... შენი მჯერა ! ...............

...
... შენი მჯერა ! ...............



...
როდესაც ვერ შველით _
_მოერიდეთ
ცრუ სულებსა და დამაცარიელებლად ხმაურიან ადამიანებს!!! ...............-რომ უნებურად მეტი ცოდვისკენ არ უბიძგოთ!!!_სწორედ ესაა ადამიანთა სიყვარული!!!... (კაცთმოყვარეობა....) .....

უბრალოდ.. მათით შეუმჩნევლად.. ნელ-ნელა.. დაცარიელდებით!..........
გაქრება რწმენა... გული, სიყვარული, ფრთები, თავისუფლება...
დაგყოფენ და იბატონებენ! . . .

არ მიიჩვიოთ და.. არ მიეჩვიოთ ასეთ სულებს... ასეთ სიცოცხლეს!...

და რაც არ უნდა მოხდეს _ არასოდეს.. არავის.. არაფერს დაუთმოთ ძვირფასი!...


ღმერთი გფარავდეთ! ...



....... ©


...

დღეს

ადამიანთა უსამართლობის პირველად შემეშინდა ....

ჰო... ჰო........

.....

მანამ თქვენს გულში შეპარულ ეჭვს მზე არ გაცხრილავს _

წამშალეთ......................

მანამ.............

..........
.......
....

ისე მალე გავიდა სიცოცხლე ... ჰო.. შემოკლდა... ისე.. თავისით..ძალიან სწრაფად.. _ იმით, რაც ხდება და როგორც იწამეს ...
კარგია :) .. _ გამიგია-სიბერე ყველაზე ჩქარა გადისო :) ...
არა და ღმერთო... როგორ მინდოდა ცოტა კიდევ დიდი ვყოფილიყავი _ ვიდრე ვარ ........... იქნებ არ გავეწირე! ...

ვიცი.. ვეღარაფერს დავწერ ამის მერე... რაღაც _ სულ.. დაიღალა გული.....

ეს ჩანაწერები მიყვარს ყველაზე მეტად... აქ ჩემი სულია :) მხოლოდ აქ დარჩა ჩემი სული... :

* * * (არის დრო... როდესაც არაფერი მიხარია...)

* * * (არ მთხოვო_მაჩვენეო სევდა...ვერ გაიზიარებ...)

* * * (მხოლოდ სიცოცხლე არ მენანება თქვენთვის! ......)

* * * ( "Once In A Red Moon The Promise" )





იმას, რაც გულმა იგრძნო და შეიყვარა _ ვერასოდეს დათმობს! :) ....

...

არ ვქმნი ტრაგედიას! :) ...

უბრალოდ_ვარ ...
....
......
........

უბრალოდ...


მე აქ ვარ! . . . შენთან! .......



მარად...........................

წერილიდან... ("..დრო აღარაა.. მხოლოდ მონატრებაა.. ")

"საღამოა...
ისეთი საღამო, აი, სუსტი ქარით რომ ასვენებს ფიქრებისგან გადაღლილ გონებას..
იგივე მელოდია ჟღერს გულში...
და კვლავ ვერ ვარჩევ ენას, მაგრამ დღეს ეს აღარ მაღელვებს_დღეს მე ის მესმის.. მესმის...

როდესაც სიტყვები არ კმარა... _თვალები დახუჭე და ... დალოცე :) ..........................
ყველაფერი ისეთი.. მიწიერია...
და მიწა ისეთი მსუბუქია..
ბევრად, ვიდრე წუთები... _ თითებს შორის გაპარული ქარს მიჰყვება და იკარგება...
და ისევ ქარი.. "წაშლილი ფაილების სასაფლაო" :)))))))) ....

სიცოცხლე მერყევია.. სიმშვიდე_სიმყარეა..
? ... ალბად.. ალბად...
პოულობენ... _სითბოს..
სიტყვებს_შეგროვილს და შენახულს ქაღალდის ყველაზე ნაზ ხვეულებში მელნის პაწია შეცდომებად..

