* * * (დღიურიდან.._განწყობა :) )

პირობა...
სიტყვა და დრო...
ისევ შემოდგომა და სევდა, რომელსაც თვალს ჩაუკრავ! _ შენიანია.. :) ... _დავივიწყე და მოიწყინა... :)
...
გაბნეული ვარ...
სამკუთხედივით_ძველ თბილისში დავდივარ!...და მხოლოდ აქ ვქრები_ბედისწერაა!..
...
თავის უფალი ვარ!...
ღმერთმა იცის ჩემი ამბავი!.. არ მიწყრება ... (! :) ) ...
...
ხაიამის ჯოჯოხეთის მოლოდინი მაღიმებს და.. უფლებას ვიტოვებ დროის იქით გავიხედო _ მხოლოდ იმიტომ, რომ თავის იმედი მაქვს!... და.. ვერ გამომიცნობთ! :)) ...
...
დიდი გზაა წინ..
ჩემთვის ეს წუთი _ კიდევ ასი სიცოცხლეა.. და ამას ასი წლის ცხოვრების შემდეგ ვამბობ! :) ... ...
არა და ჰესემ სცადა ჰარმონიულად დაბერება.. :) ...

მიყვარს ჰარმონია! ;) :))) ...........




P.S. რწმენაა! :) სიონია! :) ...........


(ოქტომბერში სევდა მეტია.. მაგრამ არის თითქოს უმიზეზო დიდი იმედი.. და.. სითბო.. ახლა ასე ვარ!...)

* * * (მე მინდა შენთვის...)

დღეს დაიხსნებიან სურვილები...
რადგან შეეხო გულს როგორც მიწას წყლის გადმომჩქეფარე შხეფები..
და ამოდიან მესიჯები მარჯვენა კუთხიდან...
ნუ გგონია რომ გარშემო ისაა_რაც გგონია..
ნურც ადამიანები..
ნურც სუნთქვა..
სიურეალიზმია და ისაა_რაც ინატრე და დაადგინე...
და მოგესურვება კანის გახდა როგორც პატარა გაბრაზებულ გოგოს..
მოწიწებით გადადგამ თეთრ ფეხსაცმელებს სისხლის გუბიდან...
და გაგაკვირვებს სიჩუმიდან ამოსული ბგერათა კვამლი...
ეძებ სიმშვიდეს იქ, სადაც ყველაზე მეტი სჯაა და "დაკავება"...
ელი იქ, სადაც სიყვარული მხოლოდ ზურგს შევლებული თვალების ლოცვაა...
...
გარიდება..
გალია...
შენამდეც უფიქრიათ..
ვიღაც მოვა და აღარ ვიქნებით..
ვიღაც წავიდა და ყველა სხვა გზაშია..
...
მე მინდა შენთვის:
სიმშვიდე!
სიმშვენიერე და შვება!
ღიმილი და სხივი!
ბგერა და ფერი!
სიმაღლე და იდუმალება!
სიყვარული და სახლი!
გული და რითმი!
ლურჯი და თეთრი!
რწმენა და მიზეზი!
...
ის, რაც არასოდეს დასრულდება.............. :) ...............

* * * (შემოდგომაა! ...)

დღეა....
....
და ქარია მგონი...
....
ან იქნებ გულშია ქარი...
ან იქნებ თავში...
...........
უუუუუუ...
ნახე...
ყველა ფანტელი გაჰყვა...
ყველა ლამაზმა და დროგასულმა ფოთოლმა დატოვა დედამიწა...
უკანმოუხედავად და სინანულის გარეშე...
სასაცილოა........
სიცოცხლეა!
შემოდგომაა!

* * * (დრო... )

