წაიკითხე...

...
დღეს ქუჩა არ მინახია..
დღეს ფანჯარაშიც არ გამიხედავს...
ხვალეც სულ 20 წუთით ვიქნები გარეთ..
არ მინდა გარეთ..
...
ჩემი სახლი_4 მეტრია.. აქაა წერა.. კითხვა და ფიქრი.. და კიდევ სიჩუმე... და კიდევ.. ღრჩობა........
...
წაიკითხე ის, რაც მოაღწევს..
წაიკითხე იმ სიმშვიდიდან_რომელიც გამჭვირვალე სახურავის ქვემოთაა... _სახურავის, რომელსაც ვეღარასოდეს ავხდი...
წაიკითხე..
შენელებულია გული და გაფანტული.. მოდებული და გაბნეული... გამოდებული და გაქცეული...
წაიკითხე_სანამ ფეთქავს...
....
მალე ვეღარ ვიფიქრებ_რადგან სითეთრე წაშლის ფერებს და სუნთქვას ჩააქრობს...
დედამიწა ჩაიკეცება მთვარესავით და დაიკარგება მიწა_სადაც ბავშვები აცხობდნენ პასკებს.. სადაც ერთმანეთს მალავდნენ სასაფლაოებში...
დახუჭე თვალები და გულით წაიკითხე _ როგორც ბრმამ..

მიგრძენი..
......
......
სანამ დავეხსნები ჰაერს...

0 коммент.:

Отправить комментарий