"ამაოება ამაოებათა"... მთავარი ხომ გულია..

ფიქრები იშლებიან და იკრიბებიან..
გარშემო თუ მიღმა..
ყველაფერი სიცოცხლეშია...
ახლაა...
უბრალოა და გაშლილი, როგორც მთვარისკენ გაფრენილი თოლიას ფრთა...

გჯეროდეს და იქნება.. რწმენით მოგეცემა..

და ყოველი ფიქრის გადაწყვეტა სიყვარულია.................
ყოველი სიცოცხლის მიმართულება კი_სიკეთე...
უცნაურია..
ეს ორი რამაა, რასაც ვერ გავცდი... სადაც დავრჩი...
ყოველი მისგანაა და მისით..
სევდაც და თბილი ხელის გაწვდა.. დუმილი...

ქარვისფერი .. გამჭვირვალე, როგორც ეს ფოთოლი ...

....

ადამიანები ქრებიან? ..
იქნებ თავად ვაქრობთ მათ_ისევე, როგორც ვუშვებთ ჩვენთან.. სახლში.. ეზოში.. ფიქრებში.. გულში.. ტაძარში..
_არ გაუშვა..
რადგან შეიძლება დაიკარგოს.._თავის თავში.. სამყაროში...
_დაიტოვე!...
სიყვარულით.. მოთმინებით.. და კიდევ სიყვარულით... :) ..
...
ქარია ისევ ...
ისევ მოაქვს სიცივე და სითბო .. _მიიღე..
არჩევანია.. :) .....................

...........................

ხვალ სამებაში ვიქნები ალბად..
მეტი ხალხია..
ლოცულობს ბევრი.. ზოგი ისმენს :) ... _
გული სიჩუმეს პოულობს მაინც..
ქვევით მიყვარს მე.._ხარების ტაძარში :) .. ხო .. სიმშვიდეა...........................

.....................
წავალ ახლა მე.. წავალ..
...
მონატრებაა კიდევ...

ხო..

უბრალოდ _ დრო და მონატრება..

არა.. დრო აღარაა..

მხოლოდ მონატრებაა.. "

მტკივა .............

კვირის ბოლო..
სამსახური მაშინც კარგავს აზრს, როდესაც ძალიან მორგებულია...
დასვენებისას თევზები იწყებენ ცურვას...
ცრუა ბევრი და ბევრი რამ...
მუსიკით განიტვირთები და ფიქრობ, ახლა, ამ წუთას რას აკეთებენ ადამიანები, რომელთაც არ შეუძლიათ იყონ ბედნიერნი...
არ უნდათ.. გაურბიან იმ სიჩუმის წამებს, რომელთაც ბედნიერება მოაქვთ.. გაურბიან თვალებს_რომელთა სიღრმეში არის სიმშვიდე, გული, "ერთად" და ბედნიერებას საზღვარი არ აქვს..
არ მესმის მათი, იმიტომ რომ თავადაც ასეთი ვარ...
..
მერე... მერე ისინი ძველ განცდილს და უღიმღამოს უბრუნდებიან, რადგან დაიღალნენ და..
უხარიათ, რომ ეს აღარაა ბედნიერება.. და აღარც განცდის უნარი რჩება...
ეს ქვეყანა მისი ბედნიერების ღირსი არ იყო...
დრო იწურება...
სიცოცხლის დრო...
...
"რატომ ამძიმებ სამყაროს?!..." _ ასე არასოდეს გაიმეტოთ ადამიანი!....
...
"იქნებ ერთხელ მომაწვდინო ეგ ხმა.. იქნებ ესე გამიგრძელო ჟამი..."
...
სიცოცხლე არასოდეს იქნება ჩვეულებრივი...
...
...
ბოლო დროს ხშირად დავცინი საკუთარ თავს...
და აზრი აღარაა მრავალწერტილში....
...
..............................

მტკივა..........................................