დრო...
არაფერზე არ იფიქროთ......
ამ ქვეყანაზე არაფერია მნიშვნელოვანი...
სამყაროს ნამცეცი თავად არაფერს ირჩევს....
არც ნიავის მიმართულებას, რომელსაც მიჰყვება....
არავინ იცის, რა სჯობია,... მღელვარე წამი თუ........
მარტივია......
ყველაფერი ძალიან მარტივია...
ხან გონება ისევე იჭედება, როგორც ნეტი.... :))))) (ან პირიქით...... )
და მეც მგზავრი ვარ :))) მგზავრიიიიიიიიიიიიიიიი .........
ყველა ფიქრობს...
აგრეთვე....
არც კი ვიცი, ზოგჯერ რა მინდა დავამტკიცო....
უბრალოდ_ვიცი...
ვიცი დაააააააა...
ვიცი და ბევრს ვიცინი...
ილუზია...
...
ადამიანი სულელია..
იგი თავისი შესაძლებლობების ნახევარსაც ვერ იყენებს...
სიცოცხლე_გაელვებაა... :)
აი ელვა!..._რამდენი ენერგიაა მასში... !
........
ან თუნდაც ვარსკვლავის დასასრული... _ეს უფრო მეტის დასაწყისია......
ანუ...
არსებობას აქვს აზრი...
რადგან ყოველი ასტრონომიული მარცვალიც კი სიცოცხლის საწყისია...
საწყისის უნარი კი ... :))))) ძააააალიან დიდი რამაა!!!!!
ნეტავი რას ვფიქრობ... ?? .........
ნეტავი საით მივდივარ... ?

* * * (დღე...)

ჩამომაცილეთ რაააააააააააააააა...........................
ეს დათოვლილი დილა ყოველ ზაფხულს...
ეს დარესტარტებული ყურთსასმენლები...
ჩამირტყით წითელი კვერცხი CD რუმით... სადღაც ****.გე-ს ტერიტორიაზე შეეჯახებიან ერთმანეთს.. _და აღსდგება!...
მე გაქრობა ვისწავლე და გამქრალების ამოცნობა...
მივეჩვიე მელიასავით და მინდა პატარა იყოს ძალიან_რომ მშვენიერი ყვავილივით მოვუარო და დავიფარო...
...
დღეს სახლში ხელთ ყველაფერი დაცლილი და დაშლილი მხვდება.... _გარეთ მაინც არ გავალ...
...
მხოლოდ ამ ფაილს გავგზავნი სადღაც...
ვის მიუვა..
ჯანდაბას ყველაფერი..
გავგზავნი..
27 წელს ხომ უკვე გადავაბიჯე ..................................................................

* * * (გავღიზიანდი... )

წვიმს...
ვცდილობ დავიცალო წუთებით ისევე, როგორც ცა იცლება წვეთებით..
... კარგია...
...
როდესაც დრო წავა_სწორედ მაშინ მოვა დრო...
... უცნაურია...
...
გავღიზიანდი...
... ალბად იმიტომ რომ არ წყდება ქარი ღამით და დღისით...
მისი ხმა მესამე ოთახში მესმის და ვერც მეხუთეში დავემალები..
მას მხოლოდ ღრუბლებს ზემოთ თუ დავაღწევ სიმშვიდეში თავს...
თან ოოო..რა სიმშვიდეში... :))..
აქაც ვიცინი ახლა..
რადგან ჩამიქროლეს სულებმა და ფოთლებმა..
შემარხიეს...
გამფანტეს და გამიყოლეს..
ნუ მეძახი...
...
ცხრაჯერ დავწერე და წავშალე..
დაიმალა ერთი ამოსუნთქვა..
მიტევებამ დააბრუნა წყრომა და სიფიცხე..
ტყუილმა დააფრთხო სიტყვა.. მაგრამ დათმო..._დამარცხდა...
ნებამ გამიშვა ველად.....
გაყინულ გარემოში სიახლე დაძველდა..
...
გავღიზიანდი...
...
რადგან თავი ხის ჩარჩოიანი სურათი მგონია... "ოთხი ძაღლი საბილიარდოში..."
...
ვიცი რაც მოხდა...
ინტერესები...
სიცოცხლეს აღარ ვეტანები...
...
გავღიზიანდი...
ხო..
და.. სული სულ დამავიწყდა... :( ..................
...
ველი სიახლეს !!!.............. :)
ვუღიმი...
ვითავისებ....
...
თუ შეიძლება... დროზე.... ! ...............

* * * (ყველანიც... დამილოცნიხართ... )

