..
და მე გავურბივარ ბუხრის ხალხს..
მე ვთბები ცრემლით..
მე ვთბები ძებნით...
მე უკვე მხოლოდ ვარსკვლავებს ვუღიმი..
იქაც სიცივეა...
დაბადებიდან მარტო ვიყავი.......
არ მინდა.........
ვუძლებ!.......
:)
ნეტავი შეიძლებოდეს სიცოცხლის გამოძინება!......... :) .....

* * * (დარჩა...:) )

ვის ელოდები სიმარტოვეს ჩაჭიდებული?..
...:)
იგი...
რაღაც პარალელი გაივლო და შვეულად ჩაეკიდა ამ პარალელებში...
გაიტანა სარკეები დარბაზებიდან... რადგან სული ამხილეს სიბერეში....
იდგა საფლავთან_რომელიც უყვარდა და დროს ართმევდა მოგონებით...
იხსენებდა წლებს_როდესაც ყველას დაემშვიდობა..
და მაინც იყო...
დაივიწყა ბავშვობის ყველაზე ლამაზი ხედი ტოტიდან, რომელიც მოჭრეს...
...
მერე გარშემო...
მერე მიწაში..
მერე ზეცაზე...
...
ერთადერთი გამოჩნდა..
სინათლე... პატარა და თბილი......................
დრომ საკუთრად მიაღებინა..
გულში ჩაიკრა .....
მას მერე აღარც ბოლოს დალოდებია.. აღარც დასაწყისს...
უბრალოდ... _ დაიტოვა...................

და მხოლოდ მისით დარჩა!!!.... :) ....

* * * (მაპატიეთ)

ზამთარია...
ისე დათბა_გაზაფხულიაო ამბობენ...
ტყუილია _ ზამთარია ისევ.. თოვლი კი არ ჩანს.. თორემ თოვს.. ვერ ხედავთ?.. მე ხომ არ გგონივართ გიჟი ან ცრუ?... თოვს...
...
მეგონა შემეძლო:
მოსმენა
გაგება
ფიქრი
ღიმილი
ოცნება
რწმენა ...

აღარ მგონია.. არ შემძლებია....

სითბო იყო სადღაც... რა ვიცი.. გულებში...
არა და ყველანი გაჩერებებზე ჩამოდგნენ და ახმაურდნენ... ისე დამაფრთხეს_როგორც ღამურა შუქით...
...
ვისაც არ უტირია_იტიროს ჯობია... რამდენი დაღმართია ცრემლისთვის...
...
გული ეგოისტია...
მას უნდა მხოლოდ თავად სტკიოდეს...
მას სხვისი არ სჯერა..
მას არ უნდა გადარჩენა...
დიდდება...
...
მეტკინა...
...
არა და... ისეთი სიმშვიდეა როგორც კუბოში...
...
მცივა
...

მაპატიეთ.

* * * (სიზმარი იყო... არ დაუჯეროთ სიზმრებს_ავია მათში... :) )

(დრო)

ალბად... საცოდავია თავისი სიმარტივით რომელიც მოიტანა დიდმა სიყვარულმა და სითბომ...
შეეხო ძველ მუსიკას ახლად გამღერებულს... ხმაურია..
დარწმუნებით ხელი ჰკრა და გააცია.. დაღლილი და დიდი_რასაც ჰქვია გული...
კიდევ შეუშვებენ ოთახში_რომელშიც არაერთხელ ეძინა და აღარ იცნობს კუთხეს.. ბზარს.. მტვრის სუნრნელს...
წარსული_როგორც ტვირთი და როგორც შეხვედრა...
ტყეში დაკარგულს დაღმართი აშინებს.. არც ერთი ხე არაა სანდო...
ადამიანები.. _არ არიან.. არიან.. ზედმეტნი... ცოტანი... _გაიჭედნენ..
“სიცოცხლე”_მხოლოდ სიტყვაც ღლის... _სიცილია ბევრი... ძილია გრძელი.. იმედი ზარმაცია..
...



(სითბო)

-ზევით...ზევით..მხოლოდ გადაიფრენს.. ვერ გავაჩერე... _ დაპატარავდა... ზამთარში რომელიღაც წითელ კენკრას მიყინული ბეღურასავით...
ჩურჩულებდა და იღიმებოდა...
იღიმებოდა და ცას თვალს უკრავდა... (არასოდეს გასწიროთ!) ...

"ესეც გაივლის!"...
ღმერთია ჩვენთან!!! ...
...



(ისე)

ოოოოოოო... დაღამდა....
ღამურა ვარ..
ისევ ამოვიხედავ ქვევიდან ზევით და მოვუსმენ ჩახეხილი ხორხის შეკავებულ მოთქმას...
. ჩემს თვალებში ათასი ნაპერწკალია გამოკრული...
ათასი ვარსკვლავია და რას დავიდევ მზეს?! ... _ჩავაქრე...
ფიქრები მხოლოდ მელოდიაა_რომელიც ქართან ერთად მყარად ჩაჭიდებული ბრჭყალების რყევას გამოდევნებულ წრიპინში იკარგება..
_დრო გავაჩერე..._ჩემზე მეტად ხმაურობდა!...
..............................
ღამურა ვარ!...
.......... უბრალოდ... დაღამდა ..........
...



(სულში...)

მე ისევ ვწერ..
არც ვიხატავ რამეს.. უბრალოდ_წერა ჩემი აგონიაა..
ჩემი უიმედობაა..
ყვირილია..
ვერ მივყევი სიტყვას მუსიკაში_ვერც მუსიკას სიტყვაში...
სულის გაფრენის შემეშინდა.. შემინდე სულო_პატარა ვიყავი მაშინ..
...
ახლა მე ერთი დიდი სიმშვიდე ვარ_გამოწერილი და დადგენილი ჩემი თავისთვის!..
მაგრამ...
მე ვწერ და ვკარგავ..
მაშინვე ვკარგავ, რადგან აღარ მინდა რაიმეს მოჭიდება...
...
ჩავიცვამ ლურჯ საწვიმარს და შევეფარები ლურჯ კვირტებიან ხეებს..
ავიტან მხოლოდ ლურჯ წვიმას ჩემს დაღამებულ სახეზე...
ლურჯი დაღლაა...
...
საოცარი სიმსუბუქეა და გადარჩენის იმედი! _ გაბნეული ლოცვით, განუზომელი სიყვარულითა და ავადმყოფობით გადიდებული სიცხიანი გულით...
...
მე მოვეფერები საკუთარ ლურჯ სულს_რომელმაც გამიღიმა და ზღვის ამონასუნთქი წვიმით გამოვიტირე_ჩემი სიცოცხლის უღირსი წამებით...
მერე.. დიდხანს ვიჯდები პაწია ხატით ჩახუტებული ლურჯ ქარიან სანაპიროზე და გამორიყულ კუნძულებს დავცინებ...
და როდესაც უკანასკნელად გავივლი ლურჯ ქვიშაზე_ ნაფეხურებს სიამოვნებით გააქრობს მეწამული ზღვა ... და ..

