გააფხულდა :) ....





ის ერთადერთი.. რაც მტკივა....


ყველაზე დიდი საშინელება ისაა, როცა გგონია, რომ ადამიანები, რომლებიც შენს გარშემო არიან, შორი-ახლოს, თავისი სიკეთით თუ შეცდომებით - არასოდეს გარდაიცვლებიან...
ზოგი რაც მეტად გიყვარს - მით მეტად გტკენს გულს.. - მით მეტად შორს იჭერ თავს...
და როცა მიდის....
არა და ადამიანებს ყველაზე მეტად ერთმანეთი დაგვრჩენია...
_
ბოდიში მათ, რომლებმაც ძალიან მატკინეს გული (ან, მე ვატკინე), რის გამოც გავდექი შორს... ისინი კი ადგნენ და... სრულიად დაუკითხავად... წავიდნენ ამ ქვეყნიდან...
უცნაურია....
არც სიკვდილის მეშინია და არც არაფრის...
მაგრამ მათი ეს წასვლა - ყველაზე მეტად მტკივა...

წუთია სოფელი....

სენტიმენტების გარეშე... - წუთია სოფელი...

ბინდისფერია სოფელი....

მიფრინავენ... მიფრინავენ.....

--------------
წაგებული ყოველთვის ცოცხლები ვრჩებით.........




 https://www.youtube.com/watch?v=0VBYWPFNRLw

https://www.youtube.com/watch?v=ArO4CGG6EFY


ახალი :) ...

ჰაი5, ფეისბუქი, ოდნო, ფორუმი, ბლოგი... ყველაზე საუკეთესო და მყუდრო მაინც ბლოგია :)) ....
-
დიდი ხანია აქ სიჩუმე იყო :)
უახლოეს 2018 წლით დავჯერდები :) ...
-
წლის დასაწყისში გადავწყვიტე სრულიად შემეცვალა ცხოვრების გზა და... საქართველოდან იტალიაში წავსულიყავი :) .... მოვა დრო და აუცილებლად ვიმოგზაურებ აქ <3 p="">
 მერე...
მერე მოხდა უცნაური რამ.. სამსახურის შემოთავაზება, რასაც ჩემდა მოულოდნელად დავთანხმდი :) .... ჩემს ცუგებთან და ფისოებთან ... რაც 4 წელიწადში მოვიმატე 15 კილო, 3 თვეში დავიკელი 15 კილო :)))) ახლა ჩემი მაქსიმუმი 62 კილოა :)))))))<3 p="">
აქ იყო ძალიან ბევრი საქმე :) ... იყო და არის :) ... და იქნება კიდევ :) ... ჰო და ვმუშაობ :) ...
აქ ერთადერთი, რაც შემიძლია აღვნიშნო, რომ განვითარდა "ნატვრის ხეს" სიუჟეტი.. ვინ რაც მეგონენ - სრულიად საპირისპიროები აღმოჩნდნენ... თუმცა ძირითადში სიზმარში რომ არ დამესიზმრებოდა ისეთი კარგი ცვლილებები წავიდა ამ სფეროში <3 ....="" nbsp="" p="">ერთ-ერთი ასეთი "აღმოჩენა" ჩემთვის იყო სოფო :) - ჭკვიანი, მყარი, რეალური, სანდო, სამართლიანი! მასთან ერთად მუშაობა ნამდვილად სასიამოვნოა!

ჰმ....
კიდევ ერთი საინტერესო გემრიელობა, სხვათა შორის სოფოს გემოვნებით... :)))
სუში :)))))
მანამდე სუში რაღაც... გამომშრალი ხილი მეგონა :)))))))))) (რუსულის გავლენით, თან დიდად არც დავინტერესებულვარ)...
გავსინჯე და..... უგემრიელესი, უიშვიათესი...  <3 ...="" :="" p="">

კიდევ ერთი ასრულება იყო გიტარა :)))) იამაჰას ცენტრში ერთი შესანიშნავი გიტარა ვიყიდე <3 -="" ....="" :="" nbsp="" p="">

