"ბედნიერებამ მითხრა _ ნუ მეძებ".. ლევან ვასაძე (ლექსი თქმული ლოცვად...)




ბედნიერებამ მითხრა _ ნუ მეძებ
შენი შვილების თვალებში მნახე..
ნაზი სამშობლოს უხლებ ველებზე
ნაწვიმარ სიოდ გამომიძახე.
შემხვდი შავი ზღვის ნაჩურჩულებთან
სადაც კოლხეთი შეხვდა დიაოხს,
სადაც შორს წასულს ლოდინს ურეკდა
ტალღებს მომდგარი მთების ფრიალო.
მნახე კახეთის უდრეკ დგომაში,
მთვარისფერ ვაზის ფოფინა ჩრდილში,
თრიალეთს მომწყდარ შემოდგომაში
და ჭირნახულის ჟივილ-ხივილში.
დაზამთრებული გურიის მთებში,
ხელიხელ ნაკრეფ ჩხავერის ტკბილში,
საგაზაფხულედ მზა ნადურებში
და კრიმანჭულის ჭირზე სიცილში.

ბედნიერებამ მითხრა _ რად მეძებ?!
მე ხომ მეგრული ნანები მქვია,
ლაზური ქვისფერის დაბლობებზე
გაზრდილ ქალ-ვაჟებს რომ ზნედ ატყვია...
მე ამ ჰერეთის, ან იმერეთის
სიზმრების ცა ვარ დაუსაბამო,
სტუმრის გულიან მოსაფერებ(თ)ის
უარყოფა ვარ სოფლის საამო...
ის ქალაქი ვარ ქარის მცნობელი,
გულის ბაგრატის გუმბათის ხელა,
ზემო-იმერეთს დინჯად მომსვლელი
ზრდლობიანი ვარ საპოვნელა...
მე მთების ზღვა ვარ თეთრად გაშლილი,
სვანური ზარის ცრემლში ნაჟური,
უშბის კალთა ვარ მეწყრად დაშლილი,
და აქაფებულ ენგურს ნაწური.
დარიალს მჯდომი ქირიკაშვილის
შეცოდებული ჯიხვი ვარ ნორჩი,
გერგეტის მზე ვარ მყინვრად აშლილი
და განძის გადამმალავი ომში.
ჭიუხში ხევსურთან შემთხვეული
ფშავში მისული ნისლის უბე ვარ,
დინჯი თუშის და ფიცხი მთიულის
თვალში დამდგარი ფიქრის გუბე ვარ.
ქართული სულის მგელვარე რაშის
შმაგი, ამაყი და მორცხვი მთა ვარ,
ჭოროხის თავშიც და გურჯის კარშიც
ჩაუქრობელი ქრისტეს ნატვრა ვარ.
კუპრად და ჭირად მოზღვავებულით
ვერმოწამლული ხულოელი ვარ,
განდაგან თრევას არგუებული
შენი ერთგული აჭარელი ვარ.

ბედნიერებამ მითხრა _ თუ მეძებ
ალესანდროულს ნუ მოსწევ გვიან...
რაც კი რაჭველმა სწრაფად ვაკეთე
იმას ნამდვილი ხვანჭკარა ჰქვიან.
ჭელიშის ოთხთავთან შეწირული
სანთელ-ბერების არგანაგონი..
სჯულის მსხვერპლი ვარ თავგანწირული,
სიდარბაისლე ვარ ბარაკონის.
ტაოს ცრემლი ვარ ბანად შთენილი,
სახლის დაცვა ვარ ლომგულ-ფხოველის,
კლარჯეთის ხმა ვარ ვერმოწვდენილი
გალავნებამდე სვეტიცხოველის...
მამა გრიგოლის შეწყნარებული
არაუდები ხანძთის შვილი ვარ,
ფარავანი ვარ ნინოს ხლებული,
იოთამ ზედგენიძის ძილი ვარ.