ხატს გამორიყავს....................
...



(სახლში...)

ასე მგონია_ამ ძველ საწერ მაგიდას ერთი საიდუმლო სამალავი აქვს..
რაღაც.. განსაკუთრებით მოაქვს ნიავს წარსულის სურნელი...
.. ვიღლები.. ისე, რომ... აწმყო აღარ მინდა...
სულ ჩრდილშია..დაობდება ალბად მალე.. მენანება, მაგრამ ინტერესით ვაცლი დროს მის განადგურებას..
ეს მე ვბერდები..
კიდევ..
დედაა.. სძინავს.. საწოლს გარშემო ვუვლი.. თეთრია მისი თმები.. მზისგან ნასესხებ მთვარის სხივებზე თეთრი..
ვეფერები... იღიმება ძილში...
მერე... მე ეს ბედნიერება ყველაზე მეტად მატკენს გულს!... გული უნდა დავხუჭო....!..
...
რაღაც იმალება ოთახში..
მიყვარს სიბნელე და.. ოთახში კი სულ რაღაც იყო..
სევდა იყო_კედელზე დაწერილი........
ერთხელ მატარებელივით ჩაიქროლა.. _ და მაშინ ერთადერთხელ დავცინე სევდას..
მას მერე აღარ.........
მივეჩვიე...
აღარც კედელს აქვს ექო..
ბოდვაა..
წარსულს რომ ვესაუბრებოდე.. არა, ის რომ მესაუბრებოდეს მაშინ.. მეტად თამამი და ბედნიერი ვიქნებოდი...
ეხლა კი..
სადღაც ვარ.. არც კი ვიცი სად?!...
ნეტავი ამ ბოლო დროს მართლა მოხდა რაიმე კარგი?..
აზრი კლებულობს.. სითბოც..
მიდის ბევრი..
იმაზე მეტი შემძლებია_ვიდრე მეგონა... გაძლებაც და... დანებებაც...
უდროობაა...
ღმერთო.. ხომ მეტყვი, როდის შემეძლება წასვლა?!.. ... :)
თეთრი ლურჯზე...
სიმშვიდეა ...................................
...

(სიზმარი იყო... არ დაუჯეროთ სიზმრებს_ავია მათში... :) )

* * * (იცი ვინაა დაღლილი?... )

* * *

იცი ვინაა დაღლილი?...

დაღლილი სპილოა ჩემი მობილის დესკტოპზე, რომელსაც საათი უჭირავს ხორთუმით და სული, რომელიც ასცდა დროს და თავის წილს ზიდავს!...

დაღლილი... ძაღლია, რომელსაც არასოდეს ჰქონია კერა და მთელი ცხოვრება საკუთრობის ნიშნებს ტოვებს უცხო ხეებზე თუ პურის სუნიანი სახლების კედლებზე...

დაღლილი... ბუმბულგაცლილი თუთიყუშია, რომელიც პატრონის უყურადღებობამ სიჩუმის პირობადადებულს ბუმბული დააპუტინა და მალე სიმარტოვე ჩააბარებს მოლაყბე თუთიყუშთა სამოთხეში...

ადამიანებში კი ეს ყველაფერი ასმაგია! ....




* * *

რეალობა!
ერთადერთი, რომელიც წინ არ მეღობება, მაგრამ ვებრძვი_რეალობაა!
არც ვემალები ..
მაგრამ ვერც ვეგუები...
ნაკლული ადამიანი თუ... დაკარგული დრო?.. დროში დაკარგული?...
"თავი ის მოჩვენება ეგონა_რომელიც ჯერ არავის მოსჩვენებოდა..." ...
დღეს მზეა! ...
დროებითი და ცივი სხივები! ..
მეტი სინათლე..
მეტი! მეტი!... _რომ გავიცრიცო და ... გავქრეეეეეეეე! ...
...
ტყუილია ეს მზე...
ხვალ ისევ გაწვიმდება!
ზეგ_გათოვდება!
მაზეგ_მოყინავს! ...
...
ზამთარია! ..
...
ეჰ...
სითბო გვაკლია სულში!




* * *

სუბიექტური...
ძალიან ამეკვიატა ბოლო დროს ეს სიტყვა..
ჰო და ვერაფერმა ვერ მომაცილა..
ვერც ქარმა..
ვერც წვიმამ...
ერთ მამაოს ვესაუბრე...
გავბრაზდი..
ვუთხარი...ხშირად ცოდნა სულს გზას ააცდენს მეთქი! _რადგან სწორი გზა მხოლოდ უჩინარი და ბეწვის ერთი ციცქნა ხიდია!...
ჰო..და...
არაა...
რატომ გქვია ბერძნული ქალღმერთის სახელიო?! ...
კიდევ...
ხომ არ გგონია, რომ სხვას შენზე ნაკლები სიყვარული შეუძლიაო?!...
...
ჰო და ვზივარ ახლა..
მზის სხივებს თვალებს ვუჭუტავ და მრცხვენია ...
ნერტავი რას ავცდი?..
ნეტავი_თუ ავცდი?.........
...
ჯერ კიდევ მზეა!... :) .......




* * *

თოვს...
არ შემიძლია შევწყვიტო..
ნუთუ გაუგებარია რითი ჰგავს თოვლი დროს?.. _ვერ ვაჩერებ... !!
მარჯვენა ხელი გამეყინა... _ მაუსის და გულის ბრალია!... :) ...
არ გამიზომოთ მგრძნობელობა სიტყვებით!... _რადგან გულში ბევრად დიდი და ... ცოცხალი სივრცეა..
....
ამინდის-გარეთ...
...
ვცვლი მუსიკას...
...
მარადიული?!.. _გული.. და სიყვარულია!...
.......:)

P.S. როდესაც მკითხავენ: ასეთი.. მხიარული...ამ სევდას მართლა გრძნობ თუ იგონებო?.. გული დამწყდეს?!!!!!!!!!!!.. მე ხომ... მხოლოდ იმედი მომიგონებია...!!! ... :) ...........