კიდევ ის ხდება რომ... სახლში მყავს უზარმაზარი ფისო, დიდთავა ვან გოგი, მოფერებით - ბუსა :))))) .. კასტრირებული ბიჭუნა, უთბილესი და კრუტუნა <3 nbsp="" p="">
მეჯვარე! დიიიახ :) წელს მეჯვარეც გახლდით :))) <3 ...="" p="">
2012 წლიდან მქონდა ასუსი :) ძალიან კარგი ლეპტოპი, მაგრამ მას მერე, რაც ცუგამ გადმოაგდო მაგიდიდან, ნელ-ნელა მისი მდგომარეობა გაუარესდა და აი, სულაც გაფუჭდა...ჰო და ახალი შევიძინე - დელი... პლიუს 2 ტერაბაიტიანი გარე ვინჩესტერი :) .... კამფეტია :)))
ახალ წლამდე თავს საჩუქარი გავუკეთე - დელფოსში ვიყიდე ეს სამეული, ოღონდ ცალ-ცალკე :)))...
ნუ უმთავრესი, რაც 2018-ში მოხდა ესაა :) ....

დანარჩენს მომავალი გვიჩენებს :)
....
აი მომავალში მინდა ასეთი სახლი დიიიიდი ეზოთი ღმერთმა მისმინოს !
კეთილი ოცნებების ახდენას გისურვებთ ყველას და ბედნიერ 2019 წელს <3 .....="" br="">!

ოქტომბერია...

ოქტომბერი გასაყარია..
როგორც სული ეყრება სხეულს..
ჰაერი მიწას...
ფოთოლი ხეს...
ფიქრი ქცევას....
გზა ცხოვრებას...
დროა,
როდესაც ნისლი შემოდის ძალიან ნელა და სუნთქვით წვდება გულს...
ფეხს ანელებ და ქუჩებს უფრო იმახსოვრებ...
როდესაც ყველა პარალელურ სამყაროში დატოვებულს უღიმი..
უცხო ადამიანებს გრძნობ და ფერშეცვლილ ფოთლებს ესაუბრები სანამ ქარი მოაკითხავთ...
ყველაფერი ისეთი ჩუმია და მელოდიური...
 ოქტომბერია... :) ...



თუთა.. ჩემი ბავშვობის ხე ...


ბავშვობაში შტაბი გვქონდა თუთის ხეზე! :)))))))))))))))))) მე და ორი ბიძაშვილი ავდიოდით და ტოტები გვქონდა დანაწილებული :)) იქ, სადაც მე ავდიოდი ვერავინ ამოდიოდა - სამი ტოტი იყო კალათასავით და ზედ ისე კარგად მოვკალათდებოდი ხოლმე, კიდეც ჩამძინებია კითხვისას წიგნით კალთაში და არ გადმოვვარდნილვარ :))) კარგია, ზიხარ, ნიავი უბერავს.. კითხულობ ყველაზე საინტერესო წიგნს, იქვე ნაყოფს ხელს შეაწვდი.. გადაიხედავ და კახეთის მინდვრები გადაშლილა და შორს ცისფერი მთები :)) ... მერე ბიძაშვილებმა ქვემოთ დააჭედეს ფიცრები და გადახურეს.. აღარ მომეწონა ეგ - ქოხივით უგემურ რამეს დაემსგავსა.. სამაგიეროდ ბევრნი ეტეოდნენ.. შემაწუხეს ხმაურით.. მერე .. მერე აბრეშუმის ჭია შემოვიდა მოდაში.. პატარა ცივი მუხლუხოები რომ შრაშუნობდნენ ჩაბნელებულ ოთახში თაროებზე... ჰო და მოვიდა მეზობელი და მოჭრა ჩვენი თუთა...
_ _ _
ადამიანი რომ ყოფილიყო.... ჩემი თუთის ხე საშუალო ასაკს გადაცილებული ფუნთუშებით სავსე კალათიანი ქალი იქნებოდა... რომ დაგყურებს და ყველა შენს წამოწყებას მშვიდად აკვირდება.. მერე ხეზე ასულს რომ შეგეშველება და ტოტებსაც მოსახერხებლად შემოგიწყობს, როგორც ბალიშებს, ლოგინიდან რომ არ გადმოვარდე... ჰო... მუსიკა ეყვარებოდა კიდევ კლასიკური.. ფოთლები სულ ასე შრიალებდნენ :) ... სიცოცხლის ბოლოს მშვიდად გატარება რომ უნდა სოფელში გადმოსახლებულ ხანში შესულ პიანისტკას - აი ასეთი იყო ჩემი თუთის ხე...

_ _ _
მსგავსი მოგონება Natia Khutsishvili-ის გვერდზე ვნახე და ჩემი თუთის ხე გამახსენდა...

მოთვინიერება...