თუ არ დაგღალე _ აფხაზეთი ვარ...
სურნელი სოჭის მთუთქავს, მაციებს,
მე ყოველ ღამე კვლავ იქ შევდივარ
სანამ უფალი არ მაპატიებს_
ქართულის ზერელედ მივიწყებას,
სტუმარ-ქალების მალულად დევნას,
სიმდიდრისათვის გაფაციცებას,
მიწას მოწყვეტას, საფლიდო ლხენას.
სანამ უძღები შვილი მამასთან
თავჩაქინდრული ცრემლით არ მივალ...
სამოსელს პირველს მამა ჩამაცვამს
და სიხარულით გული წამივა...
სანამ ილორში წმინდა გიორგის
არ მივენდობი მწირველ-მღვდელივით
და არ ვიტირებ რაც არ ვიცოდი
ზურმუხტ-ბიჭვინთის ღვთისმშობელივით...
მაშინ დასცხრება აბელის ცრემლად
სამაჩბლოში დაბა ბრწყინვალე,
აღარ ვიქნები კერპების მძევლად,
აღარ შემარცხვენს ჩემი სიმხდალე.

ბედნიერებამ მითხრა _ სად მეძებ...
მზე დასავლეთში როდის ასულა,
რეებს აგროვებ, დარდობ საგნებზე
და ვეღარ იცლი იდგე კაცურად!
სადმე, სულ ახლოს, აქ, ვარძიასთნ
სარგის თმოგველის ნაკამარალზე,
მტრის გაოგნებულ ელეგიასთან,
მის მოღალატე ცოლის დანკალზე...
ქორებრ ხედვიდე მღელვარე ზეგანს
ლურჯ-ბალახიან ჯავახეთისა,
მესხთა სამკვიდროს, აბულის წყებას,
კუმურდოს ლოდინს ძღვენთა კვეთისა.
ნაათაბაგარ, ნამოღალატარ
ოდესღაც ტყიან განვლიდე გორებს,
დაუდევარი ფიქრის კვალდაკვალ
მიადგებოდე მოპარულ ლორეს...

ბედნიერებამ მითხრა _ რა ვიცი...
კახში ინგილოს რა ეშველება...
თუ გეშორება უკვე დმანისი
და მარნეული არ გეშენება..
ისე მოკვდები _ გარეთ არ გახვალ
რისთვის-ღა ცხოვრობ? საერთოდ ვინ ხარ?
შენ ძმაო ქართველს სულ აღარ გავხარ...
რას ადღეგრძელებ, რაებს იხსენებ,...
ვის რად არგია სად რა მოგსვლია?!..
დასთვრები, ისტორიას იჩემებ
ხალიბებს, ჭანებს, კაბადოკიას...
არაფერს არ ქმნი... რით-ღა შოულობ
მაგ საგროვებელს - და არა სარჩოს?
მოფხანვის მაგვარ შვებას პოულობ
როცა იყიდი და აღარც გახსოვს რისთვის იყიდე?
რის გეშინოდა? -როცა მოხვეჭის გზაზე დგებოდი...
რით მიგაძინეს და რა გინდოდა
როცა ნამუსთან დაბრუნდებოდი..

ბედნიერებამ მითხრა _ არ მეძებ...
თორემ სამშობლოს ცვარიან ბგერას
იავარქმნილი გულის ნადებზე
იმყოფინებდი მალამოდ ძგერას...
მელექსეობის ამპარტავნებას
მდუმარე ჭვრეტის ლხინში გასცვლიდი...
დამანებებდი დევნას თავნებას
და შენთან მოსვლას თითონ მაცლიდი..
ნაღდი თბილისის საღმოებად
არდანაბიჯებ ხატების გრილში
ვიწრო-ქუჩების ჭა-ეზოებად
ნატანჯი ხალხის დაღლილ ღიმილში...
დაბრუნდებოდი მშობლების სახლში
რაც ღმერთმა მოგცა _ იმით ძლიერი,
დათმენის სიბრძნეს ჩაჰხედდი თვალში
მოიქცეოდი როგორც ივერი.
ჩაგიხუტებდი.. რაც წლები დაგრჩა
ჩემს სამკვიდროში კვლავ იქნებოდი
და შენნაირი გარეთ ვინ დაგრჩა
აწი იმაზე დაფიქრდებოდი...
წარდგომის ჟამი დამშვიდებულზე
უეცარ ხმობად დაგიდგებოდა
ნააღსარებზე აწი შენ გულზე
ძებნა და შფოთი არ იქნებოდა..

ამიტომ ნურსად.. გესმის.. ნუ მეძებ..
ყველა ასახდენ ზღაპარში მნახე..
და სიხარულის უხლებ ველებზე
იმედის სიოდ გამომიძახე...