გავჩუმდები...
მერამდენეჯერ ვიძახი ასე...
...
... და კვლავ... კედელს ცერცვს ვაყრი...
და კვლავ მდუმარედ უცხოებს ვერევი...
იქნებ ამ სტროფებში ჩემი სიცოცხლეა?! ...
რაღაც ივსება და ქრება...
დაღლილ გონებაზე ვწერ და მინდა ეს სიცოცხლეში ბოლო იყოს..
...
... კიდევ..
ადამიანებს ვუყურებ..
ნაირ-ნაირებს..
ათასბგერებს..
ათასფერებს..
...
... და გადავწყვიტე...
ის, რომ ყველაფერი დროებითია თურმე..
ადამიანის მოკლე.. უმადურ სიცოცხლეშიც კი_ადამიანებს ერთმანეთი ბეზრდებათ.. ამოწურავენ ხოლმე ერთმანეთს...
სულ.. სულ...
(მე კი ადამიანი მეტად მიყვარდება.. _ამიტომ ... მიჭირს.... .........)
კიდევ მივხვდი, რომ ადამიანი რომ შინაგანად ცუდად გახდეს... მართლა სულ მარტოდ დარჩება...
ამისი არ მჯეროდა.. არასოდეს... ეხლა მივხვდი...
(არასოდეს მივატოვებ!...)
და კიდევ იმას.. რომ...
ყველა სადღაცააა ჩაყინული და არაფერი სწამთ..
და დავიფიცე ცხოვრებაში აღარასოდეს ვიმართლო თავი! ...
ჩემი სულის მე ვიცი და ღმერთმა... _და ეს სრულიად საკმარისია... (მთელი გულით მჯერა!..) ...
მგონი..
რაღაც მარაზმია ეს ყველაფერი...
...
ესეც.. კაცთმოყვარეობის ფარგლებში ვფიქრობდი...
ისე კი.. ოოოოოოოოოოოოოოოოო..........
...
დავიღალე რა...
stret spirit ...
წავედი ერთი.. გავუყევი მე და...
ყველანიც... დამილოცნიხართ.........

* * * (ხვალ სხვა კონტრასტი იქნება... )

და ნეტავი რატომ დავდივარ დღეს სულ ასე გაღიმებული?..

самосахранение! (?)

... ფურცელიც კი ვერ ვიპოვე წერილის დასაწერად...

...

"ჰუმანიზმი კაცობრიობის დასასრულს მოესწრება! "... "ერთი ჯვრიდან 2 საღრჩობელა გამოვა"...

...

ნუ რაღაც მსგავსი განწყობაა ორგანიზმის მივიწყებულ მდუმარე კუნჭულში, სადაც ათეიზმს ახარებს “ზეუცხო” ..

...

ძალიან ხშირად ვმეორდები!..

სტრესია და ვერ გამოვედი :)) ...

მას მერე რაც ტყეში დავიკარგე თუ..

რაც მამაოს სულ ფეხები ვუბაკუნე? ))))))) ... (ოი.. სირცხვილო! ) ...

კიდევ ტემპერატურა ამეწია და ძილის დროსაც კი ბეჭებში ნერვების დაჭიმულ გორგალს ვგრძნობდი... (ერთი დიდი მხიარულებაა )) ) ..

...

ყველაზე სასაცილოა ისაა რომ_ეს სულ არ მადარდებს!...

მიკვირს_რამდენად გამძლე ვარ! ხან ჩავეფლობი ხოლმე სევდაში თორემ..

ისე კი მიბწყინავს მზის მხიარულ სხივებზე თვალები! ...

...

და ... 2-იანი ჩემი ასაკის თავში უნდა იყოს თუ ბოლოში?.. .. ხო..ამაშიც ცოტა ავირიე :))) ...

...

ეს ასეთი ღამეა...

ამ ღამის საკუთარი ფიქრებია...

გადიდებული გულის გრძნობაა მხოლოდ... ))))))) ...

...

წავიდე ერთი დავამთავრო ძერწვა თორემ შემომეფშვნა ის ცარცი ხელში )))))))) ....

...

ხვალ სხვა კონტრასტი იქნება...

...

...დაველოდები............

* * * (თუთა..)