* * *

კუნთები ამეტყველდნენ..
როდესაც სიმშვიდე ჯვარს ვაცვი ...
შეიპარნენ ძარღვებში ჭიანჭველები..
პატარა გოგოს ნერვები დავაზომე...
მიწას მიჯაჭვულს მეორე კბილა უკრავს თვალს ზეცისკენ..
...
აგონია _ დიდი სიმშვიდეა!...
და სხვისი განცდა_როდესაც მისი სხეულის ტემპერატურაც კი შენია...
გონება თუ გული!!!!...
სადღაც ძალიან შორსაა კითხვითი ნიშანი..._ალოგიკურობა არ სვამს კითხვებს... _უბერავს....
...
დავიწუნე! _ პირველმა ვიოლინომ_ვერ შეკრა სულები!!!...
დაფანტულები..
თავს გასულები..
...
განერიდება..
ერიდება...
სულისეული..
ვერტერისეული...
და უფრო გამძაფრებული.... მოჩვენება..
...
ხედვაა უძირო სხეულში..
ფანქრით მოხაზული სიცოცხლის საზღვარი..
ღმერთი და განტოლება..
ჩაკეტვა დ "მე"...

დასასრული რწმენაა...!.................




* * *

ცხოვრება..
არის ზღვა..
რომელშიც ყოველ ტალღას თავისი წილი მზე მოაქვს და ყოველი მათგანი_თავისი ჰაეროვანი გადავლებით გვიქარვებს უსიცლცხლო ფსკერზე საზარელ ფიქრებს...
არის სახე..
მიმყოლი თავისი მიმიკებით და გაუაზრებელი მანამ, სანამ არ გატკენენ და თავს ჩაუფიქრდები..
აი მერე ქმედებებთან ერთად სახის მიმიკებსაც იხსენებ..
უცნაურია.
არის გული_როდესაც გაანათებ და უფალს ანდობ...
და რა არის იმაში, როდესაც გგონია რომ ამოწურე ადამიანი და ახლა ცდილობ გაახარო თუნდაც სულ მცირე ხნით..
მაგრამ ეს გახარება მხოლოდ მაშინაა სამართლიანი_როდესაც ჯერ თავად გულწრფელად გიხარია და გულწრფელად ცდილობ გაუზიარო..
ისე კი ყველაფერი ხელოვნურია, დროებითობისთვის განწირული გამეტებაა..
თამაშია ადამიანის სიცოცხლით..
ხო... ხო...




* * *

აღმოვაჩინე_რომ მხოლოდ ვსაუბრობ...
ის, რომ სულ ვხსნი..
ვხსნი გრძნობებს..
და ხან თავს ვიმართლებ..
არა და არც ერთი არაა საჭირო.. .. ეს ხომ თავისთავადაა _ ღრმად.. გულში... ... თვალებში_სულის სარკეებში...
...
ისე ვარ თითქოს _ რაღაც მშვენიერი აღმოვაჩინე..
მიღიმიან სურნელოვანი მოჭრილი ვარდები... _ისინი ისეთი მშვენიერები არიან რომ მე..
ჩემი წუთი დავაფასე ამ დედამიწაზე ...
უცნაურია..
მინდა მოვასწრო_სანამ ეს მელოდია დამთავრდება..
და მერე რაღაც დამთავრდება_იმიტომ რომ რაღაც დაიწყოს..
...
უბრალოდ_სიცოცხლე გვიყვარდეს ადამიანებო! ...
უბრალოდ...
გვიყვარდეს! ...
..
... გეფერებით! ...

მიყვარხართ! ...




* * *

როდესაც მოჭრეს ხე_სადაც ბუდე მქონდა გაკეთებული _ გავექეცი ღიმილით ეზოს და მის გარეთ ალუჩაზე დავიდე ბინა..._პირველი რაც თვალში მომხვდა შესაფარებლად..
შემიკედლა..
მიმიღო..
ჩამიკრა..
სათითაო ეკლით მომეფერა და...
ნაყოფიც მომცა...
ისეთი მადლიერებით გამოვართვი_უკვე მისი ყველაზე მაღალ ტოტის ახალმა ჩიტმა...
მაგრამ ...
მჟავე იყო ალუჩა...
არა და მაშინ_რომ მშიოდა...
დამაპურა!...
რატომ დავწერე ეს _ არ ვიცი..
უბრალოდ..
სიმჟავემ გული გამიჩერა... _ალბად ეს უფრო მახსოვს ალუჩისგან..
მისი მადლი დამავიწყდა...




* * *

ვწერ...
ყოველთვის არ მინდა წერა..
თვალებში ყურება მინდა და მოსმენა..
უბრალოდ..
უბრალოდ.._რაღაც სიმებია..
რაღაც სხივებია..
სიტყვებია_გაშვებული ჩუმი ხიზნებივით...
გრძნობები არაფერია..
მან გაუგო ადამიანებს..
მან დაიმორჩილა ადამიანები..
და მერე შეებრძოლა დროს და ღმერთს..._რაც მის შემეცნებაში ერთი და იგივეა..
უბრალოდ..
სიამაყემ ვერ დაახევინა_თორემ იცოდა საკუთარი დამარცხება..
დემონური ბუნებაა..
დამარცხებაშიც შეეწინააღმდეგა ღმერთს _თავისი ნება ჰქმნა უზენაესად (რადგან ღმერთი უსამართლოდ ცნო_მისი გამთელავი და დამჩაგვრელი..)..
...
ეს ყველაფერი მოხდა...
ეს ყველაფერი ახლაც ხდება..
...

იქნებ გადავრჩეთ!? :)

მოგვიხსენიეთ!...


(2007)

* * * (ჩემგან რას ელოდები.. არ მოდის არაფერი..)

ჩემგან რას ელოდები.. არ მოდის არაფერი..

