* * * (სიზმარი იყო... არ დაუჯეროთ სიზმრებს_ავია მათში... :) )

(დრო)

ალბად... საცოდავია თავისი სიმარტივით რომელიც მოიტანა დიდმა სიყვარულმა და სითბომ...
შეეხო ძველ მუსიკას ახლად გამღერებულს... ხმაურია..
დარწმუნებით ხელი ჰკრა და გააცია.. დაღლილი და დიდი_რასაც ჰქვია გული...
კიდევ შეუშვებენ ოთახში_რომელშიც არაერთხელ ეძინა და აღარ იცნობს კუთხეს.. ბზარს.. მტვრის სუნრნელს...
წარსული_როგორც ტვირთი და როგორც შეხვედრა...
ტყეში დაკარგულს დაღმართი აშინებს.. არც ერთი ხე არაა სანდო...
ადამიანები.. _არ არიან.. არიან.. ზედმეტნი... ცოტანი... _გაიჭედნენ..
“სიცოცხლე”_მხოლოდ სიტყვაც ღლის... _სიცილია ბევრი... ძილია გრძელი.. იმედი ზარმაცია..
...



(სითბო)

-ზევით...ზევით..მხოლოდ გადაიფრენს.. ვერ გავაჩერე... _ დაპატარავდა... ზამთარში რომელიღაც წითელ კენკრას მიყინული ბეღურასავით...
ჩურჩულებდა და იღიმებოდა...
იღიმებოდა და ცას თვალს უკრავდა... (არასოდეს გასწიროთ!) ...

"ესეც გაივლის!"...
ღმერთია ჩვენთან!!! ...
...



(ისე)

ოოოოოოო... დაღამდა....
ღამურა ვარ..
ისევ ამოვიხედავ ქვევიდან ზევით და მოვუსმენ ჩახეხილი ხორხის შეკავებულ მოთქმას...
. ჩემს თვალებში ათასი ნაპერწკალია გამოკრული...
ათასი ვარსკვლავია და რას დავიდევ მზეს?! ... _ჩავაქრე...
ფიქრები მხოლოდ მელოდიაა_რომელიც ქართან ერთად მყარად ჩაჭიდებული ბრჭყალების რყევას გამოდევნებულ წრიპინში იკარგება..
_დრო გავაჩერე..._ჩემზე მეტად ხმაურობდა!...
..............................
ღამურა ვარ!...
.......... უბრალოდ... დაღამდა ..........
...



(სულში...)

მე ისევ ვწერ..
არც ვიხატავ რამეს.. უბრალოდ_წერა ჩემი აგონიაა..
ჩემი უიმედობაა..
ყვირილია..
ვერ მივყევი სიტყვას მუსიკაში_ვერც მუსიკას სიტყვაში...
სულის გაფრენის შემეშინდა.. შემინდე სულო_პატარა ვიყავი მაშინ..
...
ახლა მე ერთი დიდი სიმშვიდე ვარ_გამოწერილი და დადგენილი ჩემი თავისთვის!..
მაგრამ...
მე ვწერ და ვკარგავ..
მაშინვე ვკარგავ, რადგან აღარ მინდა რაიმეს მოჭიდება...
...
ჩავიცვამ ლურჯ საწვიმარს და შევეფარები ლურჯ კვირტებიან ხეებს..
ავიტან მხოლოდ ლურჯ წვიმას ჩემს დაღამებულ სახეზე...
ლურჯი დაღლაა...
...
საოცარი სიმსუბუქეა და გადარჩენის იმედი! _ გაბნეული ლოცვით, განუზომელი სიყვარულითა და ავადმყოფობით გადიდებული სიცხიანი გულით...
...
მე მოვეფერები საკუთარ ლურჯ სულს_რომელმაც გამიღიმა და ზღვის ამონასუნთქი წვიმით გამოვიტირე_ჩემი სიცოცხლის უღირსი წამებით...
მერე.. დიდხანს ვიჯდები პაწია ხატით ჩახუტებული ლურჯ ქარიან სანაპიროზე და გამორიყულ კუნძულებს დავცინებ...
და როდესაც უკანასკნელად გავივლი ლურჯ ქვიშაზე_ ნაფეხურებს სიამოვნებით გააქრობს მეწამული ზღვა ... და ..

ხატს გამორიყავს....................
...



(სახლში...)

ასე მგონია_ამ ძველ საწერ მაგიდას ერთი საიდუმლო სამალავი აქვს..
რაღაც.. განსაკუთრებით მოაქვს ნიავს წარსულის სურნელი...
.. ვიღლები.. ისე, რომ... აწმყო აღარ მინდა...
სულ ჩრდილშია..დაობდება ალბად მალე.. მენანება, მაგრამ ინტერესით ვაცლი დროს მის განადგურებას..
ეს მე ვბერდები..
კიდევ..
დედაა.. სძინავს.. საწოლს გარშემო ვუვლი.. თეთრია მისი თმები.. მზისგან ნასესხებ მთვარის სხივებზე თეთრი..
ვეფერები... იღიმება ძილში...
მერე... მე ეს ბედნიერება ყველაზე მეტად მატკენს გულს!... გული უნდა დავხუჭო....!..
...
რაღაც იმალება ოთახში..
მიყვარს სიბნელე და.. ოთახში კი სულ რაღაც იყო..
სევდა იყო_კედელზე დაწერილი........
ერთხელ მატარებელივით ჩაიქროლა.. _ და მაშინ ერთადერთხელ დავცინე სევდას..
მას მერე აღარ.........
მივეჩვიე...
აღარც კედელს აქვს ექო..
ბოდვაა..
წარსულს რომ ვესაუბრებოდე.. არა, ის რომ მესაუბრებოდეს მაშინ.. მეტად თამამი და ბედნიერი ვიქნებოდი...
ეხლა კი..
სადღაც ვარ.. არც კი ვიცი სად?!...
ნეტავი ამ ბოლო დროს მართლა მოხდა რაიმე კარგი?..
აზრი კლებულობს.. სითბოც..
მიდის ბევრი..
იმაზე მეტი შემძლებია_ვიდრე მეგონა... გაძლებაც და... დანებებაც...
უდროობაა...
ღმერთო.. ხომ მეტყვი, როდის შემეძლება წასვლა?!.. ... :)
თეთრი ლურჯზე...
სიმშვიდეა ...................................
...

(სიზმარი იყო... არ დაუჯეროთ სიზმრებს_ავია მათში... :) )

1 коммент.:

Wow! I thought you came from Cambodia at first... what wonderfully exotic writing. It's SO MUCH BETTER LOOKING than Cyrillic script!
This is the first ever Georgian blog I've come across, let alone one entirely in the Georgian language... so I HAD to say Hi while I was here!
Come to my blog sometime! You are most welcome!
I'm at http://gledwood2.blogspot.com
see you there hopefully! Say hi when you come!
All the best
Gledwood
"Vol 2" ...
PS I hope you do understand my vulgar English... I speak no Georgian, Russian, etc...

 

Отправить комментарий