
ბანტიანი დედა და ფულნაშოვნი კმაყოფილი მამა ტაქსის უკანა დასაჯდომზე ხელებგადაშლილი და უმისამართოდ მომზირალი..
სწრაფად გასაზრდელად გამზადებული გოგოების უგემური მაკიაჟი და მანქანის მოდელების დაწუნება-გამოცდაში ჩამტვრეული ბიჭები..
გადასარჩენად მოჭიდებული სამსახური და საკურთხით ცას გამოკერება..
მომავლის იმედი მეტროდან ამოსულის ინტერესს ჰგავს _ ჯერ კიდევ დღე დახვდება თუ ღამე..
ჩვენ დაბადებისთანავე და მოყოლებული - ცას სულში ვმარხავთ სიცოცხლის ბოლომდე..
ამიტომაც - არაფერია!..
1 коммент.:
რა მაგარი მომენტი დამაჭერინე - მეტროდან ამოსულის ინტერესი :) :*
როგორი ფუყეა ხო ეს ყველაფერი? ჭეშმარიტება კი ღრმადაა და დაფარულად :)
Отправить комментарий