რამოდენიმე ლექსი ... ( 2007 წლამდე .... )

* * *

Всё умное _ смешно!
Как жизнь!
Как говор королевского шута!
Есть здесь Господь, иль чёрт,..
Грех не таю _ мне всё ровно...
Мне весело!
Ведь я глупа!



* * *

Шум вечера...
Осеннюю листву
Уносит ветер в даль....
Летят..
Как умершие дни
Безвыдержного счастя..



* * *

сиреньевым вечером тяжёлая дума
украдкой навеело грусть и печаль.
и взор моих глаз застеленный дымом
устало застыл у молящих свечах.

ищу утишение, холодная вечность
усеено звёздами, тянет и ждёт..
и муза, как музыка _ дико и нежно,
взывает отшельника в безумный полёт!



* * *

по ту сторону жизни
во мгле с недопетой песней
Аида тешит смерть и
в судьбе синняя птица меркнит

Живите!



* * *

скажи о брошенной душе
не с сожалением _а с любовю
приятные слова
и пусть _с усталым вздохом я покоюсь!....
... и столь прекрасны ледяные
зимы_пушистые цветы_
как нежный отблеск милых грёз
сквозь бесконечной суеты...



* * *

Осень...
сного я грущу и...
Осень...
забросала дико
жизнь мою своей листвою...
...
Горе...
заслонило в небе звёзды,
и у моря
Разбивала чайка ночь о камень...
...
Холод дня
и седена в весках,
Скулящяя душа...
Век прожит, тишина,
Старость и ветер...
Я одна..
...
Бог мой,
как тяжело на свете...
Бог мой,
мело, мело, но этим
Не вернуть воспоминанье...
Бездна
почернела словно очи старика и
Я как мир стара
и я одна...



* * *

В плену у муз, в янтарьном сне,
Я как свеча _ а грусть как тень.
Сгораемой души ответ:
Я недоконченный соннэт..



* * *

как спрятатся во сне?!...
надежда брошенна на растерзание...
и мысли чистые в изгнаниия обрекла...
пустила лучь
в глубь синних вод
улыбка-солнце_лунный свет!
и божество_слепых признание
даст душам мир_как дар из Вне!...



* * *

Как жизнь прекрасна и мила!_
Я от усталости забыла......

"ერთად...”....

”ნეტავ... როდის მოხვალ სტუმრად...”...
....


”ისევ...”....

სურათები გადავუღე... ბევრი სურათი..
შარშან...
ვიცოდი რომ ცუდად იყო.. მან არ იცოდა..
თმები ამოსდიოდა და.. ფუმფულა ლოყები ეჩვრიტებოდა სიცილის დროს...
...
....
მთიდან ჩამოსულმა__ვეღარ ვიცანი..
სადღაც მიღმა ვიყურებოდ რომ სხვაში ამომეცნო..
მოვიდა, მომეფერა.. გულში ჩამიკრა..
ვიგრძენი ამ დროს..........
....
დღეს... მიდიოდა.. სულ... ვაცილებდით..
მსუბუქს და პატარას...
....
გუშინ შვილმა ნახა სიზმარში და რამოდენიმეჯერ ხმამაღლა წამოიძახა: ”ჰო დედა.. კარგად ვარ დე..”.... ალბად ღელავდა შვილზე.. :) ...
...
...
არ მიტირია.. ერთხელ შევხედე..
მეორედ უკვე _ ცაში...
.. წამოვედი....
...
და.. ყველა სურათი წავშალე....................................................................................
...
..
.....
ორივე ერთი და იგივე დღეს დაიღუპა..
პირველი მზის ჩასვლამდე დაკრძალეს.. მეორე.. დღეს..
ეს 7 დღე..
ისე.. ვარსებობ..
სიცილით ვმალავ გულს.. არ უნდა ვატკინო სხვას..
თვალებში კი..
თვალებში სულის დანახვა დღეს თითქმის აღარავის შეუძლია..
და ასე ალბად ნაკლებ სტკივათ...
....



