:) . . .

საკუთარ თავს...

იქნებ უბრალოდ_მხოლოდ უნდა მიხაროდეს?
აქამდე მიხაროდა.. რაღაც პერიოდში.. დაბადებიდან დიდი ხნის მერე...
მერე..ვიპოვე ყველაზე ძვირფასი და ჩავიკარი იესოს კვართივით :) ...
ახლა ბედნიერებაა!_ისეთი-როგორიც არის!_სწორედ ისეთია ჩემი ბედნიერება! :) ...
...
ღმერთს ესმის ჩემი და კიდევ :) ..._ ჩემს სულს!!_რომელიც ვიპოვე :) ...
სიკვდილის უკვე არ მეშინია.. უბრალოდ.. უკვე სიკვდილი მინდა.. :) .....
:) ...
...
ახლა ყველაზე მეტს ვიცინი :)
ახლა ყველაზე ცუდად ვარ! :) .......
...

დავიღალე ...

მე მათ ზევიდან დავინახავ :) ...........




საიდან მოვიდა გაზაფხული_არც კი ვიცი... :) ....
უბრალოდ... ეს ყვავილი ზევიდან უფრო ლამაზია :) ......
...
მომავლის გაელვებაა :) .. ერთი იმ მშვენიერთაგანი_რომელიც უ-საზღვროა :) .......
...
ისინი იყვნენ.. აღარ არიან.. ახლა მათ დაათოვთ ან შესცივდებათ გულში და გაფრენილ ფურცლებზე... :) ..
მაგრამ მოვლენ.. კვლავ მოვლენ.. :) .........
და მე მათ ზევიდან დავინახავ :) ...........
...

U.n.k.l.e. "Rabbit in your Headlights"...

გზა არ მთავრდება..

რამდენჯერ უნდა გამოვიდე სხეულიდან.. მე ხომ ისედაც გვირაბში მივდივარ..

სად ავტვირთო ფიქრი_რომელიც ისვენებს გადამწვარ თავში.....
და მოდის ყოველი გაღიზიანებული კუნთიდან..

რელიგია_რომელშიც არ არის ღმერთი..

სიმშვიდე, რომელიც ფრთებზე მალე დნება ყოველი გაფრენისას...

ძალა.. _გაშვებული გულით და დაშვებული გონით... _ უკუათვლაა...

იმედი მაშინაა .. და საჭიროა.. _ როდესაც არ გჯერა თავის_და ელი შველას!..

როდესაც კარგავ ყველა იმედს _ იძენ თავს! ძალას! რწმენას! თავისუფლებას!..

...

უბრალოდ ვფიქრობ.. უბრალოდ ვფიქრობ...

ყველა გზა ბასრია :) .....




P.S. დროდადრო........"მე თავისუფალი ვარ! თავისუფლება ყველა იმედის დაკარგვაა" ...

გულის-ხმა ....

თოვლია ...
ხან ვეხსნები თბილისს და ... ფიფქებთან ერთად სიშორეს ველტვი ... სულ ასეა ...
...

ეს ალბად მე ვარ ... გამოქცეული ... დაკარგული.. უმადური ...
გონებაში ხშირად ვიბნევი ხან სად.. ხან სად... მაგრამ ... სული მეხუთება ...
და გავრბივარ ...
ბოლო დროს მეტად დინჯი ვჩანვარ, მაგრამ სიჩქარე მომემატა ... _ბედნიერებით დრო-შენელებულს :) ...
სიმშვიდე სულ რამოდენიმეჯერ ვიგრძენი :) ...
აქ.. ხადაში.. ხადი-ჯვარს მიყრდნობილი მთვარეს გაყოლილი და გაბრწყინებული ...
სულს ვგრძნობ ...
...

