* * * (იცი ვინაა დაღლილი?... )

* * *

იცი ვინაა დაღლილი?...

დაღლილი სპილოა ჩემი მობილის დესკტოპზე, რომელსაც საათი უჭირავს ხორთუმით და სული, რომელიც ასცდა დროს და თავის წილს ზიდავს!...

დაღლილი... ძაღლია, რომელსაც არასოდეს ჰქონია კერა და მთელი ცხოვრება საკუთრობის ნიშნებს ტოვებს უცხო ხეებზე თუ პურის სუნიანი სახლების კედლებზე...

დაღლილი... ბუმბულგაცლილი თუთიყუშია, რომელიც პატრონის უყურადღებობამ სიჩუმის პირობადადებულს ბუმბული დააპუტინა და მალე სიმარტოვე ჩააბარებს მოლაყბე თუთიყუშთა სამოთხეში...

ადამიანებში კი ეს ყველაფერი ასმაგია! ....




* * *

რეალობა!
ერთადერთი, რომელიც წინ არ მეღობება, მაგრამ ვებრძვი_რეალობაა!
არც ვემალები ..
მაგრამ ვერც ვეგუები...
ნაკლული ადამიანი თუ... დაკარგული დრო?.. დროში დაკარგული?...
"თავი ის მოჩვენება ეგონა_რომელიც ჯერ არავის მოსჩვენებოდა..." ...
დღეს მზეა! ...
დროებითი და ცივი სხივები! ..
მეტი სინათლე..
მეტი! მეტი!... _რომ გავიცრიცო და ... გავქრეეეეეეეე! ...
...
ტყუილია ეს მზე...
ხვალ ისევ გაწვიმდება!
ზეგ_გათოვდება!
მაზეგ_მოყინავს! ...
...
ზამთარია! ..
...
ეჰ...
სითბო გვაკლია სულში!




* * *

სუბიექტური...
ძალიან ამეკვიატა ბოლო დროს ეს სიტყვა..
ჰო და ვერაფერმა ვერ მომაცილა..
ვერც ქარმა..
ვერც წვიმამ...
ერთ მამაოს ვესაუბრე...
გავბრაზდი..
ვუთხარი...ხშირად ცოდნა სულს გზას ააცდენს მეთქი! _რადგან სწორი გზა მხოლოდ უჩინარი და ბეწვის ერთი ციცქნა ხიდია!...
ჰო..და...
არაა...
რატომ გქვია ბერძნული ქალღმერთის სახელიო?! ...
კიდევ...
ხომ არ გგონია, რომ სხვას შენზე ნაკლები სიყვარული შეუძლიაო?!...
...
ჰო და ვზივარ ახლა..
მზის სხივებს თვალებს ვუჭუტავ და მრცხვენია ...
ნერტავი რას ავცდი?..
ნეტავი_თუ ავცდი?.........
...
ჯერ კიდევ მზეა!... :) .......




* * *

თოვს...
არ შემიძლია შევწყვიტო..
ნუთუ გაუგებარია რითი ჰგავს თოვლი დროს?.. _ვერ ვაჩერებ... !!
მარჯვენა ხელი გამეყინა... _ მაუსის და გულის ბრალია!... :) ...
არ გამიზომოთ მგრძნობელობა სიტყვებით!... _რადგან გულში ბევრად დიდი და ... ცოცხალი სივრცეა..
....
ამინდის-გარეთ...
...
ვცვლი მუსიკას...
...
მარადიული?!.. _გული.. და სიყვარულია!...
.......:)

P.S. როდესაც მკითხავენ: ასეთი.. მხიარული...ამ სევდას მართლა გრძნობ თუ იგონებო?.. გული დამწყდეს?!!!!!!!!!!!.. მე ხომ... მხოლოდ იმედი მომიგონებია...!!! ... :) ...........




* * *

კუნთები ამეტყველდნენ..
როდესაც სიმშვიდე ჯვარს ვაცვი ...
შეიპარნენ ძარღვებში ჭიანჭველები..
პატარა გოგოს ნერვები დავაზომე...
მიწას მიჯაჭვულს მეორე კბილა უკრავს თვალს ზეცისკენ..
...
აგონია _ დიდი სიმშვიდეა!...
და სხვისი განცდა_როდესაც მისი სხეულის ტემპერატურაც კი შენია...
გონება თუ გული!!!!...
სადღაც ძალიან შორსაა კითხვითი ნიშანი..._ალოგიკურობა არ სვამს კითხვებს... _უბერავს....
...
დავიწუნე! _ პირველმა ვიოლინომ_ვერ შეკრა სულები!!!...
დაფანტულები..
თავს გასულები..
...
განერიდება..
ერიდება...
სულისეული..
ვერტერისეული...
და უფრო გამძაფრებული.... მოჩვენება..
...
ხედვაა უძირო სხეულში..
ფანქრით მოხაზული სიცოცხლის საზღვარი..
ღმერთი და განტოლება..
ჩაკეტვა დ "მე"...