თუთა..
ხე, რომელიც ჩემთან ერთად იზრდებოდა და ზამთარშიც კი ავდიოდი მის მოყინულ კენწეროზე.. .
.. სამი დიდი ტოტი.. დათითოვებული მე და 2 ბიძაშვილ ბიჭს შორის ...
ყველაზე მაღალი ტოტი ჩემი იყო.. იქ უბრალოდ ვერავინ ამოდიოდა.. ყველაზე მოსახერხებელი იყო მოსაკალათებლად და დასაძინებლადაც კი _თუ ადამიანი შეძლებდა იქიდან გადაშლილი სილამაზის ცქერისას თვალი მოეხუჭა ...
დიდი ფოთლები ჰქონდა და დიდი სიცხის დროს ხან თითქოს ქარის გარეშეც მინიავებდნენ და ისეთი მშვიდი იყო დრო! ...
ეს ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი სიმაღლე იყო_რადგან მთა მანამ ნანახიც არ მქონდა ბარში გაზრდილს... _ცასთან ყველაზე ახლოს ვიყავი! იქიდან ადამიანები სხვანაირად მოჩანდნენ..
და დაცული გული შეჰხაროდა სიცოცხლეს...
ხან ტოტებსაც ვესაუბრებოდი და მისი ქერქის ყოველ ნაჭდევს ვუღიმოდი და ვეფერებოდი ...
...
ჩემი ცხოვრების მე-17 წელს თუთა... გადაჭრეს...
...
ვერ დავიცავი თუთა...
...
მას მერე ბავშვობაზე მოგონებამ შეიძლება გამაღიმოს, მაგრამ სევდა დიდია..
ჩემი გადაჭრილი ბავშვობის სევდა... :)

* * * (რაღაც ქრება..)

რაღაც ქრება.. ნელ-ნელა ქრება.. ალბად ისე ნელა_რომ ვერ ვამჩნევთ..
და ეს კარგია_რადგან ისე დაიწყებოდა დიიიდი... დეპრესია ... :)
არა და...
რა კარგად მახსოვს ბედნიერება.. :) ...............................................

* * * (ვიქნებით!!! :) ... )

ვიცი რას ელი...
გამოკიდებული დროს_როგორც ცას...
ცას რომელიც აღარაა..._ისევე როგორც დრო...
და ჩამოიყრება ყოველი ვარსკვლავი...
და ვეღარ იპოვი კლდოვან ბილიკებს მწვერვალებიკენ რომ ხელი გაიწოდო და გაფრინდე...
აქ მეტად ჩეეულია ყველაფერი...
დაიზომეს აბლაბუდები საყვარელმა ადამიანებმა...
რამდენნი ყოფილან...
გაიბუტები...
დაჩუმდები...
იმხიარულებ...
სიცილით ჩაიხუტებ მათ და აღარ მოხედავ...
მოხედვა ხომ ცუდის ნიშანია...
...
წასვლა ყველაზე ადვილია..
არაა ძნელი.._იმაზე მეტად ვიდრე სიცოცხლე..
....
და... სანამ.. აქ.. ჩემს გულში სიყვარულია...__ ელოდე აქ _ მანამ მე წავალ!... :)

ვიქნებით!!!!!! :) .............................
...................................................................

ზღვის პირას ...

ვუსმენ..
ვითომ რუსული რომანსის ტკივილს ვატყუებ?!...
ზღვის ნაპირას ტალღები ეულ გამომშრალ მორს ასკდებიან..ზედმეტია მორი..
და მეც მორივით...........
...
1 ღამეც..
მერე.. მერე ნაპირი ისეთი თავისუფალი იქნება..
მერე.. მორი ისე ჩათბება ტალღებში..
ზღვა ამშვიდებს... ზღვა ცივია..............
სითბო მხოლოდ ბუხართან დარჩება და ...
მე მკაცრი თოვლის სუნთქვას დავეწაფები_ბუხარს გამოქცეული...
(-ეს ხომ სულ ასეა! _ გამცინებს ნაცნობი...)
ეს სულ ასეა..
და მე გავურბივარ ბუხრის ხალხს..
მე ვთბები ცრემლით..
მე ვთბები ძებნით...
მე უკვე მხოლოდ ვარსკვლავებს ვუღიმი..
იქაც სიცივეა...
დაბადებიდან მარტო ვიყავი.......
არ მინდა.........
ვუძლებ!.......
:)
ნეტავი შეიძლებოდეს სიცოცხლის გამოძინება!......... :) .....

* * * (დარჩა...:) )

ვის ელოდები სიმარტოვეს ჩაჭიდებული?..
...:)
იგი...
რაღაც პარალელი გაივლო და შვეულად ჩაეკიდა ამ პარალელებში...
გაიტანა სარკეები დარბაზებიდან... რადგან სული ამხილეს სიბერეში....
იდგა საფლავთან_რომელიც უყვარდა და დროს ართმევდა მოგონებით...
იხსენებდა წლებს_როდესაც ყველას დაემშვიდობა..
და მაინც იყო...
დაივიწყა ბავშვობის ყველაზე ლამაზი ხედი ტოტიდან, რომელიც მოჭრეს...
...
მერე გარშემო...
მერე მიწაში..
მერე ზეცაზე...
...
ერთადერთი გამოჩნდა..
სინათლე... პატარა და თბილი......................
დრომ საკუთრად მიაღებინა..
გულში ჩაიკრა .....
მას მერე აღარც ბოლოს დალოდებია.. აღარც დასაწყისს...
უბრალოდ... _ დაიტოვა...................