კიდევ... სულ სამ ადგილასაა ჩემთვის სიმშვიდე ...
...
მაგრამ ...
არ დავწერ იმას, რაც მგონია ...
ბოლო დროს არაფერი კარგი არ მგონია :))) ...
...
მალე ჩავკეტავ ამ ნაწერებს ... დავკარგავ ...
...
ხალხი ძალიან კარგია და მე ასეთი ფიქრები მაწვალებს მხოლოდ :) .. მაგრამ ვერ ვხედავ მათ_ალბად მხოლოდ ვგრძნობ!... და... ისევ.. სული მეხუთება..._ხან არც ვიცი რატომ...
...
დავიღალე ...
როდესაც შარშან რეალობაში დავიკარგე, მაშინ მივხვდი, რომ ... თურმე მთელი ცხოვრება დაკარგული ვარ _ არც ვიცი სად!... :) ...
...
ყველაფერი საოცარია!_როდესაც არაა მათში ”მე” ... ფერიც კი.. ზეცაც... ცის ფერიც ...
...
გულის-ხმის-ყოფა ...
...

ვეცდები... ვეცდები.................



..................................................................................................................

თქვენ ხომ.. ტირილიც არ შეგიძლიათ ........






დღეს ...
......
დღესაც ითოვა ...
დაფარა თოვლმა ...
ღამე მივედი...
მელოდა თითქოს ...
ის უსმენს ჩემს გულს...
საუბრობს ჩემთან...
...
ვერ ვტირი...
მგონია რომ ვტირი.. სინამდვილეში.. გულშია ტკივილი და რაღაც ცრემლი თვალში...
ბებია იყო ასე სიკვდილის წინ.. ხმამაღლა_უხმოდ ტიროდა.. და არასდროს მინახავს ამაზე დიდი ტკივილი...
მეც მასე მოვკვდები_ვიცი..........
...
სუსტია ადამიანი..
არ გაბედოთ თქმა_რომ ეს ჩვეულებრივია და... უბრალოდ_სიცოცხლე!.........
...
თქვენ ხომ.. ტირილიც არ შეგიძლიათ ...............................................................................................









(ვიყავით მე და ფერია... :) ....... )

თოვს ... (just... განწყობა...)

ვწერ მონატრებით
ვმეორდები _ რადგან იგივე ვარ..
თოვს და ფიფქი ვარ მხოლოდ _ თბილის ყველაზე თბილ გულში შენახული.........
გარეთ .... სადღაც.. მიღმა...
იმას, რაც მაღიმებს_თოვლზე ვწერ...................
....
სიჩუმეა...............
ვუსმენ...........................................
...

"შორს, მუზები წაგვიყვანს შორს...
იქ სადაც მხოლოდ ჩვენთვის თოვს..
მე გთხოვ_არ წახვიდე შენ ჩემგან შორს..
არ მოუყვე ჩვენი განცდები თოვს..
თოვს..და მხოლოდ ჩვენ გვათოვს........"


თოვს .....................



...

* * * (გამთენიაა.. :) )

გამთენიაა..
მზე მოდის...
გულმა დროს მხოლოდ მზის შესახვედრად გაუსწრო...
მზე მინდა_ დავინახო.. გავათბო.. გავუღიმო..
არქაული ხვეულები ღიღინით გასდევენ შორეული მთების მოვარაყებულ ქედებს..
ღამის სევდის სიღრმით თავმომწონე ზეცას_დღის ბედნიერება ამაღლებს და შლის...
-ზეცა სარკეა სოსოიააააააააააა!!!!!!!!!........ :) ...
სიმშვიდეა რაღაც გასაოცარის წინ...
...
რა მარტივი და მოკრიმანჭულოა სინათლეზე და დღეზე ფიქრი...
სევდას ზეცაში გამოვფენ_რომ მზემ გაანათოს და გაცხრილოს...
შემინდეთ, მე ხომ ღამურა ვარ.. და აი.. ასე მაბნევს დღე..
...
გავიღიმე... :)
მზე _ ამოვიდა! :) ...............