ცოტა ხანს.. ცოტა ხანს მაცადეთ...
და გამოვალ..
გადავმალავ მოფერებით ჩემს მონატრებას და დარდს..
...
მერე.. ჩემს ერთადერთ თბილ კუნძულს შევეფარები :) .. და...
..
ვიცოცხლებთ...
ერთად ვიცოცხლებთ..
ერთად :) ................


...

არ დაიბადოთ დროზე ადრე....... :)))) ...

:) ...
იაშვილის საავადმყოფო...
მე-6 სართული :) ...
მოხუცი ქალი დილიდან ელოდა..
ექიმი გამოვიდა..
ქალმა წამოიწია:
_ხომ მშვიდობაა?.. _იკითხა უცებ...
_ჩვენთან მშვიდობას რა უნდა?.. ...ვის ელოდებით?..
_პატარაა ძალიან................
_გვარი?...
....... ვერ თქვა :) .........................
_მაშინ გვარებს გამოგიტანთ ... _შებრუნდა ექიმი განყოფილებაში...
... 3 ჩვილის გვარი გამოიტანა... სამივეს 1 ღამეში გასცლოდა სიცოცხლე.. ერთ-ერთი ი ს იყო...
...
....
ზუსტად მაშინ ღრუბლებით დახშულ სივრცეს მივჩერებოდა და ... ვეღარ ვსუნთქავდი... დიდხანს..
მერე კი ბევრს ვიცინოდი.. მთელი საღამო ვიცინოდი და ვმღეროდი.. :)))
ბავშვობიდან დამერღვა აღქმა :)))... _ასე განვიცდი.....................
-ში კი კვდება...
...
...
დროზე ადრე..........................
არ დაიბადოთ დროზე ადრე....... :))))

.... არ წახვიდეთ დროზე ადრე! ... _ გემუდარებით .............................
...


...
მას მერე სიჩუმეა...
და არ ვიცი საიდანაა გასასვლელი...
...

....
"უფალმა მოიხსენიოს ჩვილი ბასილი, ანგელოზად წაიყვანა უფალმა. ოჯახს მფარველად მოევლინება"...

:))))))
....
....

სულ ჩემთან ხარ... სულ... :) ............................


წაიკითხე...

...
დღეს ქუჩა არ მინახია..
დღეს ფანჯარაშიც არ გამიხედავს...
ხვალეც სულ 20 წუთით ვიქნები გარეთ..
არ მინდა გარეთ..
...
ჩემი სახლი_4 მეტრია.. აქაა წერა.. კითხვა და ფიქრი.. და კიდევ სიჩუმე... და კიდევ.. ღრჩობა........
...
წაიკითხე ის, რაც მოაღწევს..
წაიკითხე იმ სიმშვიდიდან_რომელიც გამჭვირვალე სახურავის ქვემოთაა... _სახურავის, რომელსაც ვეღარასოდეს ავხდი...
წაიკითხე..
შენელებულია გული და გაფანტული.. მოდებული და გაბნეული... გამოდებული და გაქცეული...
წაიკითხე_სანამ ფეთქავს...
....
მალე ვეღარ ვიფიქრებ_რადგან სითეთრე წაშლის ფერებს და სუნთქვას ჩააქრობს...
დედამიწა ჩაიკეცება მთვარესავით და დაიკარგება მიწა_სადაც ბავშვები აცხობდნენ პასკებს.. სადაც ერთმანეთს მალავდნენ სასაფლაოებში...
დახუჭე თვალები და გულით წაიკითხე _ როგორც ბრმამ..

მიგრძენი..
......
......
სანამ დავეხსნები ჰაერს...

მე სიჩუმეში ვბრუნდები................

სიცოცხლე....

... lit.ge...