და მხოლოდ მისით დარჩა!!!.... :) ....

* * * (მაპატიეთ)

ზამთარია...
ისე დათბა_გაზაფხულიაო ამბობენ...
ტყუილია _ ზამთარია ისევ.. თოვლი კი არ ჩანს.. თორემ თოვს.. ვერ ხედავთ?.. მე ხომ არ გგონივართ გიჟი ან ცრუ?... თოვს...
...
მეგონა შემეძლო:
მოსმენა
გაგება
ფიქრი
ღიმილი
ოცნება
რწმენა ...

აღარ მგონია.. არ შემძლებია....

სითბო იყო სადღაც... რა ვიცი.. გულებში...
არა და ყველანი გაჩერებებზე ჩამოდგნენ და ახმაურდნენ... ისე დამაფრთხეს_როგორც ღამურა შუქით...
...
ვისაც არ უტირია_იტიროს ჯობია... რამდენი დაღმართია ცრემლისთვის...
...
გული ეგოისტია...
მას უნდა მხოლოდ თავად სტკიოდეს...
მას სხვისი არ სჯერა..
მას არ უნდა გადარჩენა...
დიდდება...
...
მეტკინა...
...
არა და... ისეთი სიმშვიდეა როგორც კუბოში...
...
მცივა
...

მაპატიეთ.

* * * (სიზმარი იყო... არ დაუჯეროთ სიზმრებს_ავია მათში... :) )

(დრო)

ალბად... საცოდავია თავისი სიმარტივით რომელიც მოიტანა დიდმა სიყვარულმა და სითბომ...
შეეხო ძველ მუსიკას ახლად გამღერებულს... ხმაურია..
დარწმუნებით ხელი ჰკრა და გააცია.. დაღლილი და დიდი_რასაც ჰქვია გული...
კიდევ შეუშვებენ ოთახში_რომელშიც არაერთხელ ეძინა და აღარ იცნობს კუთხეს.. ბზარს.. მტვრის სუნრნელს...
წარსული_როგორც ტვირთი და როგორც შეხვედრა...
ტყეში დაკარგულს დაღმართი აშინებს.. არც ერთი ხე არაა სანდო...
ადამიანები.. _არ არიან.. არიან.. ზედმეტნი... ცოტანი... _გაიჭედნენ..
“სიცოცხლე”_მხოლოდ სიტყვაც ღლის... _სიცილია ბევრი... ძილია გრძელი.. იმედი ზარმაცია..
...



(სითბო)

-ზევით...ზევით..მხოლოდ გადაიფრენს.. ვერ გავაჩერე... _ დაპატარავდა... ზამთარში რომელიღაც წითელ კენკრას მიყინული ბეღურასავით...
ჩურჩულებდა და იღიმებოდა...
იღიმებოდა და ცას თვალს უკრავდა... (არასოდეს გასწიროთ!) ...

"ესეც გაივლის!"...
ღმერთია ჩვენთან!!! ...
...



(ისე)

ოოოოოოო... დაღამდა....
ღამურა ვარ..
ისევ ამოვიხედავ ქვევიდან ზევით და მოვუსმენ ჩახეხილი ხორხის შეკავებულ მოთქმას...
. ჩემს თვალებში ათასი ნაპერწკალია გამოკრული...
ათასი ვარსკვლავია და რას დავიდევ მზეს?! ... _ჩავაქრე...
ფიქრები მხოლოდ მელოდიაა_რომელიც ქართან ერთად მყარად ჩაჭიდებული ბრჭყალების რყევას გამოდევნებულ წრიპინში იკარგება..
_დრო გავაჩერე..._ჩემზე მეტად ხმაურობდა!...
..............................
ღამურა ვარ!...
.......... უბრალოდ... დაღამდა ..........
...



(სულში...)

