ღვთისმშობლის ტკივილი

...
სიჩუმეა...
..........
.............
არ ყოფილა სრული სიჩუმე_თუ ახლა მაინც ვწერ...
........
ტკივილია.
და...
მოლოდინი.........................................:)...

ეს ლექსი არ მტოვებს და.. კიდევ...... მეფიქრება.........
იქნებ....

ხო..

გავჩუმდი...


ჯვარცმა

პალმის რტოებს ჩაუვლიან ლანდები,
და ღმერთკაცის ჯვარცმულ სახეს ვნახავ,
მდუმარებას ხელში აყავს ხატები,
შენ იუდას გაღიმებას ხატავ.
ზეთისხილის მთას დაჰყურებს მთვარე,
გველისფერი გზა მიჰყვება ტაძარს,
და მესიას შეიპყრობენ მალე,
დღეს იუდას ჩვენში ბევრი ბაძავს.
ვნების კვირა გაგრძელდება დილამდე,
საიდუმლო სერობასაც ვთლიდი,
ხელს დაიბანს პონტოელი პილატე,
მაცხოვარს კი უთვალავჯერ ვყიდი.
გულისთქმას რომ დაბრმავებით ვენდე,
მიწევს ბევრი განსაცდელის ატანა,
და ჭოჭმანობს მოციქული პეტრე,
ქრისტე ეტყვის გამშორდიო სატანა.
ნაზარეთის თხემისფერი კედლები,
ერთხელ მაინც უნდა ნახოს კაცმა,
ჯერ დახატე ზეთისხილის ქედები,
მერე უფრო ადვილია ჯვარცმა...

(მამა პეტრე)



”ჯერ დახატე ზეთისხილის ქედები, მერე უფრო ადვილია ჯვარცმა...”

....

აღდგომა შენს სულს ! ...

...

0 коммент.:

Отправить комментарий