მეგონა..
როდესმე მექნებოდა.. ბაღი და ელექსირად დავაყენებდი ღვინოს..
როდესმე.. ისე გამიხარდებოდა სიხარული რომ.. ჩემი სიცოცხლეც ღირებული მეგონებოდა..
არასოდეს დასრულდებოდნენ ადამიანები საკუთარი სიკეთით...
რომ როდესმე არასოდეს მოკვდებოდა იმედი......
და მკაცრად ვითხოვ საკუთარი თავისგან..
და მივუშვი გული რომ იფეთქოს თავის ნებაზე...
და დავაჩუმე სევდა_რომელიც ასე ხმამაღლა დამცინოდა ღვთის უმადურს...
...
არაფერია მუდმივი ცვალებადობის გარდა...
...
და ამაოა ყოველი სიტყვა_რომელიც სახარების გარეთ ითქმება...
ამაოა გრძნობა_რომელიც მარადიულ სიცოცხლეს არ შესტრფის..
ამაოა სული_რომელიც ვერ უგებს და ვერ შველის სულს... საკუთარს.. სხვისას..
ამაოა ყოველი მწვერვალი_თუ მასზე ფეხის წვერებზე არ აიწევი და გაფრენას არ სცდი.. შეძლებ...
...
მე თავისუფალი ვარ დროში.. მესაუბრე.. ან მაგრძნობინე ყოველი შენი მოწყალების ჟამს... როდესაც იფიქრებ_რომ არ ვარ ზიარი და ყველა ფერი დავუთმე ღიმილს_რომელიც უთქმელია.....
მესმის.. შენი ცდაც... მაგრამ ჩემი დრო ისე გავიდა რომ _ შენს რწმენაში დღეს უკვე ერთადერთი ჭიქა წყალიც კი დავაშრე..._რადგან სუსტი ვარ და რწმენის გარდა - უბრალოდ.. კეთილი.. ლამაზი ოცნებაც შემეძლო...
ვიცი.. ეს სიცოცხლეც მაცალე ...მაგრამ ..

ჩემგან ნუღარაფერს ელოდები.. არაფერი მოვიდა...................................

* * * (ფოთოლი)

ცა...
იელვა..
გაანათა..
ისიც_სადაც მოვხვდი.. :) ...
ალბად ისიც_სადაც მივდივარ.. :) ...
მე ისეთი მსუბუქი ვარ... :)
და რომ დამაწვიმს_თვალებს დავხუჭავ და ... გავყვები ფიქრებს.. :) მე ხომ ფიქრების მეტი აღარაფრი დამრჩენია.. რადგან ჩემი ფერი უკვე ყვითელია.. :) ..
დღეს მხოლოდ ერთი დამაკვირდა ხიდიდან.. :) ..
სული ვიცანი..
ისიც ჩამოვარდა და მისი ცხოვრებაც ერთი დიდი შემოდგომაა.. :)...
სევდის დაღრჩობა უნდოდა ალბად..
არა და.. სევდამ კარგი ცურვა იცის.. :) ...
მეღიმება... :)
უბრალოდ.. ასე გავხმი.. :) ...
ასე გამანიავეს ცხელმა ქარებმა..
ალბად ესაა ჩემი სიმშვიდე.. ჩემი სულთსაყუდელი...
იქნებ რაიმე მომენატროს..
სიმწვანე..
ქარის ფრთები..
კენწეროზე ხომ მზე პირველს მე მანათებდა მთელს ამ ქალაქში..
რომელსაც.. უკვე.. დამაშორა დინებამ...
...
ვეღარ ვიღიმი..
მეძინება..
...
სულ ესაა...
....
და............
...
.... გული... გული მეც მქონდა....!....... :)

* * * (არ მთხოვო_მაჩვენეო სევდა...ვერ გაიზიარებ...)

"სევდის ბედი დამებედა" ...
...
არ მთხოვო_მაჩვენეო სევდა... ვერ გაიზიარებ...
...
რადგან სუსტი ვარ და გამოგეტირები.. _ და მოვა მხოლოდ დროებითი შვება... (გმადლობ შვებისთვის...!)

რადგან ავუწევ ხმას და მთვარის გაღმერთება პირდაპირ გონებას იპყრობს...

რადგან ქაოსიდან გამოხსნილ სიტყვებს და რითმებს მივანდობ ზღვის სუნთქვას_როგორც პოეტი სიცოცხლეს!_დაგიტოვებ ღიმილად და აღარასოდეს დავუბრუნდები ნაპირს...

რადგან წიგნივით ვარ გადაშლილი და ვხალისობ_როგორ ცდილობენ გამშიფრონ, გამაანალიზონ ან ამომიცნონ..._ფუჭია ყოველი... მათ უქმობას ამტკიცებს...

სევდა ღამეა?.. არა.. სევდა ღრმაა და ის ჩრდილი კი არა_მზეა...

და კიდევ... მახლობლები_მეჭიდებიან და ამით სიყვარული ვიგრძენი თითქოს... ზოგი კეთილია... _მაგრამ სევდასთან _ ამაოა ...
...
სევდა სიკვდილამდეა...
...
და მხოლოდ ყველაზე დიდი_მშობლიური სიყვარული აგრძელებს მთელი ცხოვრება ბრძოლას ჩემი სულის გადარჩენისთვის _ რადგან ყველაზე წმინდა და ძლიერი ძალაა ხილულ და უხილავ სამყაროში!... კურთხეულია!...
...
მე კი მივფრინავ სადღაც სილურჯეში ...
სულში სიმშვიდე და ღიმილია_რადგან ჩუმია სევდა და მაკავებს..
მიჭერს და ხელს მკრავს_როგორც რაღაც გადამდებს და მომწამლავს _ გამოშვებულს მხიარულ ხალხში...

მომერიდე! :)

არ მთხოვო_მაჩვენეო სევდა... ვერ გაიზიარებ... :)
...

* * * ( არასოდეს დათმოთ ფრთები ! ..... )

მთავარი სულის უსაზღვროებაა...
ყოფა ამოკლებს ფრთებს.. ანელებს სურვილს..
ღამეში ქარის მოტანილი სანთლის ფრთები მირჩევნია... ერთხელ გაფრენა..
ის, რაც დაილექა.. ის რაც დამშვიდდა.. მეგონა მოკვდა.. და აზრიც აღარ მქონია.. გზაში დავკარგე.. ...
...
ისევ ბავშვური წყობა..
ისევ პანთეონში მოძებნილი გახუნებლი სურათი და განელებული მზერა..
იები აჩუქეთ_როგორც სიცოცხლე!!!!...
გაზაფხულის პირველ დღეს ვაჩუქებ..
...
ძვირფას ადამიანს გაურბის გული და უფრო ძვირფასს პოულობს..
სევდას და სიჩუმეს..
ადრე ეს უმადურობა მეგონა.. ახლა გამახსენდა.. უფრო ადრე ხომ ასე ახლობელი იყო ...
საკუთარი ხედვა და სუნთქვა იყო..
სავსე..
მერე გავექეცი..
მივაყარე დიდი წიგნები და ჩირჩილდაჭმული თავსაფრები..
...
დღეს სადღაც მივდივარ..
ეს დღეები სულ სადღაც მივდივარ..
მინდა წასვლა..
ისე მტკივა რაღაც_თითქოს გული გამითბა, ყინული დაიძრა..გზად ყველაფერი დასერა..
რამდენმა რამემ შემახსენა თავი..
მკვდარი ვყოფილვარ..
ის, რაც ჩემში იყო _ მხოლოდ დამწვარი ფოთლები იყო...
დამმარხა...:
მოლოდინმა...
სიცივემ და..
გამჭვირვალე თვალებმა...
გარშემო მრუდე სარკეები დააყენეს და..
სითბოს ძებნამ...
ამაოებამ...