მე ისევ ვწერ..
არც ვიხატავ რამეს.. უბრალოდ_წერა ჩემი აგონიაა..
ჩემი უიმედობაა..
ყვირილია..
ვერ მივყევი სიტყვას მუსიკაში_ვერც მუსიკას სიტყვაში...
სულის გაფრენის შემეშინდა.. შემინდე სულო_პატარა ვიყავი მაშინ..
...
ახლა მე ერთი დიდი სიმშვიდე ვარ_გამოწერილი და დადგენილი ჩემი თავისთვის!..
მაგრამ...
მე ვწერ და ვკარგავ..
მაშინვე ვკარგავ, რადგან აღარ მინდა რაიმეს მოჭიდება...
...
ჩავიცვამ ლურჯ საწვიმარს და შევეფარები ლურჯ კვირტებიან ხეებს..
ავიტან მხოლოდ ლურჯ წვიმას ჩემს დაღამებულ სახეზე...
ლურჯი დაღლაა...
...
საოცარი სიმსუბუქეა და გადარჩენის იმედი! _ გაბნეული ლოცვით, განუზომელი სიყვარულითა და ავადმყოფობით გადიდებული სიცხიანი გულით...
...
მე მოვეფერები საკუთარ ლურჯ სულს_რომელმაც გამიღიმა და ზღვის ამონასუნთქი წვიმით გამოვიტირე_ჩემი სიცოცხლის უღირსი წამებით...
მერე.. დიდხანს ვიჯდები პაწია ხატით ჩახუტებული ლურჯ ქარიან სანაპიროზე და გამორიყულ კუნძულებს დავცინებ...
და როდესაც უკანასკნელად გავივლი ლურჯ ქვიშაზე_ ნაფეხურებს სიამოვნებით გააქრობს მეწამული ზღვა ... და ..

ხატს გამორიყავს....................
...



(სახლში...)

ასე მგონია_ამ ძველ საწერ მაგიდას ერთი საიდუმლო სამალავი აქვს..
რაღაც.. განსაკუთრებით მოაქვს ნიავს წარსულის სურნელი...
.. ვიღლები.. ისე, რომ... აწმყო აღარ მინდა...
სულ ჩრდილშია..დაობდება ალბად მალე.. მენანება, მაგრამ ინტერესით ვაცლი დროს მის განადგურებას..
ეს მე ვბერდები..
კიდევ..
დედაა.. სძინავს.. საწოლს გარშემო ვუვლი.. თეთრია მისი თმები.. მზისგან ნასესხებ მთვარის სხივებზე თეთრი..
ვეფერები... იღიმება ძილში...
მერე... მე ეს ბედნიერება ყველაზე მეტად მატკენს გულს!... გული უნდა დავხუჭო....!..
...
რაღაც იმალება ოთახში..
მიყვარს სიბნელე და.. ოთახში კი სულ რაღაც იყო..
სევდა იყო_კედელზე დაწერილი........
ერთხელ მატარებელივით ჩაიქროლა.. _ და მაშინ ერთადერთხელ დავცინე სევდას..
მას მერე აღარ.........
მივეჩვიე...
აღარც კედელს აქვს ექო..
ბოდვაა..
წარსულს რომ ვესაუბრებოდე.. არა, ის რომ მესაუბრებოდეს მაშინ.. მეტად თამამი და ბედნიერი ვიქნებოდი...
ეხლა კი..
სადღაც ვარ.. არც კი ვიცი სად?!...
ნეტავი ამ ბოლო დროს მართლა მოხდა რაიმე კარგი?..
აზრი კლებულობს.. სითბოც..
მიდის ბევრი..
იმაზე მეტი შემძლებია_ვიდრე მეგონა... გაძლებაც და... დანებებაც...
უდროობაა...
ღმერთო.. ხომ მეტყვი, როდის შემეძლება წასვლა?!.. ... :)
თეთრი ლურჯზე...
სიმშვიდეა ...................................
...

(სიზმარი იყო... არ დაუჯეროთ სიზმრებს_ავია მათში... :) )

* * * (იცი ვინაა დაღლილი?... )

* * *

იცი ვინაა დაღლილი?...

დაღლილი სპილოა ჩემი მობილის დესკტოპზე, რომელსაც საათი უჭირავს ხორთუმით და სული, რომელიც ასცდა დროს და თავის წილს ზიდავს!...

დაღლილი... ძაღლია, რომელსაც არასოდეს ჰქონია კერა და მთელი ცხოვრება საკუთრობის ნიშნებს ტოვებს უცხო ხეებზე თუ პურის სუნიანი სახლების კედლებზე...