დასასრული რწმენაა...!.................




* * *

ცხოვრება..
არის ზღვა..
რომელშიც ყოველ ტალღას თავისი წილი მზე მოაქვს და ყოველი მათგანი_თავისი ჰაეროვანი გადავლებით გვიქარვებს უსიცლცხლო ფსკერზე საზარელ ფიქრებს...
არის სახე..
მიმყოლი თავისი მიმიკებით და გაუაზრებელი მანამ, სანამ არ გატკენენ და თავს ჩაუფიქრდები..
აი მერე ქმედებებთან ერთად სახის მიმიკებსაც იხსენებ..
უცნაურია.
არის გული_როდესაც გაანათებ და უფალს ანდობ...
და რა არის იმაში, როდესაც გგონია რომ ამოწურე ადამიანი და ახლა ცდილობ გაახარო თუნდაც სულ მცირე ხნით..
მაგრამ ეს გახარება მხოლოდ მაშინაა სამართლიანი_როდესაც ჯერ თავად გულწრფელად გიხარია და გულწრფელად ცდილობ გაუზიარო..
ისე კი ყველაფერი ხელოვნურია, დროებითობისთვის განწირული გამეტებაა..
თამაშია ადამიანის სიცოცხლით..
ხო... ხო...




* * *

აღმოვაჩინე_რომ მხოლოდ ვსაუბრობ...
ის, რომ სულ ვხსნი..
ვხსნი გრძნობებს..
და ხან თავს ვიმართლებ..
არა და არც ერთი არაა საჭირო.. .. ეს ხომ თავისთავადაა _ ღრმად.. გულში... ... თვალებში_სულის სარკეებში...
...
ისე ვარ თითქოს _ რაღაც მშვენიერი აღმოვაჩინე..
მიღიმიან სურნელოვანი მოჭრილი ვარდები... _ისინი ისეთი მშვენიერები არიან რომ მე..
ჩემი წუთი დავაფასე ამ დედამიწაზე ...
უცნაურია..
მინდა მოვასწრო_სანამ ეს მელოდია დამთავრდება..
და მერე რაღაც დამთავრდება_იმიტომ რომ რაღაც დაიწყოს..
...
უბრალოდ_სიცოცხლე გვიყვარდეს ადამიანებო! ...
უბრალოდ...
გვიყვარდეს! ...
..
... გეფერებით! ...

მიყვარხართ! ...




* * *

როდესაც მოჭრეს ხე_სადაც ბუდე მქონდა გაკეთებული _ გავექეცი ღიმილით ეზოს და მის გარეთ ალუჩაზე დავიდე ბინა..._პირველი რაც თვალში მომხვდა შესაფარებლად..
შემიკედლა..
მიმიღო..
ჩამიკრა..
სათითაო ეკლით მომეფერა და...
ნაყოფიც მომცა...
ისეთი მადლიერებით გამოვართვი_უკვე მისი ყველაზე მაღალ ტოტის ახალმა ჩიტმა...
მაგრამ ...
მჟავე იყო ალუჩა...
არა და მაშინ_რომ მშიოდა...
დამაპურა!...
რატომ დავწერე ეს _ არ ვიცი..
უბრალოდ..
სიმჟავემ გული გამიჩერა... _ალბად ეს უფრო მახსოვს ალუჩისგან..
მისი მადლი დამავიწყდა...




* * *

ვწერ...
ყოველთვის არ მინდა წერა..
თვალებში ყურება მინდა და მოსმენა..
უბრალოდ..
უბრალოდ.._რაღაც სიმებია..
რაღაც სხივებია..
სიტყვებია_გაშვებული ჩუმი ხიზნებივით...
გრძნობები არაფერია..
მან გაუგო ადამიანებს..
მან დაიმორჩილა ადამიანები..
და მერე შეებრძოლა დროს და ღმერთს..._რაც მის შემეცნებაში ერთი და იგივეა..
უბრალოდ..
სიამაყემ ვერ დაახევინა_თორემ იცოდა საკუთარი დამარცხება..
დემონური ბუნებაა..
დამარცხებაშიც შეეწინააღმდეგა ღმერთს _თავისი ნება ჰქმნა უზენაესად (რადგან ღმერთი უსამართლოდ ცნო_მისი გამთელავი და დამჩაგვრელი..)..
...
ეს ყველაფერი მოხდა...
ეს ყველაფერი ახლაც ხდება..
...

იქნებ გადავრჩეთ!? :)

მოგვიხსენიეთ!...


(2007)

0 коммент.:

Отправить комментарий