სულმოკლე....

ისე ჩავიმარხე..ასე მგონია ჩემი დარჩენილი წლები აღარ ეყოფა მის გაცოცხლებას.. შეგრძნებას.. ხელის გაშლას!.....
...
ახლა მაინც უშვით ხელი ფრთებს...!........
მარცვლის შეგრძნება ცხოვრებაში_როგორც ერთადერთის და აუციელბელის_.როგორც დოლაბში.!....
თუნდაც...
მაინც ვერ ვიტყვი_გულს!
გული დიდია......
...
ღიმილი_როგორც მკვდარი ადამიანის სუნთქვა! ჩემს გულში აღარაა სევდა! ჩემს გულში _ ამაოებაა!
არასოდეს დათმოთ ფრთები!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!


(ჯერ ასეა) ...

* * * (James Blunt "You Are Beautiful")

შენ მშვენიერი ხარ... :)))))
შენი სიცოცხლე ალმასია და მზერას სერავს... :) ...
ყველაფერი ახდენილია და სიმართლეა..
ისეთივე საოცრებით_როგორიცაა სიყვარულით გახშირებული შენი მოფრთხიალე გული! :) ...
...
ერთი პატარა გოგონა იახლოვებს დამშვიდობებას და წარსულის გაშვებულ სითბოს..
მეორე პატარა გოგონა კი უღიმის ჯერ შეუცნობი სიყვარულის ისეთივე ცისფერ ჰორიზონს_როგორიც მისი თვალებია და სამოსელი..
რა იქნება მომავალში_არავინ იცის..
რადგან მოძრავია სიყვარული და მუზა_ისევე როგორც ყველაზე მხიარული და შეუდრეკელი მზეჭაბუკი_ფრთიანი ფეხსაცმელებით :) ...
და მისი სიცოცხლის ყოველი ნაბიჯი_მსუბუქი ნიავია ღრუბელზე დაბიჯებისას... :)
...
რაღაც ძველს გაგონებს_იმას რაც ძვირფასია და ქვეცნობიერად თუ არ მოეფერე და დააღწიე თავი_ისე მეტად გაგიჭირდება...
და ემშვიდობები ყოველს წარსულში _ თავად შენს ახლობლებსაც...
და მათ სიყვარულით გააკრავ შენს განახლებულ კედლებზე...
და მოდის ის_რაც უკვე შეიძლება დაიტოვო და გაჰყვე...
სადაც ყველაფერი ახალი და დაცულია...
სადაც ყოველი დაბერვა ბევრად არაპროგნოზირებადი და ფერადია...
უცხოა_როგორც ყველაზე გარიყული ფოთლების სახლის მაცხოვრებლებისთვის ცივილიზაციის გამოძახილი და მახლობელია როგორც ელფების ფრთების წკრიალი.. :)
...
ის.. რაც გგონია.. იმას რასაც გრძნობ... მხოლოდ მშვენიერებისკენ და სითბოსკენ სწრაფვაა..
რასაც სევდის რაინდივით თავად ამწვდევდი და გულისსაწიერში სიყვარულის, მონატრებისა და სითბოს, სათნოების და რწმენის გულში ჩახუტების ბედნიერებას კეტავდი.........
გაშალეეეეეეე..........
გაუშვიიიიიიი...........

ეს ფრთებია და გაფრენაააააა!!! :)))))))))

გული_შვებაა....


გული_სიყვარულია!! :))) ...


...


* * * (დილა...)

დილა...
5.30....
თითქოს ჩიტების ჭიკჭიკის გარდა არც რომელი ხმა არ არსებობს დილით, დედამიწაზე...
მშვენიერია, როდესაც მზე პირველად სხივებს ღრუბლებს ანდობს და მათი სილუეტები რბილი მიმდევრობით იკვეთებიან აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ...
ფანჯრები ციცინათელებივით ინთებიან და შემდეგ დღის ნათელში იკარგებიან...
გული გრძნობს მოსალოდნელი დღის მოულოდნელობას და გაფართოებული თვალებით იჭერს ყოველ ამოძრავებულ წამს...
სწორედ ამ დროს აღწევ თავს სიზმრებს და გჯერა, რომ სიცოცხლე ის კეთილი ზღაპარია, რომლის მოსმენისას ბავშვობაში სიხარულით ტიროდი.................................
და ყოველივე ამას ერთ მთლიანობაშიც აღიქვამ............
უბრალოდ, გულში რჩება წრფელი, მძაფრი, დაუვიწყარი აღტაცება!...
ბედნიერება! :) .........
გათენდა...
გათენდა... :) .........

* * * (სიმარტოვე...)

"ისე მიხარია ახლა -
ძაღლი რომ იპოვის პატრონს."

ლევანა


* * *

..მეგონა მთვარე იყო...
მერე დავუკვირდი და... ვარსკვლავებიც კი არ ჩანდნენ..
გულში ვუსმენდი მუსიკას და სიარულითაც ისე..
რითმში, სასიამოვნოდ მივუყვებოდი ცარიელ გზას :) ...
მერე...
ძაღლმა ჩამირბინა... სევდიანმა... ძვლები დაეთვლებოდა და... მომხედა..
თითქოს რაღაც.. თანაგრძნობა იგრძნო!... თან ალბად გამიღიმა!...
მე კი პურის ნატეხიც არ მქონდა რომ მიმეცა..
შემრცხვა.. შევიკუმშე.. თვალები ჩამიქრა.. თითქოს იმ ძაღლისკენ მიმავალი სითბო გადავკეტე..
ძაღლი შეკრთა.. გააჟრიალა..
მოასწრო თვალებში თბილად და მაინც მადლიერად ჩახედვა და... გაიქცა...
...
მერე სულში ისეთი სიმარტოვე იყო და..
დარდმა ... გამათბო
...
ამაო ვარ...
მხოლოდ ვდრძნობ.. და არაფრის გაკეთება კი არ შემიძლია..
სულ ასეა...



* * *

სიმარტოვეა..