დაღლილი... ბუმბულგაცლილი თუთიყუშია, რომელიც პატრონის უყურადღებობამ სიჩუმის პირობადადებულს ბუმბული დააპუტინა და მალე სიმარტოვე ჩააბარებს მოლაყბე თუთიყუშთა სამოთხეში...

ადამიანებში კი ეს ყველაფერი ასმაგია! ....




* * *

რეალობა!
ერთადერთი, რომელიც წინ არ მეღობება, მაგრამ ვებრძვი_რეალობაა!
არც ვემალები ..
მაგრამ ვერც ვეგუები...
ნაკლული ადამიანი თუ... დაკარგული დრო?.. დროში დაკარგული?...
"თავი ის მოჩვენება ეგონა_რომელიც ჯერ არავის მოსჩვენებოდა..." ...
დღეს მზეა! ...
დროებითი და ცივი სხივები! ..
მეტი სინათლე..
მეტი! მეტი!... _რომ გავიცრიცო და ... გავქრეეეეეეეე! ...
...
ტყუილია ეს მზე...
ხვალ ისევ გაწვიმდება!
ზეგ_გათოვდება!
მაზეგ_მოყინავს! ...
...
ზამთარია! ..
...
ეჰ...
სითბო გვაკლია სულში!




* * *

სუბიექტური...
ძალიან ამეკვიატა ბოლო დროს ეს სიტყვა..
ჰო და ვერაფერმა ვერ მომაცილა..
ვერც ქარმა..
ვერც წვიმამ...
ერთ მამაოს ვესაუბრე...
გავბრაზდი..
ვუთხარი...ხშირად ცოდნა სულს გზას ააცდენს მეთქი! _რადგან სწორი გზა მხოლოდ უჩინარი და ბეწვის ერთი ციცქნა ხიდია!...
ჰო..და...
არაა...
რატომ გქვია ბერძნული ქალღმერთის სახელიო?! ...
კიდევ...
ხომ არ გგონია, რომ სხვას შენზე ნაკლები სიყვარული შეუძლიაო?!...
...
ჰო და ვზივარ ახლა..
მზის სხივებს თვალებს ვუჭუტავ და მრცხვენია ...
ნერტავი რას ავცდი?..
ნეტავი_თუ ავცდი?.........
...
ჯერ კიდევ მზეა!... :) .......




* * *

თოვს...
არ შემიძლია შევწყვიტო..
ნუთუ გაუგებარია რითი ჰგავს თოვლი დროს?.. _ვერ ვაჩერებ... !!
მარჯვენა ხელი გამეყინა... _ მაუსის და გულის ბრალია!... :) ...
არ გამიზომოთ მგრძნობელობა სიტყვებით!... _რადგან გულში ბევრად დიდი და ... ცოცხალი სივრცეა..
....
ამინდის-გარეთ...
...
ვცვლი მუსიკას...
...
მარადიული?!.. _გული.. და სიყვარულია!...
.......:)

P.S. როდესაც მკითხავენ: ასეთი.. მხიარული...ამ სევდას მართლა გრძნობ თუ იგონებო?.. გული დამწყდეს?!!!!!!!!!!!.. მე ხომ... მხოლოდ იმედი მომიგონებია...!!! ... :) ...........




* * *

კუნთები ამეტყველდნენ..
როდესაც სიმშვიდე ჯვარს ვაცვი ...
შეიპარნენ ძარღვებში ჭიანჭველები..
პატარა გოგოს ნერვები დავაზომე...
მიწას მიჯაჭვულს მეორე კბილა უკრავს თვალს ზეცისკენ..
...
აგონია _ დიდი სიმშვიდეა!...
და სხვისი განცდა_როდესაც მისი სხეულის ტემპერატურაც კი შენია...
გონება თუ გული!!!!...
სადღაც ძალიან შორსაა კითხვითი ნიშანი..._ალოგიკურობა არ სვამს კითხვებს... _უბერავს....
...
დავიწუნე! _ პირველმა ვიოლინომ_ვერ შეკრა სულები!!!...
დაფანტულები..
თავს გასულები..
...
განერიდება..
ერიდება...
სულისეული..
ვერტერისეული...
და უფრო გამძაფრებული.... მოჩვენება..
...
ხედვაა უძირო სხეულში..
ფანქრით მოხაზული სიცოცხლის საზღვარი..
ღმერთი და განტოლება..
ჩაკეტვა დ "მე"...

დასასრული რწმენაა...!.................