გვერდი.. რომელზეც ბინდია...
დამძიმებული თანამედროვე სიმძაფრით.. სწორედ რომ თანამედროვე.. უფერო.. შერეული და გადახრილი..
...
მე დავიღალე მასში სიარულით :) ..
რამოდენიმე გამონათებას ვუღიმოდი და.. მაინც...
... დავიღალე.. :) ...
..
უბრალოდ.. ზოგჯერ ალბად.. ადამიანს განვიცდი.. ბოლომდე განვიცდი.. მაგრამ აღარასოდეს დავწერ მისით... აღარ ჩავეძიები იმ უფსკრულს_რაც სულშია (იმაზე მეტად_რასაც ვხედავ...) რადგან ერთი მაინც უნდა ეცადოს გადარჩეს, და მაშინ ორივე გადარჩება ! :) ...
მაპატიეთ :) _ რომ ცხოვრებას არ გავეყარე..!... მაგრამ.. ვინ რა იცის ჩემი სევდის.. სევდა წმინდაა.. აი შავი კი.._ამაოებაა...
სინათლისკენ უნდა ვიაროთ.. მხოლოდ მზისკენ! :) ...
მზის ნაპირას ვარ :) ... უბრალოდ.. ახლა.. ახლა ცოტა მიჭირს...

სიჩუმე და თოვლია სულში... :) ... და ღიმილს ვცდილობ...

სისულელეა ყველაფერი.. სისულელეა_ჩემი გული :) ... ასეა! ...


მე სიჩუმეში ვბრუნდები................




მთავარი სიყვარულია! :) ... _ღმერთმა დაგილოცოთ გული! და სიყვარული! :) ...

ნუ ხმაურობთ.. გზად სიცოცხლეა ...

მე ვისწავლე ხმაური...
რადგან გადავწყვიტე ადამიანთა შეყვარება..
ისე.. ვცადო მაინც..
არა.. შეყვარება კი არა_შენარჩუნება.. რადგან უკვე მიყვარს, მაგრამ... ხან ისე.. მაფრთხობენ..
...
ზამთარმა სევდა დაბნევით ამარიდა.. ტკივილი კი არის.. ოოოო.. ტკივილი ალბად სევდაზე ერთგულია.. :)))) ... ვიცოდი.. ვიცოდი და ღრმად_იგი უფრო მეტად მიყვარდა...
თიხა მიყვარს..
მისგან საკმევლის დასანთებს გავაკეთებ.._განსაკუთრებულს.. და მოვხატავ.. :) ..
სანამ მხატვრის სახლი დაინგრეოდა.._ძერწვაზე უნდა მევლო.. :) ... ახლა კი ცარცია და .. არააა...თიხა უფრო მემორჩილება.. მომყვება...
მერე სულსაც შთავბერავ :) ...
ხო.. სახალისოა :) ...
...
საზღვრებს ვერიდები..
განა რაა მათში ცუდი?..
მხოლოდ არა სულში.. მხოლოდ არა სულში!............
მე არ ვხედავ ადამიანში საზღვარს.. მე ის მაშინებს!...
...
”მომანათე სევდიანი შენი თვალები!” :) ... _ ლამაზია :) .. როგორც საოცარი ..._ გაორება :) ...
...
უცნაურია..
სიყვარულით ჯოჯოხეთშიც შემიძლია ჩაყოლა... მაგრამ.. იქ რომ ერთად აღარ ვიქნებით?..!!!...
არ გამოვცადოთ რა!.. არ გამოვცადოთ! :) ...
ჩვენ მოვდივართ.. :) ... ეს უკვე წასვლაა :) ... _და მაშინ ვიყოთ! :) ... უბრალოდ _ ვიყოთ!!! :) ...
მე მიყვარს მზე_რომელიც დილის ბურუსში იმალება და გზა, რომელიც უსასრულოა თავისუფლებით! :) ...
...
საოცრებაა :) ...
გრძნობაა :) ...
სითბოა.. :) .....
გულია! :) .......
...
”გამოაღეთ ფანჯრები_თორემ სული მარტოა!” ... :) .........
...
და...
ნუ ხმაურობთ! :) ... გზად სიცოცხლეა ...

კეთილი ანგელოზები :) ......