ლევან ვასაძე.
2010 წ

დარიალში თქმული ორი ლექსი (არქიმანდრიტი შიო და ლევან ვასაძე)





...

/ ნაწყვეტი ფილმიდან: ”ლექსად თქმული ქადაგებები” (2009)
http://www.facebook.com/video/video.php?v=1278165801012

ავტორი და რეჟისორი _ კობა ცხაკაია.
ოპერატორები _ დ. კუტუბიძე, თ. მრევლიშვილი.
http://www.geocinema.ge/en/index.php?filmi=3181 /

27 коммент.:

მადლობა,
ძალიან მაგარი ლექსია

 

გაიხარეთ :)
ღმერთი გფარავდეთ თქვენ... ამ ლექსის ავტორს და სრულიად საქართველოს!!!..

 

სიტყვები არ მყოფნის... საოცრებაა!

 
Этот комментарий был удален автором.
 

მეც მიყვარს =)

 

midzinebuls suls agvizebs , gmertma daglocot

 

ამ ლექსში მთელი საქართველოა და მისი მომავალი

 

ვერც ერტმა პოეტმა დაისტორიკოსმა ვერ შეძლო ამდენის და ასე ლაკონურად გადმოცემა

 

ლამაზი ლექსია...მტკივა ჩემი საქართველოს ისტორია...ჰერეთიდან ვარ...კახიდან...

 

გაიხარეთ!!!...
მე საქართველოს აწმყოც მტკივა და... იმედი მაქვს მომავალისა :) ...

 

ქართველი ამაზე უნდა გაზარდო, უფალმა დაგლოცოთ, სიტყვები არ მყოფნის საოცრებაააააა

 

გულიდან ამოსული სიტყვებია, ვაჟკაცი კაცია, ნაღდი პატრიოტი, ღმერთმა დალოცოს და ამრავლოს ასეთი ქართველები.

 

mze dasavletshi rodis asula did rusetshi amovida da kubashi chavida es pirovneba ar vici rogori patriotia labat didi magram moskovs tu ar moshordeba albad ruseti egoneba yvela da yvelaferi

 

:) მე კი მჯერა, რომ ყოველ დილით მზის აღმოსავლეთიდან მოლოდინში _ სადაც არ უნდა იყოს ეს ადამიანი ყოველთვის მხოლოდ საქართველოსთვის და საქართველოში იქნება!:)...

 

ძაან მაგარია საგოლ ავტორს ესეთი ლექსი ჯერ არ დაწერილა საქართველოზე .... ამ ლექსში ყველაფერია ნათქვამი ... საქართველოში დაბადება მართლაც ბედნიერებაა ! ;)

 

უფალი იყოს თქვენი მფარველი!!!

 

wow umagresiaaa, ai sityvebi ar myopnis iseti ramaa, sagol avtorss :O:O:O

 

აი, ასეთ ლექსებზე უნდა იზრდებოდეს ჩვენი ახალგაზრდობა

 

dzalian kargi leqsiaa :)

 

gmerto gvimravle aset qartvelebi

 

ამ ლექსმა დამაფიქრა, იმედიც ჩამისახა, რომ ბენირება ნამდვილად არის და ის აუცილბელად ყველასთან მოვა .....

 

“დაბრუნდებოდი მშობლების სახლში,
რაც ღმერთმა მოგცა, იმით ძლიერი,
დათმენის სიბრძნეს ჩაჰხედდი თვალში,
მოიქცეოდი, როგორც ივერი.
ჩაგიხუტებდი, რაც წლები დაგრჩა,
ჩემს სამკვიდროში კვლავ იქნებოდი
და შენნაირი გარეთ ვინ დაგრჩა,
აწი იმაზე დაფიქრდებოდი.”

იმაზე მეტი რა უნდა გითხრათ, რასაც თავად თქვენ ეუბნებით საკუთარ თავს . ეუბნებით და მერე როგორ, თითქოს სამშობლოზე შეყვარებულ, მხურვალე გულს იგლეჯთ და მის სამსხვერპლოზე მიტანას ცდილობთ