* * *

ცხოვრება..
არის ზღვა..
რომელშიც ყოველ ტალღას თავისი წილი მზე მოაქვს და ყოველი მათგანი_თავისი ჰაეროვანი გადავლებით გვიქარვებს უსიცლცხლო ფსკერზე საზარელ ფიქრებს...
არის სახე..
მიმყოლი თავისი მიმიკებით და გაუაზრებელი მანამ, სანამ არ გატკენენ და თავს ჩაუფიქრდები..
აი მერე ქმედებებთან ერთად სახის მიმიკებსაც იხსენებ..
უცნაურია.
არის გული_როდესაც გაანათებ და უფალს ანდობ...
და რა არის იმაში, როდესაც გგონია რომ ამოწურე ადამიანი და ახლა ცდილობ გაახარო თუნდაც სულ მცირე ხნით..
მაგრამ ეს გახარება მხოლოდ მაშინაა სამართლიანი_როდესაც ჯერ თავად გულწრფელად გიხარია და გულწრფელად ცდილობ გაუზიარო..
ისე კი ყველაფერი ხელოვნურია, დროებითობისთვის განწირული გამეტებაა..
თამაშია ადამიანის სიცოცხლით..
ხო... ხო...




* * *

აღმოვაჩინე_რომ მხოლოდ ვსაუბრობ...
ის, რომ სულ ვხსნი..
ვხსნი გრძნობებს..
და ხან თავს ვიმართლებ..
არა და არც ერთი არაა საჭირო.. .. ეს ხომ თავისთავადაა _ ღრმად.. გულში... ... თვალებში_სულის სარკეებში...
...
ისე ვარ თითქოს _ რაღაც მშვენიერი აღმოვაჩინე..
მიღიმიან სურნელოვანი მოჭრილი ვარდები... _ისინი ისეთი მშვენიერები არიან რომ მე..
ჩემი წუთი დავაფასე ამ დედამიწაზე ...
უცნაურია..
მინდა მოვასწრო_სანამ ეს მელოდია დამთავრდება..
და მერე რაღაც დამთავრდება_იმიტომ რომ რაღაც დაიწყოს..
...
უბრალოდ_სიცოცხლე გვიყვარდეს ადამიანებო! ...
უბრალოდ...
გვიყვარდეს! ...
..
... გეფერებით! ...

მიყვარხართ! ...




* * *

როდესაც მოჭრეს ხე_სადაც ბუდე მქონდა გაკეთებული _ გავექეცი ღიმილით ეზოს და მის გარეთ ალუჩაზე დავიდე ბინა..._პირველი რაც თვალში მომხვდა შესაფარებლად..
შემიკედლა..
მიმიღო..
ჩამიკრა..
სათითაო ეკლით მომეფერა და...
ნაყოფიც მომცა...
ისეთი მადლიერებით გამოვართვი_უკვე მისი ყველაზე მაღალ ტოტის ახალმა ჩიტმა...
მაგრამ ...
მჟავე იყო ალუჩა...
არა და მაშინ_რომ მშიოდა...
დამაპურა!...
რატომ დავწერე ეს _ არ ვიცი..
უბრალოდ..
სიმჟავემ გული გამიჩერა... _ალბად ეს უფრო მახსოვს ალუჩისგან..
მისი მადლი დამავიწყდა...




* * *

ვწერ...
ყოველთვის არ მინდა წერა..
თვალებში ყურება მინდა და მოსმენა..
უბრალოდ..
უბრალოდ.._რაღაც სიმებია..
რაღაც სხივებია..
სიტყვებია_გაშვებული ჩუმი ხიზნებივით...
გრძნობები არაფერია..
მან გაუგო ადამიანებს..
მან დაიმორჩილა ადამიანები..
და მერე შეებრძოლა დროს და ღმერთს..._რაც მის შემეცნებაში ერთი და იგივეა..
უბრალოდ..
სიამაყემ ვერ დაახევინა_თორემ იცოდა საკუთარი დამარცხება..
დემონური ბუნებაა..
დამარცხებაშიც შეეწინააღმდეგა ღმერთს _თავისი ნება ჰქმნა უზენაესად (რადგან ღმერთი უსამართლოდ ცნო_მისი გამთელავი და დამჩაგვრელი..)..
...
ეს ყველაფერი მოხდა...
ეს ყველაფერი ახლაც ხდება..
...

იქნებ გადავრჩეთ!? :)

მოგვიხსენიეთ!...


(2007)