იცით რა არის თქვენს და მას შორის განსხვავება?

იცით რა არის თქვენს და მას შორის განსხვავება?

თქვენ არასოდეს გადადებთ თქვენს საქმეს სხვისთვის - ის გადადებს და უანგაროდ დაგითმობთ დროს.
თქვენ ყველა კატეგორიას ერგებით - ის არასოდეს ეგუება უცხვირპირო გარემოს.
თქვენ შეგიძლიათ ტყუილად გაუღიმოთ - მას არა.
თქვენ შეიძლება გაგიწყდეთ ძაფი (მოთმინების, ..... ) - მას არასოდეს...
თქვენ შეგიძლიათ იდარდოთ საკუთარ თავზე ყოველწუთიერად წლების განმავლობაში - მას საკუთარი თავზე დარდისთვის დრო არ რჩება (სხვაზე დარდობს და სხვას ეხმარება...)...
თქვენ გგონიათ, რომ ის მოჩვენება ხართ, რომელიც ჯერ არავის მოჩვენებია - ის კი უბრალოდ ცხოვრობს და სხვა ხვდება, რომ განსხვავებულია, ამიტომ ყველა ვერც კი უახლოვდება...
თქვენ გგონიათ რომ მზე ხართ და ანათებთ - ის კი უბრალოდ ყველასთვის გზის მაჩვენებელია და ათბობს...
თქვენ თავს იტყუებთ და დაბორიალობთ (ხშირად არც შამფურს წვავთ და არც მწვადს) - ის სიმართლით სუნთქავს და წინ მიიწევს..
თქვენთვის ბედნიერება მხოლოდ სიტყვაა - მისი კი სიცოცხლე..
...
უბრალოდ ასე ვცხოვრობთ :) ...
_ _ _
(მადლობა უბრალო, კეთილ და გულწრფელ ადამიანებს, ვინც თავს არასოდეს იტყუებს! :) ) ....

0 коммент.:

Отправить комментарий