დღეს მეტეხიდან ჩემოვდიოდი ხიდზე...
ჩემს წინ, მოშორებით პატარა, შავყურება ლეკვი გამოსულიყო სიბნელიდან ტროტუარზე..
უცებ წინ ბიჭმა ჩაუარა..
ლეკვმა ჩამოყრილი ყურები დაცქვიტა და მხიარულად გაეკიდა, ფეხებში მოედო..
ბიჭმა წამით წაიბორძიკა და.. იგივე ნაბიჯით გზა განაგრძო..
ლეკვს რაღაც გაუხარდა..
“პატრონი ვიპოვე.. პატრონიი.. ხომ იქნები ჩემი პატრონი?!..”..
გაეკიდა ბიჭს..
მაგრამ ვეღარ დაეწია..
მის პაწია გულში სითბო უფრო ცოტა დარჩა..
მე კი,..
აჩქარებული, ქუჩის მეორე მხარეს გადავედი!..
ლეკვმა ვეღარ შეამჩნია!..
მისი გული ალბად ჯერ კიდევ თბილია.. მაგრამ.. ზამთარი მოდის...
რატომ არ შემიძლია გამოვხატო და გავაკეთო ის, რაც მინდა!?!..
უღირსი და გულქვა ვარ..
და კიდევ.. ღარიბი..
მე ერთი ლეკვის შენახვაც კი არ შემიძლია..

მოყინა..

* * * ( სევდა .... )

გოგონა გავიცანი...
ჩემი მოსახელე იყო...
დაბნეული, იმედიანი...
ექიმის პასუხს ელოდა _ ან გადარჩებოდა, ან არა... იღიმებოდა...
...
მას შემდეგ ბევრი რამ ვნახე...
აისი მთაში... ლოცვა ჩემი სამშობიაროს ტაძარში...
ზღვაზე ის წამიერი დუმილიც კი მოვისმინე....
გაუხედნავი ცხენი გავხედნე და თავისუფლება ვაჩუქე....
სუნთქვაშიც და სულით _ შვებას და სისავსეს ვგრძნობდი...
მხოლოდ ერთი რამ იყო ყველაზე ჩვეულებრივი...

გოგონას "სევდა" ერქვა!...

(ღმერთო, დაიფარე სევდა!) .............
.........................................



---
სევდა გადარჩა! :))))) .....................

ფიქრები ... ( .... 2007) ...

* * *
რამდენ ფიქრს გაიტაცებს ციცინათელა უმთვარო ღამით...
რამდენი ფოთოლი მოჰყვება ნაზი შრიალით დედიკოს ტკბილ ზღაპარს...
ძილის წინ სიცილად დაღვრილი რამდენი გული ასხივებს და ათბობს....
ამდენი სინათლე ყოფილა ღამით! .... :))
....
კეთილი ანგელოზები! .... :) ...............



* * *
თბილისში ისევ საღამოა.თბილა.
ხშირად ვგრძნობ, რომ ყველაფერს ზედმეტად შორიდან ვუყურებ.
დავიღალე ალბად.
უმეტესობა ადამიანებისა დაბნეულია, ან მძიმე..
ფრჩხილებს იკვნეტენ და გულგულხელდაკრეფილი შორს, მარცხენა ქვევითა კუთხეში იყურებიან.. თავის გადარჩენა..
მე კი ხშირად მემღერება და ვიღიმი...
ყვეელაზე მშვენიერი ვარსკვლავი უფლისკენ მოგვების მეგზური ვარსკვლავი იყო.. :)
ცხოვრება საოცრებაა! :) ...



* * *
..აცივდა..
ჩვეულზე სწრაფად მივდივარ...
ჩემი ძველი სახლის ფანჯარაში სინათლეა_მასში სხვა ცხოვრობს...
ისე კი...
არასოდეს ვაკვირდები ადამიანებს, მაგრამ გულით ნათქვამს ყოველთვის ვგრძნობ..ჰო..
და კიდევ..
მთელი საღამო დამდევს...
დამღალა დევნით...
ქუჩაში, ფანჯარაში, სახლებში...
ხეების ტოტებშიც კი...
_მთვარე დამდევს...
...
..ყოველი ვარსკვლავი ჩაათბო ღრუბელმა...
ყოველი ამოსუნთქვა გააგრძელა ქარმა...
ყოველი საღამო დაიკავა მსუბუქმა სევდამ...
ყოველმა არიდებამ_მეტად მომაძალა...
ბევრს ვიღიმები.. გულით და იმედით... :) ... მაგრამ.....

ზამთარში ციცინათელები სულ აღარ არიან... ! ...



* * *
დრო მოკლეა..
ამაშიც არაა საქმე.. ჭკუაა მოკლე..
და უფრო უარესიც.. სულმოკლეა!



* * *
სად? ...
გრძეეელი გზა იყო...
სიჩქარემ დაკარგა დრო...
გაქრა მოლოდინ _ როგორც ასეთი და ჯერ არ ასულს, უკვე ვარდნის თავისუფლება უყინავდა გულს...
სიმშვიდე... ! ...
ჭარბი ენერგია კონტროლს ადუნებს და ანგელოზებს აფრთხობს...
სიურჩე მონოს ყურსასმენელივითაა_უსრული ცდაა გაგებისა....
თქმა...
კარი.. ღია ან დახურული _ თვალებით ან სიტყვებით...
სიჩუმე ყველაზე ხმამაღალია...
გული...
ითვლისდა მხოლოდ დიდი სიყვარულით შეიძლება... გაჩერდეს...
(ბედნიერებაა!) :)
......
დედამიწაზე კი ერთადერთი წუთი მაჩუქეს! ...



* * *
სიმარტოვე მომენატრა!
სიმარტოვის მეშინია!



* * *
ისევ გზა..
ფუთები კალთაში.. ხურდები ჯიბეში.. ვიღაც არ ეტევა..
დაგვიანებული ადამიანების დალოდებული თვალები..
დაზიანებული სანთებელას მონოტონურ მოძრაობას გარითმული ლურჯი ნაპერწკლები..
ხასიათი ერთი ჭუჭყიანი მინის იქით თვინიერდება..
თავისუფალი ფანტაზიისა და სულის ილუზიაა... ! ... :) ...
კვირტები შევნიშნე..
აკაციის ბუერების სინაზე გაზაფხულით გაბნევს.. :)..._ ეს ერთადერთი დარწმუნებული ასრულებაა!..
მანქანების ფარების სიმკვეთრე თვალებიდან სულს გაცხრილავს.. ამ ღამით ამაზე მეტი სინათლე წარმოუდგენელია!..
გზა სახლამდე მცირდება..
გზა ყოველთვის მცირდება..
სახლი გზისთვის იგივეა _ რაც მზე ღამისთვის! ..
ჩემი გაჩერების დროა!.. არ გავცდე!
....
"გაჩერებაზე გააჩერეთ თუ შეიძლება.."...



