წერილიდან... ("..დრო აღარაა.. მხოლოდ მონატრებაა.. ")

"საღამოა...
ისეთი საღამო, აი, სუსტი ქარით რომ ასვენებს ფიქრებისგან გადაღლილ გონებას..
იგივე მელოდია ჟღერს გულში...
და კვლავ ვერ ვარჩევ ენას, მაგრამ დღეს ეს აღარ მაღელვებს_დღეს მე ის მესმის.. მესმის...

როდესაც სიტყვები არ კმარა... _თვალები დახუჭე და ... დალოცე :) ..........................
ყველაფერი ისეთი.. მიწიერია...
და მიწა ისეთი მსუბუქია..
ბევრად, ვიდრე წუთები... _ თითებს შორის გაპარული ქარს მიჰყვება და იკარგება...
და ისევ ქარი.. "წაშლილი ფაილების სასაფლაო" :)))))))) ....

სიცოცხლე მერყევია.. სიმშვიდე_სიმყარეა..
? ... ალბად.. ალბად...
პოულობენ... _სითბოს..
სიტყვებს_შეგროვილს და შენახულს ქაღალდის ყველაზე ნაზ ხვეულებში მელნის პაწია შეცდომებად..

"ამაოება ამაოებათა"... მთავარი ხომ გულია..

ფიქრები იშლებიან და იკრიბებიან..
გარშემო თუ მიღმა..
ყველაფერი სიცოცხლეშია...
ახლაა...
უბრალოა და გაშლილი, როგორც მთვარისკენ გაფრენილი თოლიას ფრთა...

გჯეროდეს და იქნება.. რწმენით მოგეცემა..

და ყოველი ფიქრის გადაწყვეტა სიყვარულია.................
ყოველი სიცოცხლის მიმართულება კი_სიკეთე...
უცნაურია..
ეს ორი რამაა, რასაც ვერ გავცდი... სადაც დავრჩი...
ყოველი მისგანაა და მისით..
სევდაც და თბილი ხელის გაწვდა.. დუმილი...

ქარვისფერი .. გამჭვირვალე, როგორც ეს ფოთოლი ...

....

ადამიანები ქრებიან? ..
იქნებ თავად ვაქრობთ მათ_ისევე, როგორც ვუშვებთ ჩვენთან.. სახლში.. ეზოში.. ფიქრებში.. გულში.. ტაძარში..
_არ გაუშვა..
რადგან შეიძლება დაიკარგოს.._თავის თავში.. სამყაროში...
_დაიტოვე!...
სიყვარულით.. მოთმინებით.. და კიდევ სიყვარულით... :) ..
...
ქარია ისევ ...
ისევ მოაქვს სიცივე და სითბო .. _მიიღე..
არჩევანია.. :) .....................

...........................

ხვალ სამებაში ვიქნები ალბად..
მეტი ხალხია..
ლოცულობს ბევრი.. ზოგი ისმენს :) ... _
გული სიჩუმეს პოულობს მაინც..
ქვევით მიყვარს მე.._ხარების ტაძარში :) .. ხო .. სიმშვიდეა...........................

.....................
წავალ ახლა მე.. წავალ..
...
მონატრებაა კიდევ...

ხო..

უბრალოდ _ დრო და მონატრება..

არა.. დრო აღარაა..

მხოლოდ მონატრებაა.. "

0 коммент.:

Отправить комментарий