მოთვინიერება...

ცხოვრება ათვინიერებს..
სულ თავიდან ცას ახლოს ხედავ.. სიზმარში დაფრინავ.. მერე სიზმარში ფრენაში რამე გეხმარება.. მერე იშვიათად იყურები ცაში...
როცა გჯერა - ოჯახის.. მეგობრების.. დრო გადის და მხოლოდ ერთეულები გელოდებიან ისეთს, როგორიც მიგიღეს... უმეტესობა მათგანი უფრო ადრე იცვლებიან და შენგანაც დაუნდობლად იგივეს ითხოვენ.. - ითხოვენ ჩარჩოებს.. ყალიბს.. ჯაჭვებს.. კალაპოტს.. - რომელსაც თავად მიგითითებენ და გატრიალებენ საკუთარი სურვილით.. გიყოლიებენ უგულო უქმსიტყვაობაში.. გულგრილობაში..
- - -
აღარ უნდათ სიმართლე..
არ უნდათ თავისუფლება..
როცა ეს ორი არ არის - იქ აღარც სიმსუბუქეა, არც სიყვარული, არც წარმატება.. არც სული..
ჯობია პირი არ გახსნან..
- - -
ყოფას თავისი ფერხული აქვს.. ზარბაზნები ისვრიან.. ვიღაც გვტოვებს სულ მარტოს.. დრო არ რჩება მდუმარებისთვის.. თვალებში ჩასახედად.. სიტყვის მისაღებად.. ბგერების და ფერების შესაგრძნობად.. სილამაზისთვის.. ღიმილისთვის.. ერთგულებისთვის.. სიყვარულისთვის.. ეს ყველაფერი ადამიანების გულებში უნდა იყოს და ყოფა კი აცარიელებს.. როცა ადამიანი ვეღარ უმკლავდება - თავდაცვა გულგრილს ხდის... ეს უკვე დასასრულის დასაწყისია..
- - -
და ეჭვი მოდის..
ადამიანები ერთმანეთს ვერ ხედავენ!
ადამიანები აღარ ფეთქავენ...
და ვინც ჯერ კიდევ გრძნობს - მათ კეტავს როგორც მარტოხელა მგლებს..
- - -
ეს მდგომარეობა ხშირად სიცოცხლეს ბოლომდე გრძელდება, რადგან ამ ყველაფრის მერე ადამიანები გრიგალებს ერიდებიან.. სიკეთის არ სჯერათ.. სიყვარული არ სურთ.. ან უბრალოდ - აღარ უნდათ.. - ის პატარა წონასწორობა ურჩევნიათ, რასაც მოპოვებულ სიმშვიდეს ეძახიან და ძარღვის ყოველი შეტოკება და გულის ყველა აჩქარება - უკვე დამღუპველი საშიშროებაა მათთვის..
- - -
ასე ადამაინი გულს კარგავს..იცი როგორი შეგრძნებაა? _ რომ გაიზრდები და ხან სოფელში, მინდვრის ძველ ბილიკზე სიო რომ მოულოდნელად ბავშეობას შემოგიბერავს და უცებ ისე აღფრთოვანდება სული.. აჩქარდება გული.. წამოვა ცრემლი.. ძარღვებში სისხლითაც კი იგრძნობ იმ ბედნიერებას, რაც მაშინ, როცა სული მსუბუქი იყო, სუფთა  და ცა კიდევ ახლოს.. ეს წამიერი შეგრძნება ისეთი ძლიერი, მაგრამ ისეთი ხანმოკლე, რომელსაც დაღლილი ადამიანი ვერ შეინარჩუნებს და თადაცვის ინსტიქტი მერე უფრო მეტად კეტავს და ყუჟავს თავის სიჩუმეშ და უმზეობაში..
ადამიანი ნელ-ნელა ქრება..
ყოფიერება ანგრევს და აქრობს..
თუ ადამიანი თმობს სიყვარულს საკუთარ თავში! - ის ნებდება...

_ _ _
ცხოვრების მთელი არსია - დარჩე ადამიანი!
ისევ მოეფერო ხის ყოველ ფოთოლს.. ისევ გაგარინდოს მთიდან მონაქროლმა ქარმა.. გაგიდიდოს გული ვარსკვლავებით მოჭედილმა ცამ.. აგატიროს ადამიანის დანახვის სიხარულმა.................  უბრალოდ - სასტიკად გიყვარდეს სიცოცხლე ამ მშვენიერ სამყაროში :) ...

მხოლოდ ეს არის ბედნიერება..:)