ცხოვრება ათვინიერებს..
სულ თავიდან ცას ახლოს ხედავ.. სიზმარში დაფრინავ.. მერე სიზმარში ფრენაში რამე გეხმარება.. მერე იშვიათად იყურები ცაში...
როცა გჯერა - ოჯახის.. მეგობრების.. დრო გადის და მხოლოდ ერთეულები გელოდებიან ისეთს, როგორიც მიგიღეს... უმეტესობა მათგანი უფრო ადრე იცვლებიან და შენგანაც დაუნდობლად იგივეს ითხოვენ.. - ითხოვენ ჩარჩოებს.. ყალიბს.. ჯაჭვებს.. კალაპოტს.. - რომელსაც თავად მიგითითებენ და გატრიალებენ საკუთარი სურვილით.. გიყოლიებენ უგულო უქმსიტყვაობაში.. გულგრილობაში..
- - -
აღარ უნდათ სიმართლე..
არ უნდათ თავისუფლება..
როცა ეს ორი არ არის - იქ აღარც სიმსუბუქეა, არც სიყვარული, არც წარმატება.. არც სული..
ჯობია პირი არ გახსნან..
- - -
ყოფას თავისი ფერხული აქვს.. ზარბაზნები ისვრიან.. ვიღაც გვტოვებს სულ მარტოს.. დრო არ რჩება მდუმარებისთვის.. თვალებში ჩასახედად.. სიტყვის მისაღებად.. ბგერების და ფერების შესაგრძნობად.. სილამაზისთვის.. ღიმილისთვის.. ერთგულებისთვის.. სიყვარულისთვის.. ეს ყველაფერი ადამიანების გულებში უნდა იყოს და ყოფა კი აცარიელებს.. როცა ადამიანი ვეღარ უმკლავდება - თავდაცვა გულგრილს ხდის... ეს უკვე დასასრულის დასაწყისია..
- - -
და ეჭვი მოდის..
ადამიანები ერთმანეთს ვერ ხედავენ!
ადამიანები აღარ ფეთქავენ...
და ვინც ჯერ კიდევ გრძნობს - მათ კეტავს როგორც მარტოხელა მგლებს..
- - -
ეს მდგომარეობა ხშირად სიცოცხლეს ბოლომდე გრძელდება, რადგან ამ ყველაფრის მერე ადამიანები გრიგალებს ერიდებიან.. სიკეთის არ სჯერათ.. სიყვარული არ სურთ.. ან უბრალოდ - აღარ უნდათ.. - ის პატარა წონასწორობა ურჩევნიათ, რასაც მოპოვებულ სიმშვიდეს ეძახიან და ძარღვის ყოველი შეტოკება და გულის ყველა აჩქარება - უკვე დამღუპველი საშიშროებაა მათთვის..
- - -
ასე ადამაინი გულს კარგავს..იცი როგორი შეგრძნებაა? _ რომ გაიზრდები და ხან სოფელში, მინდვრის ძველ ბილიკზე სიო რომ მოულოდნელად ბავშეობას შემოგიბერავს და უცებ ისე აღფრთოვანდება სული.. აჩქარდება გული.. წამოვა ცრემლი.. ძარღვებში სისხლითაც კი იგრძნობ იმ ბედნიერებას, რაც მაშინ, როცა სული მსუბუქი იყო, სუფთა  და ცა კიდევ ახლოს.. ეს წამიერი შეგრძნება ისეთი ძლიერი, მაგრამ ისეთი ხანმოკლე, რომელსაც დაღლილი ადამიანი ვერ შეინარჩუნებს და თადაცვის ინსტიქტი მერე უფრო მეტად კეტავს და ყუჟავს თავის სიჩუმეშ და უმზეობაში..
ადამიანი ნელ-ნელა ქრება..
ყოფიერება ანგრევს და აქრობს..
თუ ადამიანი თმობს სიყვარულს საკუთარ თავში! - ის ნებდება...

_ _ _
ცხოვრების მთელი არსია - დარჩე ადამიანი!
ისევ მოეფერო ხის ყოველ ფოთოლს.. ისევ გაგარინდოს მთიდან მონაქროლმა ქარმა.. გაგიდიდოს გული ვარსკვლავებით მოჭედილმა ცამ.. აგატიროს ადამიანის დანახვის სიხარულმა.................  უბრალოდ - სასტიკად გიყვარდეს სიცოცხლე ამ მშვენიერ სამყაროში :) ...

მხოლოდ ეს არის ბედნიერება..:)