* * *
:) სადღაც.. შორს წახვიდოდი, რომ ამ გაცრილი ცის ნამის სათითაო გამღერება მოგესმინა.. :) ..
ჩიტის ჭიკჭიკიც და.. გაგაღიმებს გაზაფხულის სრული ჰარმონია! :)
...
გარშემო ჯერ მხოლოდ კვირტების ზეიმია... :))
თავის მოწონება :) .. კაბის შეხამება :) .. მორიდებით გაშლა :) ..
ბუნებრივია..
უბრალოებაა და განსაკუთერბული მშვენიერება! :) ...
გაშლილი სივრცე თრთის ამ წვიმაში! :)
დაუსრულებელი სიყვარულია წვეთებით დანამულ მზერაში :)
ბედნიერებაა! :)
წვიმაა და გაზაფხულია! :)



* * *
დადიან ადამიანები..
გვიანობით _ დარჩენილები..
ღიმილით _ სევდიანები..
სურათებით _ ულამაზოები..
ოცნებებით _ უიღბლოები..
ენერგიულად _ დაღლილები..
იმედიანად _ ურწმუნოები..
დაბნეულები..
განათებულები..
მჯერა _ არ მჯერა!
მცივა _ არ მცივა!
ველი _ არ ველი!
საღამოა..
მშვიდობისა..
სიკეთისა..
ფიქრისა..
ძილისა..
სიზმრისა..
ხილვისა..
სიყვარულისა..
ღმერთს ებარებოდე! :)



* * *
გამოუთქმელია, რაც სავსე მთვარეს მოაქვს და ლამაზი...
სხივები... ბუნების შეერთებული, მრავალხმად დაღვრილი სუნთქვა...
დროს დამალული, სიზმარს შეკედლებული სიჭაბუკე......
ამ დროს ყველა ცა შენს თავზეა თავისი მნათობებით...
ყველა სიკეთე შენში და შენს გარშემოა მწველი სითბოთი...
ყველა ფიქრი ჩაბარებულია ტოტებს გამოდებულ ნიავს...
ისეთი სიმშვიდეა და...
სიყვარულია...

ღმერთმა დაგილოცოს სიყვარული! ....



* * *
ყინულოვანი ხედი აწყნარებს...
რადგან არაფერია გარშემო ხელმოსაჭიდი და კიდურების გაყინვა ლოცვას გიფანტავს.. რა დროს ლოცვაა..
-მომიხსენიე..
აბარებ და მშვიდდები..
ვიღაცამ შენი სულის ნაწილი იტვირთა.. გაიხაროს!...
ჩართული ხარ.. ცოცხლად..
თუმცა იცი_რომ დენს გამოგირთავენ!..
არ იდარდო...
ატვირთვის დრო_იმაზე გრძელია_ვიდრე გამღერება.. ან .. მოთმინება..
ძალიან პატარა ყოფილხარ!
...
ვიღაცეები ყოველთვის წავლენ..

ნეტა მათ!

* * * (თბილისის თოვლი!...)

თბილისის თოვლი!

...
ზამთარში... იგი ისე მშვიდად ბარდნის...
მიდიხართ და სახეზე პაწია ცივი-ცივი ბუერები გადნებიან...
თუ დაიჭერთ და თვალს შეავლებთ, შეამჩნევთ მათ უნაკლო წყობას...
მბრწყინავი კრისტალები თვალსაც კი მოგჭრიან, და საოცარ, ლაღ სიმხიარულეს შემოიტანენ სულში... :)
......
თოვლი...
მეტი სითეთრე... სხივები... და .. სითბო....
ძველი თბილისის პანორამა თითქოს უუუძველეს წარსულში გადაგიყვანთ..
და ამის შეგრძნებისთანავე გული ცრემლებამდე მტკივნეულად შეიკუმშება, მაგრამ მაინც გადიდდება ბედნიერებით...
ან სურათების უშუალო სტუმარს გაგხდით... სურათების, სადაც მთავარი გრძნობაა... სადაც ფიქრებს მიჰყვება სული და მის მოძრაობას წარმართავს და ასაზრდოვებს ფიფქების დაბურული და განუწყვეტელი ცვენა....
ეს სრულყოფილი სიმშვიდეა!
თბილისის თოვლი ძალიან ნაზია... მოფრთხილება სჭირდება... ყინვით მოფრთხილება....
აქ ხომ მთავარი მხატვარი_ყინვაა... ფანჯრებზე... ხეებზე...
და თუ ყინვა შესუსტდება_ეს საოცარი კონტურებიც უცებ გადასხვაფერდებიან და .... თოვლიც ნამად ჩამოწკრიალდება....
იცით რას ვუფრთხი, როდესაც თოვს?... ქარს!
თოვლით გამთბარი ხის ტოტი შეირხევა თუ არა.... ვხვდები, რომ... ქარი ღრუბლებს გადაყრის და ჩემს საოცარ თოვლიან ზმანებებს_თბილ მოგონებებს ჩააბარებენ წუთები...
და ესეც თოვლი...

იყო არა იყო რა.... :) ..............

* * * (იქნებ... )

იქნებ... სათქმელი ვერ ტოვებს დუმილს...
იქნებ... დრო ნიავია მხოლოდ ქაოსში...
იქნებ... გრძნობა რიცხვია რაღაც...
იქნებ... რწმენის სურვილი _ რწმენის დაკარგვის დასაწყისია....
იქნებ... ჩემი სუნთქვა ახლა მედუზას ესმის...
გაზაფხულია...
სიყვარულია...
ია... ია... ია...

* * * (არის დრო... როდესაც არაფერი მიხარია...)



არის დრო... როდესაც არაფერი მიხარია...
არის დრო... როდესაც თვალები მხოლოდ ერთ ჩრდილს მიეჯაჭვება...

არის დრო... როდესაც ვხვდები, რომ სიმარტოვე მეტად სასიამოვნოდ ღიღინებს სიჩუმის სანოტო ხაზებზე სისუსტით მიწერილ პრიმიტიულ მელოდიას...

არის დრო... როდესაც ვრძნობ, რომ დროს ავცდი... და ყველაფერი გარშემო ათასწლეულის ცივი შხეფებია უსასრულობაში...

