შემოდგომაა ... ( понедельник, Сентябрь 01, 2008 )

.... :) ...

* * *

იცი...
შემოდგომაა :) ...
...
მხოლოდ გულის დრო...:)...
...
მახსოვს ბერეტი მეხურა ხოლმე :) _რუხი.. ან შავი.. ასეთივე ქურთუკებზე და... მოლბერტის ნაცვლად ფანქარს და პატარა სახატავ რვეულს დავატარებდი ჩანთით:)... ჩურჩული მიყვარდა.. ფოთლების ხმა.. თვალდახუჭულიც დავდიოდი და ... მივშრიალებდი:).. ხან მელოდია დამდევდა ღიღინად:).. აი.. ფრანგული ფილმიდან _ ”ქალი და მამაკაცი” :) .. ის სიჩუმეს ჰგავდა და ფოთლებს:)...
...
შემოდგომაა :)) ...
ხო..
....
კიდევ ფერია სხვა.. :) .. მეუცნაურა.. მეახლოვა..
ყვითელი შემოვიდა ლურჯად..:).. ყვითელის ნეგატივი ლურჯია თურმე.. იცი როგორ ვიპოვე?.. ხელი მომიხვდა პეინტში შემთხვევით და... :)... ლურჯად დაეფინა დედამიწას ფიქრები და ღიმილი.. დასრულებული და მოტაცებული... :) .. ზეცისფერ ფოთლად:)... ლამაზია :) ...
...
დღეს...
დღეს ბარათაშვილის ძეგლთან ვიდექი ”ჯაჭვად” :) ... ხალხი იყო ისეთი ნაცნობი და ისეთი უცხო... იმედიც იყო და.. :) ... ღიმილი მოვიდა გულში:).. აი, როდესაც იცი, რომ მაინც არაფერი გამოვა და ჯიუტობ _ როგორც ყოველთვის :)))...
....
რეალისტი!:)))))))))))))...
აჰა!..
.. ამ ტოტზე ვზივარ შემოდგომის ლურჯი მთვარის შუქზე...
უკვე... თვეებია ჩემში თვითგანადგურებაა დაწყებული და მხიარულად ვიცინი! :))) ...
ხმაურიც შემოდის გულში და შფოთიც.. შევიცვალე კიდეც და _ ვერც ვერასოდეს შევიცვლები! :) .. რადგან ვერასოდეს შევძლებ ვიყო მოჩვენებითი! :) ..
უხმოდ ამიტანია და მომითმენია, მაგრამ სიცრუეს და ჩემს დაცარიელებას თუ შეეცდებით _ ვერ შეძლებთ ;) ...
მომერიდეთ! _ ჯერ ხომ არასოდეს გავბრაზებულვარ და.. არ ვიცი როგორი ვარ ასეთ დროს!:))...
არ მატკინოთ შემოდგომაზე!:))))))))))) ............
რადგან სულაც არ ვარ თავმდაბალი! :)))) ....................
და არც სულგრძელი!!!!...
სულაც არა......................... არა................

თუ ვერ მიიღებთ _ მაშ მოერიდეთ ჩემს ბუნებ(რივობ)ას!!!!...
....
იცი.. ხიდები მიყვარს შემოდგომაზეც:)))... იქიდან ლურჯ მდინარეს მიჰყვებიან ლურჯი ფოთლები...
მაშინ ხიდზედ ისეთივე გარინდებაა როგორიც ზღვის პირას სიჩუმეში სიმშვიდის შემსწრის:)..
მერე კი... სევდა.. იმ სიხარულს გამოქცეული _ რაც ყოველ ადამიანს შემოაქვს და ავსებს არსებას სუნთქვასავით.. სიყვარულად:)....
...
იცი...
რამდენი მაქვს სათქმელი..........................
_ისიც ითქმება!:)..
ყველაფერი ხომ გულიდანაა:)...
...
ქარია ჩემში და ტრიალი.. ტრიალი თავდავიწყებით ბედნიერებაში!:)))...
კიდევ...
წვიმა...
ახლა უბრალოდ..
მშვიდად ვარ!:).. თავისუფლად ვსუნთქავ!:)..

ვგრძნობ!!! :) ...
...
სიტყვებს აღარ ვემორჩილები..
აღარც სიცოცხლეს..

შემოდგომაა...
ჩემი შემოდგომა...

გულია...

_ _ _

ღიმილი მას_ვისმა გულმაც მომიტანა ეს სიმღერა:)...




0 коммент.:

Отправить комментарий