თუთა.. ჩემი ბავშვობის ხე ...


ბავშვობაში შტაბი გვქონდა თუთის ხეზე! :)))))))))))))))))) მე და ორი ბიძაშვილი ავდიოდით და ტოტები გვქონდა დანაწილებული :)) იქ, სადაც მე ავდიოდი ვერავინ ამოდიოდა - სამი ტოტი იყო კალათასავით და ზედ ისე კარგად მოვკალათდებოდი ხოლმე, კიდეც ჩამძინებია კითხვისას წიგნით კალთაში და არ გადმოვვარდნილვარ :))) კარგია, ზიხარ, ნიავი უბერავს.. კითხულობ ყველაზე საინტერესო წიგნს, იქვე ნაყოფს ხელს შეაწვდი.. გადაიხედავ და კახეთის მინდვრები გადაშლილა და შორს ცისფერი მთები :)) ... მერე ბიძაშვილებმა ქვემოთ დააჭედეს ფიცრები და გადახურეს.. აღარ მომეწონა ეგ - ქოხივით უგემურ რამეს დაემსგავსა.. სამაგიეროდ ბევრნი ეტეოდნენ.. შემაწუხეს ხმაურით.. მერე .. მერე აბრეშუმის ჭია შემოვიდა მოდაში.. პატარა ცივი მუხლუხოები რომ შრაშუნობდნენ ჩაბნელებულ ოთახში თაროებზე... ჰო და მოვიდა მეზობელი და მოჭრა ჩვენი თუთა...
_ _ _
ადამიანი რომ ყოფილიყო.... ჩემი თუთის ხე საშუალო ასაკს გადაცილებული ფუნთუშებით სავსე კალათიანი ქალი იქნებოდა... რომ დაგყურებს და ყველა შენს წამოწყებას მშვიდად აკვირდება.. მერე ხეზე ასულს რომ შეგეშველება და ტოტებსაც მოსახერხებლად შემოგიწყობს, როგორც ბალიშებს, ლოგინიდან რომ არ გადმოვარდე... ჰო... მუსიკა ეყვარებოდა კიდევ კლასიკური.. ფოთლები სულ ასე შრიალებდნენ :) ... სიცოცხლის ბოლოს მშვიდად გატარება რომ უნდა სოფელში გადმოსახლებულ ხანში შესულ პიანისტკას - აი ასეთი იყო ჩემი თუთის ხე...

_ _ _
მსგავსი მოგონება Natia Khutsishvili-ის გვერდზე ვნახე და ჩემი თუთის ხე გამახსენდა...