ვფიქრობ..
მანამ დასრულდება დღე_როდესაც არ მყოფნის ძილი.. უხეშად შემოიჭრა ყოფა_და მართმევს თვალის ჩინს.. მე კი ვიწყებ ბრძოლას გაუცხოებულ თვალებთან და აღარ ვმალავ ჭაღარას..
უცნაურია..
ახლა არ ვიცი რა მინდა :)
... როდის ვიცოდი?..
...
28% და დავიძინებ..
...
მანამ ფიქრები დროს მაძალებენ...
ისევ ვიბრძვი..
...
...
...
ამ წამს გრძელი ნაწერი წავშალე.. :) ...............
ალბად არ ღირდა იმის გამოხატვა.. :))) ..
...
გრძნობა კარგია! :)
გრძნობა ყველაზე ძლიერია ადამიანში_რაც უნდა მეტად აღიარებდეს გონს!.. :) ....
უბრალოა და ჭეშმარიტი! :) .....
...
წამებაა :)
ბედნიერებაა! :) ...
...
სიცოცხლე სიყვარულია...
სიკვდილიც სიყვარულია...
სხვა... ყველაფერი სხვა _ კვლავ და კვლავ სიყვარულია!.. :)
...
სიყვარული _ ღმერთია! :) ..
..

ღმერთს ებარებოდეთ!_რათა იხაროთ ორსავე სოფელსა შინა! :) ..........

:) . . .

საკუთარ თავს...

იქნებ უბრალოდ_მხოლოდ უნდა მიხაროდეს?
აქამდე მიხაროდა.. რაღაც პერიოდში.. დაბადებიდან დიდი ხნის მერე...
მერე..ვიპოვე ყველაზე ძვირფასი და ჩავიკარი იესოს კვართივით :) ...
ახლა ბედნიერებაა!_ისეთი-როგორიც არის!_სწორედ ისეთია ჩემი ბედნიერება! :) ...
...
ღმერთს ესმის ჩემი და კიდევ :) ..._ ჩემს სულს!!_რომელიც ვიპოვე :) ...
სიკვდილის უკვე არ მეშინია.. უბრალოდ.. უკვე სიკვდილი მინდა.. :) .....
:) ...
...
ახლა ყველაზე მეტს ვიცინი :)
ახლა ყველაზე ცუდად ვარ! :) .......
...

დავიღალე ...

მე მათ ზევიდან დავინახავ :) ...........




საიდან მოვიდა გაზაფხული_არც კი ვიცი... :) ....
უბრალოდ... ეს ყვავილი ზევიდან უფრო ლამაზია :) ......
...
მომავლის გაელვებაა :) .. ერთი იმ მშვენიერთაგანი_რომელიც უ-საზღვროა :) .......
...
ისინი იყვნენ.. აღარ არიან.. ახლა მათ დაათოვთ ან შესცივდებათ გულში და გაფრენილ ფურცლებზე... :) ..
მაგრამ მოვლენ.. კვლავ მოვლენ.. :) .........
და მე მათ ზევიდან დავინახავ :) ...........
...

U.n.k.l.e. "Rabbit in your Headlights"...

გზა არ მთავრდება..

რამდენჯერ უნდა გამოვიდე სხეულიდან.. მე ხომ ისედაც გვირაბში მივდივარ..

სად ავტვირთო ფიქრი_რომელიც ისვენებს გადამწვარ თავში.....
და მოდის ყოველი გაღიზიანებული კუნთიდან..

რელიგია_რომელშიც არ არის ღმერთი..

სიმშვიდე, რომელიც ფრთებზე მალე დნება ყოველი გაფრენისას...

ძალა.. _გაშვებული გულით და დაშვებული გონით... _ უკუათვლაა...

იმედი მაშინაა .. და საჭიროა.. _ როდესაც არ გჯერა თავის_და ელი შველას!..

როდესაც კარგავ ყველა იმედს _ იძენ თავს! ძალას! რწმენას! თავისუფლებას!..

...

უბრალოდ ვფიქრობ.. უბრალოდ ვფიქრობ...

ყველა გზა ბასრია :) .....