როდესაც, ვგრძნობ, თუ მომისმენენ_გამიღიმებენ!

სულის სარკეში ჩახედვას კი ყველა ეკრძალვის, რადგან საკუთარი თავის ანარეკლის ნახვა აკრთობთ!....

ამიტომ არ მყარდება ერთმანეთისადმი უსიტყვო სიყვარული!!!...

ამ დროს.... ძალიან იღლები..........

უბრალოდ... ადამიანი ვერ იტვირთავს ერთმანეთს...

განა სხვა რაიმე შეიძლებოდა მგონებოდა?....!!!!!!!!!!!!...............

ერთადერთი ვიცი... თვალებში ჩახედვა შემიძლია! გაღიმება!....

რადგან არც მიწის სიღრმე მაშინებს და არც ცის სიღრმე!!!...

თუ ღვთის ნებაა_სხვისი, თუნდაც მცირე ტვირთის ტარებას შევძლებ, და თავს არ ვარიდებ!...


* * * (მხოლოდ სიცოცხლე არ მენანება თქვენთვის! ......)

ქარში თბილისიდან მყინვარს ვაკვირდებოდი... გამყინა... საბანიც კი წავიფარე თავზე... მეძახდა..
დრო...
უკმაყოფილომ ჩაწყვეტილ გულს სანთელი ავუნთე..
თურმე ეჭვი მხოლოდ დაუმორჩილებელი კი არა, მართავს კიდეც..
და აღარ სჯერათ! - არც არაფერი! _ არც შენი! აღარც შენ გჯერა...!
არა და კარგი იყო აღსარების შემდეგი 3 წუთი! ...
....
ადამიანზე, თუნდაც სამართლიანი, ცუდის თქმა სიყვარულს სპობს! _ გარშემო და შენში...
დაღლაა..
ნიჭი ყოველთვის არაა მაცოცხლებელი საზრდო სულიერებისათვის...!
....
რა იქნება, მენდოთ, ადამიანებო!
რომ მხოლოდ ვცხოვრობ!
მხოლოდ გეფერებით!
მხოლოდ ძალიან მიყვარხართ!
...
მხოლოდ სიცოცხლე არ მენანება თქვენთვის! ........


( არ არსებობს ცუდი ადამიანი :) _ არსებობს ცუდი ზნე :) და ყველაფერი უძლურია სიყვარულის წინაშე :) ..... )

* * * ( "Once In A Red Moon The Promise" )

მოისმინე..
თუ მზად ხარ სიმშვიდისთვის..
თუ გულში არ დადიან ყავისგან გაალისფერებული ბურთულაკები...
...
ეს სიჩუმე და მონატრებაა..
წონასწორობაა და ყვავილის გაშლა...
ცრემლია და სიწმინდე...
ისაა, რაც თავს ხან გაბეზრებს_მაგრამ აი ამის გარეშე კი ნამდვილად არ შეგიძლია...
...
და მისი სმენისას ყველაზე ძვირფასს ვეფერები და კიდევ ვტირი.....
რადგან ვხედავ გულს_რომელიც ბჟუტავს და ბავშვის გაბრწყინებულ თვალებს_დედის დანახვისას........
აქ გაზრდაა_დალოდებული და მოულოდნელი...
აქ წერაა და თვალდახუჭული ურითმოდ გატაცებული რითმები...
აზრებია, რომელიც იკარგება იმიტომ რომ კვლავ განმეორდეს და შენი არსება გაამყაროს ამ გამომშრალ დედამიწაზე და დანამულ ზღვაში ...
....
მე კი კვლავ სიმშვიდეს ვუსმენ..
უბრალოდ.. მშვიდად ტირილი მინდა..
რადგან ადამიანების გულებს ერთმანეთის არ ესმით ... თავისთვის არიან.....
და როდესაც ესმით_მაშინ ან არ სჯერათ, ან...
ან სამყარო მეტისმეტად პატარაა სიყვარულისთვის..........
გული კი ...
გული მეტისმეტად დიდია და...
გამჭვირვალეა....

ღმერთმა დაგილოცოთ გული!!!! ... :) ........


Судьба..... ( ... 2007 )


* * *
Судьба...
И мир тих, как в сумерках падшей души...
крадётся умертвлённость...
жизнь держится на пещинке зыбучей безконечности, шатается и рвётся...
и грусть рычит, порою страшнее льва в пещерах с рисунками питекантропа...
Подушка и стена с повешенным крестом..
во сне реальности я стрекоза фантазии и прекрастного для души... господи, как горько и смешно до смерти...
в безделье и таске я молча угасаю в рассвете лет... и это так кошмарно и так поэтично, что я выношу эту дремоту и тяжесть реальности нереального...
так разбудите же меня!...
и я обнему мир!...




* * *
Поклянись, что подариш жизнь и свет моей душе твоим приходом..
меня задушил шарф Иссидоры ...
а я кружилась в забытье смеясь в слезах безрассудно и демонично..
время последнего романса...
сдержи слово! хоть бы знать что ты есть!
и поднемусь к небесам исполняя безумное воздушное фуэтэ!
Может быть не всё кончается...



* * *
Рифма направляет душу...
просветы жизни без "Ы"...
слезами проважаю солнце..
грустная жизнь _ как серый маникюр на коротких ногтях.
уж лучше _ просмотрю сон...



* * *
Библиотека...
Наводящие на размышления царапины.
глупость держит меня словно влюблённая баба нервного мужика.
В убийственной духоте с треском высушенной огромной оконной рамы врывается струя свободного воздуха _ сумошедшего ветра.
вэк будущего (вэк чудо-творений).. и пустота за разноцветными, разноформными глазами...
Жду свои книги...
утомлённые весенним солнцем округлённые спины и шуршание учасчённых вздыханий...
кажется время влетела вместе с ветром и догнав себя _ замерло...
Я смиренно доживаю свои годаи увижу днём звезду!
замолкну, или закричу всей силой на чистом, безграничном поле и... и...
Пришли книги....
Горе... о горе от ума!
Или нет ума.. ?! ...

P.S. "А за окном шелестят тополя
Нет на земле твоего короля"



* * *
Грусть одиночество!
я не знаю как слушать и кому открыться!
пока голос изчезнит между ветьвями кипарисов кладбища...
старинное фотографие более живое _ чем листя на ветру...
Весна!


* * *
утерянна нить..
успешно-быстро иду к концу ..
Орфф схватывает мысли и мечты ..
досадно улыбаясь знаю что выбор всё таки останется за ним ..
безсмысленно прятатся или ожидать ..
похолодело ..
запад замело снегом ..