ბატონო ლევან, პატივს გცემდით ისე, როგორც ჩვეულებრივ, ერთ წარმატებულ ახალგაზრდა ქართველ კაცს. თუმცა ცოდვა გამხელილი სჯობს და ჩემთვის ვფიქრობდი – რაღა მაინც და მაინც რუსეთის იმპერიას ამაგრებს მეთქი.. .
თქვენი ლექსების: “ბედნიერება” , “ჩემი პატრიარქი” და “წერილი შვილს” გაცნობის შემდეგ საკუთარი თავის შემრცხვა. . . არა მარტო იმის გამო რომ თქვენ არ გიცნობდით, უფრო მეტად იმის გამო, რომ ჩემს სამშობლოს- საქართველოს არ ვიცნობდი თურმე, რომელსაც უამრავი სისხლდენის , ჭირისა და ვარამის შემდეგაც შერჩენია ძალა , თავის წიაღში გამოზარდოს, ჯერ ფეხზე დააყენოს, მერე შეაფხიზლოს, თავისივე დიდებულ წარსულზე ასე ცრემლნარევი სევდით დააფიქროს , სხვათა მრავალთა შეფხიზლება – მოქმედებისთვისაც მძიმე უღელი დაადგას და უბრძანოს; ახლა შენი დროა, სამშობლოს სჭირდები !
ჩამოდით, თქვენ მოვალე ხართ!

ბარაქალა შენ, ჩემო სამშობლოვ, ასეთი დიდი მიზიდულობის ძალა რომ გაგგაჩნია, სადაც არ უნდა გადაიკარგონ შენი ღვიძლი შვილები, მაინც მუდმივად რჩები მათი გაუგონარი სიყვარულისა და ერთგულების მექად. ისინი დრო და დრო მიდიან, მაგრამ მათი გული შენთან რჩება და მათი ყველა გზა მაინც შენკენ მოდის.
მადლობა ღმერთს, რომ დღეს საქართველოში, სინათლეში ხელის ცეცებით არაა საძებარი კაი ყმები. მამულის მეციხოვნენი, განათლებულნი ღვთისგან და სწავლულნი მეცნიერთაგან . რომელთაც მხოლოდ ბრძილის ველზე მოსახმობი ძველი ნაღარის ხმა სჭირდებათ.

 

უზომო სინანული და სიმდაბლე იგრძნობა. ჭეშმარიტად უფლის სიტყვებია გონს რომ მოვეგოთ.

 
ელდარ ჭიჭიაშვილი

მომავლის ეპიტაფია
კაცი ვიყავ და მიწად ვიქეცი,
ჩამოვიცილე სევდა შვიდკეცი,
დადგრა მდუღარე ცეცხლი და ვნება,
რადგან უფალმა ასე ინება.
გადაიქროლეს დროის რაშებმა,
ლაგამ-აღვირი დახრეს ლაშებმა,
გაქრა საფლავის ნიში და სვეტი,
დრო-ჟამისაგან ნაქარ-ნასეტყვი,
საფლავის ლოდი ხავსმა დაფარა,
წახდა ხავერდი, დაჭკნა ზაფრანა.
მაგრამ რა ვუყო, რატომ არ ქრება
ფერფლში მბორგავი შმაგი ვნებები,
ისე ცხელია ამ მიწის გული,
დიდხანს საფლავში ვერ გავჩერედები.
თუკი მიწა ვარ, მაშ რად არ ქრება
ჩაუქრობელი ვნების ხანძარი?
სიყვარულისთვის ნაკურთხ გულების
გამაპობელი, როგორც ხანჯალი?
მე ისევ მოვალ, როცა ვენახში
ვაზს დაასკდება თაფლის ჯიქნები,
და ქვევრის თავზე, პაპას მარანში,
აცეკვდებიან ცელქი ჭინკები,
სიყვარულის და ძმობის დესპანად
თქვენს თასში ღვინოდ ჩამოვინთები,
სისხლში რომ ცეცხლი დაიწყებს დუღილს,
ის დაუმცხრალი ცეცხლი ვიქნები!
მაშ, გაუმარჯოს მშობლიურ მიწას,
როცა მის მტვერში ჩავილექები,
მთვარისფერ თასით შესვით ღვინო და
ქარს გაატანეთ ჩემი ლექსები!

 

დამაფიქრეთ, გამაოცეთ, გულიც მატკინეთ და გამახარეთ.
რა საოცრება შექმენით. დიდი მადლობა ასეთი საყვარულისთვის.

 

ქართული პოეზიის ერთ-რთი უნიკალური შედევრია

 

ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი
http://na-granitse-globalnogo-vimirania.blogspot.com/2016/10/39.html

 

Отправить комментарий