P.S. დროდადრო........"მე თავისუფალი ვარ! თავისუფლება ყველა იმედის დაკარგვაა" ...

გულის-ხმა ....

თოვლია ...
ხან ვეხსნები თბილისს და ... ფიფქებთან ერთად სიშორეს ველტვი ... სულ ასეა ...
...

ეს ალბად მე ვარ ... გამოქცეული ... დაკარგული.. უმადური ...
გონებაში ხშირად ვიბნევი ხან სად.. ხან სად... მაგრამ ... სული მეხუთება ...
და გავრბივარ ...
ბოლო დროს მეტად დინჯი ვჩანვარ, მაგრამ სიჩქარე მომემატა ... _ბედნიერებით დრო-შენელებულს :) ...
სიმშვიდე სულ რამოდენიმეჯერ ვიგრძენი :) ...
აქ.. ხადაში.. ხადი-ჯვარს მიყრდნობილი მთვარეს გაყოლილი და გაბრწყინებული ...
სულს ვგრძნობ ...
...

კიდევ... სულ სამ ადგილასაა ჩემთვის სიმშვიდე ...
...
მაგრამ ...
არ დავწერ იმას, რაც მგონია ...
ბოლო დროს არაფერი კარგი არ მგონია :))) ...
...
მალე ჩავკეტავ ამ ნაწერებს ... დავკარგავ ...
...
ხალხი ძალიან კარგია და მე ასეთი ფიქრები მაწვალებს მხოლოდ :) .. მაგრამ ვერ ვხედავ მათ_ალბად მხოლოდ ვგრძნობ!... და... ისევ.. სული მეხუთება..._ხან არც ვიცი რატომ...
...
დავიღალე ...
როდესაც შარშან რეალობაში დავიკარგე, მაშინ მივხვდი, რომ ... თურმე მთელი ცხოვრება დაკარგული ვარ _ არც ვიცი სად!... :) ...
...
ყველაფერი საოცარია!_როდესაც არაა მათში ”მე” ... ფერიც კი.. ზეცაც... ცის ფერიც ...
...
გულის-ხმის-ყოფა ...
...

ვეცდები... ვეცდები.................



..................................................................................................................

თქვენ ხომ.. ტირილიც არ შეგიძლიათ ........






დღეს ...
......
დღესაც ითოვა ...
დაფარა თოვლმა ...
ღამე მივედი...
მელოდა თითქოს ...
ის უსმენს ჩემს გულს...
საუბრობს ჩემთან...
...
ვერ ვტირი...
მგონია რომ ვტირი.. სინამდვილეში.. გულშია ტკივილი და რაღაც ცრემლი თვალში...
ბებია იყო ასე სიკვდილის წინ.. ხმამაღლა_უხმოდ ტიროდა.. და არასდროს მინახავს ამაზე დიდი ტკივილი...
მეც მასე მოვკვდები_ვიცი..........
...
სუსტია ადამიანი..
არ გაბედოთ თქმა_რომ ეს ჩვეულებრივია და... უბრალოდ_სიცოცხლე!.........
...
თქვენ ხომ.. ტირილიც არ შეგიძლიათ ...............................................................................................









(ვიყავით მე და ფერია... :) ....... )

თოვს ... (just... განწყობა...)

ვწერ მონატრებით
ვმეორდები _ რადგან იგივე ვარ..
თოვს და ფიფქი ვარ მხოლოდ _ თბილის ყველაზე თბილ გულში შენახული.........
გარეთ .... სადღაც.. მიღმა...
იმას, რაც მაღიმებს_თოვლზე ვწერ...................
....
სიჩუმეა...............
ვუსმენ...........................................
...

"შორს, მუზები წაგვიყვანს შორს...
იქ სადაც მხოლოდ ჩვენთვის თოვს..
მე გთხოვ_არ წახვიდე შენ ჩემგან შორს..
არ მოუყვე ჩვენი განცდები თოვს..
თოვს..და მხოლოდ ჩვენ გვათოვს........"


თოვს .....................



...